ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებში, გიორგი მამარდაშვილი კლუბშიც ჩინებულად გაისარჯა.
დებიუტში სტუმრები კომესანიამ დააწინაურა, რომელმაც მამარდაშვილის კარი ახლო მანძილიდან დალაშქრა. იმ მომენტში შეცდომა ცენტრალურმა მცველებმა დაუშვეს, გიორგი ბურთს შეეხო, მაგრამ თავისი გუნდი ვერ გადაარჩინა. მასპინძლები შესვენებამდე პასიურები იყვნენ, მეორე ტაიმში კი გააქტიურდნენ, შტურმზე გადავიდნენ, რამდენიმე მომენტი შექმნეს, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა მადრიდული გუნდის მეკარე დიმიტრიევსკი. კლუივერტის უზადოდ შესრულებული პენალტით „ვალენსიამ“ მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ბოლოს „რაიო ვალეკანოს“ შეეძლო გამარჯვების მოპოვება, როდესაც მამარდაშვილმა სანჩესს არ გაატანინა და მატჩი ფრედ დასრულდა.
„ვალენსია“ 27 ქულით მე-17 ადგილზეა და 9 აპრილს გასვლაზე „ალმერიას“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“. 39 769 მაყურებელი
ვალენსია - რაიო ვალეკანო 1:1
გოლები: 0:1 კომესანია (9), 1:1 კლუივერტი (81, პენ)