ლეაო: კვარაცხელიას დიდი ფანი ვარ და მიხარია, რომ მაისურები გავცვალეთ

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" მოგებული მატჩის შემდეგ (4:0) DAZN-თან კომენტარი "მილანის" ფეხბურთელმა რაფაელ ლეაომ გააკეთა, რომელმაც დუბლი შეასრულა და ხვიჩა კვარაცხელიას მაისური გაუცვალა:

"ვიცოდით, დიდ მეტოქესთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნებოდა, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. არაჩვეულებრივად ვითამაშეთ. ეს "მილანია".

გოლის გატანა განუმეორებელი გრძნობაა, მაგრამ რომც არ გამეტანა, გამარჯვებით მაინც გავიხარებდი. გვინდა "ნაპოლისთან" ახლოს ვიყოთ, ჩემპიონთა ლიგა სხვა რამაა. ჯერ "ემპოლისთან" დაპირისპირება გველის.

მინდა გითხრათ, რომ კვარაცხელიას დიდი ფანი ვარ. ძალიან მომწონს, რასაც ის მოედანზე აკეთებს და მგონია, ამ მხრივ მე მგავს, რამეთუ ჩემსავით უყვარს მეტოქეთა მოტყუება
და ტექნიკურად თამაში. მაგარ სეზონს ატარებს და მიხარია, რომ მაისურები გავცვალეთ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
რაო მგავსო? როგორ გეკადრება,შენამდე როგორ მოვა კვარა ჩემო შოკოლადო.
მე ქართველი ვარ
10:22 04-04-2023
0
ისე გგავს გოლების გატანაში,როგორც კანის ფერში
სვანსკი
14:53 03-04-2023
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული