გოჩოლეიშვილმა "შახტარში" სადებიუტო გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი გოჩოლეიშვილმა "შახტარში" ჩატარებულ მესამე მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა.

გოჩოლეიშვილმა, რომელმაც მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშა, ოდესაში "ჩერნომორეცთან" უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურში ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) მე-19 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი. გიორგის შესვენების შემდეგაც ჰქონდა მომენტი, მაგრამ გატანა მეკარემ არ დაანება. ის 72-ე წუთზე შეცვალეს.

"შახტარი" 43 ქულით ლიდერია და 8 აპრილს უჟგოროდში "მეტალისტს" უმასპინძლებს.

ოდესა. "ჩერნომორეცი"
ჩერნომორეცი - შახტარი 2:2
გოლები: კრისკივი (1), 1:1 პუტრია (8, პენ), 1:2 გოჩოლეიშვილი (19), 2:2 სალიუკი (41)

მკითხველის კომენტარები / 11 /
აზაროვს რომ ტრამვა არ მიეღო, გოჩოლეიშვილი არ გამოყავდა სანიოლს, კიტეიშვილი არც გამოუძახებია, ფორმაში არ არისო, ჩაკვე არ ათამაშა მზად არ არისო, იმის მიუხედავად, რომ 60-70 წუთს თამაშობს სლოვანში, არ გამოიძა ლოჩოშვილი. კარგით რა მართლა, რა რესურსი ჩვენ გვაქვს და იმასაც არ იყენებს!
არტ
15:50 03-04-2023
0
გუშინ თავისუფალი შუალედი მქონდა და მოსკოვის დინამოს მეორე ტაიმს ვუყურე,სოჭის წინააღმდეგ.პირველი ტაიმის შუაში,სოჭის მეკარე გააძევეს და მეორე მეკარემ,პენალტი მოიგერია.მეორე ტაიმში კი რაც ვუყურე,კაცნაკლული სოჭი სამჯერ გადავიდა მოსკოველთა ნახევარზე.აქედან პირველად,სრულიად არასაჭირო ჯარიმა და გაფრთხილება აიკიდა,მოსკოველთა მეორე ცენტრალურმა მცველმა.ჩაწოდებულ ჯარიმაზე კი,ერთმა კურულასსავით პატარა სოჭელმა,თავური დაარტყა,სრულიად თავისუფლად და კარს ააცდინა.მეორედ,მარჯვენა ფლანზე თავისუფალ ზონაშიგადაუგდეს ბურთი სოჭელ თავდამსხმელს,მასზე კუთხურის ალმის სიახლოვეს,გაგნიძე გადავიდა და ჩაწოდების მცდელობა,მისგან ბლოკირების შემდეგ,კუთხურით დამთავრდა.ჩამოწოდებულ კუთხურზე,სოჭის მცველმა,დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან,სრულიად თავისუფლად დაარტყა კარისაკენ თავური.ბურთი მხარში მოხვდა გაგნიძეს და კარის კუთხეში წავიდა.მოსკოველთა მეკარე,რატომღაც კარის ხაზის შიგნით აღმოჩნდა და რა თქმა უნდა ბურთი ვეღარ მოიგერია.0-1.ამის შმდეგ,კიდევ ერთი კონტრშეტევა და ახლა მარცხენა ფლანგიდან წმოსულს,მცველი ეთამაშებოდა,მას საზონოვი აზღვევდა,მეორე ცენტრალური ,ცველი კი,არსად ჩანდა და ეს საზონივმა გვიან შეამჩნია.სცადა საჯარიმოს ცენტრში გადმოსულიყო და იქ თავისუფლა შემოსული სოჭელისათვის გზა გადაეჭრა,მაგრამ ვერ მოასწრო და მანაც,სრულიად თავისუფალ პოზიციაში პას მიღებულმა,ადვილად გაიტანა მეორე გოლი.მთელი მეორე ტაიმი,მოსკოველეეეეეებმა აზრიანი ვერაფერი გააკეთეს,კარშიც კი ვერ დაარტყეს და ასე სამნარცხვინოდ დამარცხდნენ,საკუთარ მოედანზე.აღარ შეიძლება ჩვენი ბიჭების მანდ დარჩენა.აზრის ნატამალი არ ჩანდა მათ თამაშში.რუბინში თავის დროზე დენის მაკაროვი კარგად რომ ათამაშდა,ისიც ნული იყო და არც ჩვენები ბრწყინავდნენ რაიმე აზრიანით.არსენ ზახარიანი ადრე ჭკვიან და პერსპექტიულ ბიჭად ჩანდა,თუმცა განაცხადში არ იყო.არ ვიცი,შესაძლოა დღეს ეგ არის დინამოს ლიდერი,მაგრამ საზიზღარი გუნდი კი ყოფილა.უკვე აღარ მჯერა,რომ მანდ ჩვენი ბიჭები, კიდევ მოუმატებენ.
სოსო
23:17 02-04-2023
2

სიახლეები პოპულარული