ყაზანის "რუბინის" ყოფილმა სოც-მედიამენეჯერმა ივან ბოდილევსკიმ საკუთარი აზრი დააფიქსირა, თუ როგორ გაიზარდა ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის დატოვების შემდეგ.
"პერიოდულად, ხვიჩას ვულოცავ დღესასწაულებსა და წარმატებას. ახალ წლამდე ერთმანეთს ხშირად ვეხმიანებოდით. მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, გუნდი და თანაგუნდელები - ძლიერები. ყველაფრით მოხარული იყო.
ახლა ვაკვირდები და... ძალიან გაიზარდა. პატარა ბიჭუნა უკვე დიდი კაცი გახდა. ვიდეოებიდანვე ჩანს ყველაფერი, მხიარული, პოზიტიური და დღეს ძალიან დასერიოზულებული. მახსოვს, როგორ მოვიდა ელექტროსკუტერით ბაზაზე და იქ ატარებდა. დღეს? ამას აღარ გააკეთებს, რადგან შეიძლება მოწყობილობა გაფუჭდეს და თვითონ ხვიჩა
დაშავდეს. აშკარაა, რომ დარბაზში ვარჯიშს მოუმატა, ძალიან გაიზარდა და გაძლიერდა" - განაცხადა ბოდილევსკიმ.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით