"კვარაცხელია უნაკლოა და 2025 წლამდე "ნაპოლიდან" წასვლა არ უნდა" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
La Repubblica-ს ჟურნალისტმა მარკო აციმ "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ხვიჩა ძალიან პოპულარული გახდა. დიახ, ის წარმოუდგენლად სანახაობრივი ფეხბურთელია. გულშემატკივრებს დრიბლინგის, საგოლე გადაცემებისა და გოლების გამო მოეწონათ. ნეაპოლელებს ძალიან უყვართ კვარაცხელია, მაგრამ ვერცერთი ფეხბურთელი ვერასოდეს ვერ გახდება მარადონასავით პოპულარული.

ახლა ვინ უფრო მაგარია: ხვიჩა თუ ვიქტორ ოსიმენი? ოსიმენი. თუმცა, ხვიჩა უფრო ახალგაზრდაა და მეტად შეუძლია პროგრესირება.

კვარაცხელია კლუბთან კონტრაქტით კიდევ ოთხი წლითაა დაკავშირებული, მაგრამ იქ მაქსიმუმ 2025 წლამდე დარჩება. შემდეგ აუცილებლად რომელიმე ტოპ-კლუბს მიჰყიდიან, შესაძლოა, "რეალს". ასე მგონია, ამჟამად გადასვლისთვის
ძალიან მზად არაა, თავად უნდა "ნაპოლიში" 2025 წლამდე დარჩენა.

რატომაა კვარაცხელია ასეთი ძლიერი? ნიჭიერია, შესანიშნავი დრიბლინგი აქვს და განსაკუთრებული ტექნიკა. სპალეტი ტაქტიკურად ზრდაში ეხმარება, პლუს დაცვაში თამაში ასწავლა. საერთოდ კი, მას ნაკლი არ აქვს.

ადრე ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ ხვიჩა გუნდურ თამაში კარგი არ იყო? ახლა ის იდეალურად მიესადაგება "ნაპოლის". ისევე როგორც ოსიმენი".

altსერიალი "ნაპოლი" VS "მილანი" იწყება - ხვიჩასა და ლეაოს დაპირისპირება

alt"ნაპოლი" და "ჩელსი" უნგრელი ნახევარმცველის დამატებისთვის იბრძვიან

altსპალეტი "მილანთან" "ჯოკერის" გამოყენებას გეგმავს - ცნობილია, ვინ შეცვლის ოსიმენს

altხვიჩა სტუმრად ჩემპიონთა ლიგის ჟურნალში [VIDEO]

alt"ნაპოლის" დიდი დანაკლისი - ცნობილია, რამდენ ხანს იუქმებს ოსიმენი

მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვიჩას და ოსიმენს,ნამდვილად ვერ შევადარებ ერთმანეთს.სხვადასხვა სტილის ფეხბურთელები,მაგრამ ორივე ვარსკვლავია!მსოფლიოს საუკეთესო ათეულში რომ ფეხბურთელი მოხვდება,მასზე ვერავინ იტყვის,ვარსკვლავი არააო!სპალეტი,ხვიჩას დაცვაში აქტიურ თამაშს აჩვევს და რაც უფრო ფიზიკურად მოძლიერდება,მით უფრო მეტად შესძლებს დაცვის დახმარებასაც.ახლა მას,ერთადერთი,შედარებით ნაკლი აქვს გამოსასწორებელი.ახლაც თვალწინ მიდგას ,ხვიჩას მიერ რუსეთში გატანილი პირველი გოლი.მარჯვენა კუთხიდან კუთხური ჩამოაწოდეს და ახლო კუთხესთან მდგომმა ხვიჩამ,თავზე ჩამოწოდებული ბურთი,მაკრატელათი გაიტანა ცხრიანში!იმის თქმას ვცდილობ,რომ ხვიჩა ძალიან ნაკლებად ცდილობს თავით ბურთზე თამაშს და უფრო ფეხებს ატანს ძალას.მისი სიმაღლის და ახლა უკვე ფიზიკური ძალის პატრონს,საჯარიმოში ბევრი ხიფათის შექმნა შეუძლია მეტოქისათვის,მაღალი ბურთებისათვის ბრძოლაში.თავითაც აქვს გატანილი,მაგრამ ყველა დამეთანხმებით,რომ ეს ზღვაში წვეთია,მის შესაძლებლობებთან შედარებით.დარწმუნებული ვარ,ამ ზაფხულს,მოსამზადებელ პერიოდში,სპალეტი, ამ კომპონენტშიც იმუშავებს ხვიჩასთან და შემოდგომისათვის,კიდევ უფრო სახიფათო დაბრუნდება იტალიის ჩემპიონატში.ოსიმენისგანაც ბევრის სწავლა შეუძლია,ხვიჩას.ბოლოს და ბოლოს,არც ის არის, ორი მეტრის სიმაღლისა.
სოსო
15:44 02-04-2023
0
რას მიქვია ფეხბურთში გოლი არ არის მთავარი. სპორტში მთავარი მოგებაა რისთვისაც ფეხბურთში გოლია აუცილებელი.ხოლო ზოგიერთმა ვაი გულშემატკივარმა თავი დაანებეთ უაზროთ კვარაცხელიას და ოსიმენის დაპირისპირებას.რატომღაც უნიჭო
მაგრამ მებრძოლ ოსიმენს 150 მილიონიანი მყიდველები ყავს და კვარაცხელიას ჯერ არა.იმედია უახლეს მომავალში მასაც გამოუჩნდებიან.
kiko
13:02 02-04-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული