რა ჩაუჭედა! - მიქაუტაძემ კლუბშიც გაიტანა და თავისი გუნდი მეორე ადგილზე აღაზევა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ლავალს“ 1:0 გიორგი მიქაუტაძის გოლით სძლია.

საქართველოს ნაკრების რიგებში ნორვეგიასთან გატანილი გოლის შემდეგ, მიქაუტაძემ კლუბშიც გამოიჩინა თავი და თავის გუნდს ულამაზესი გოლით გამარჯვება მოუპოვა.

გიორგიმ მიმდინარე ჩემპიონატზე მე-15 გოლი გაიტანა, ჟან-ფილიპ კრასოს (სენტ ეტიენი) გაასწრო და საუკეთესო ბომბარდირია.

„მეცი“ 51 ქულით უკვე მეორე ადგილზეა და 8 აპრილს გასვლაზე „პოს“ შეხვდება. დღეს „სოშო“ გასვლაზე „ბასტიასთნ“ 2:3 დამარცხდა და მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდა (49 ქულა აქვს). ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“, რომელიც ამ ტურის მატჩს 3 აპრილს
სტუმრად „გენგამთან“ გამართავს, 50 ქულით მესამე ადგილზეა.

მეცი. "სენ-სიმფორიენი"
მეცი - ლავალი 1:0
გოლი: მიქაუტაძე (49)

მკითხველის კომენტარები / 15 /
როგორ მეიმედება ეს ბიჭი❤️
ანი
16:24 02-04-2023
0
აუტიდან პასი და ერთი შეხებით ცხრიანში!იდეალურია!ასე დარტყმა თუ კარგად დაამუშავა,მრავალ წარმატებას მოუტანს მასაც და ჩვენც.ასეთი გოლი,მესისაც კი შეშურდებოდა და არც მგონია,რომ პირდაპირ აუტიდან მოწოდებული,ასე,ერთი შეხებით,ოდესმე ჰქონდეს გატანილი.
სოსო
15:08 02-04-2023
1

სიახლეები პოპულარული