სერია A-ს ოფისიდან გამოსულ "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სხვადასხვა გამოცემების რეპორტიორები დახვდნენ და კითხვები დაუსვეს. Areanapoli იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბის მფლობელმა ტრავმირებულ ვიქტორ ოსიმენზე, ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდის ასპარეზობის შესახებ და ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე დასმულ კითხვებზე გასცა პასუხი.
"ოსიმენი დაშავდა, მაგრამ იმედია ორ კვირაზე მეტი არ გაუცდება. "მილანს" მალდინი, სკარონი და ახალი პატრონები უნარიანად ხელმძღვანელობენ, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მათაც ჩვენთან მატჩში ვინმე დააკლდება და ძალები ბალანსირებული იქნება, რათა გულშემატკივრებს ორივე გუნდმა ლამაზი შოუ შესთავაზონ.
იტალიური გუნდები ერთმანეთს
მეოთხედფინალში რომ შეხვდნენ, ეს უთავო უეფას ბრალია... წარმოიდგინეთ, "მილანს" თასზეც რომ დავპირისპირებოდით, ეს ჩვენი მეოთხე მატჩი იქნებოდა, ისევე როგორც სასაცილოა ერთი და იგივე გუნდთან სამჯერ თამაში. თუ გინდა ევროპაში შენი შესაძლებლობები განსაზღვრო, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს უნდა შეხვდე. სამწუხაროდ, ვიდრე ჩვენ უეფას არ შევცვლით, ყველანი ამ ფეხბურთის ასოციაციის მონები ვიქნებით.
"კვარასთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბარს უნდა მორჩეთ. რომელ გახანგრძლივებაზე მელაპარაკებით, ხუთწლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. თქვენ, ჟურნალისტები, მხოლოდ ფულზე ფიქრობთ. მუდამ ამ უხამსობაზე ლაპარაკი გინდათ".