გუგეშაშვილი შეიძლება თურქულ ან ხორვატიულ გუნდში გადავიდეს

AutoSharing Option
azerisport-ის ცნობით, "ყარაბაღის" 23 წლის მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის სამსახურით არაერთი კლუბია დაინტერესებული.

გამოცემის მტკიცებით, თურქული გუნდების გარდა, ქართველის გადაბირებას ხორვატიული "რიეკა" ცდილობს, რომელიც "ყარაბაღთან" მოლაპარაკებას გამართავს, რათა ზაფხულში ის იჯარის წესით წაიყვანოს.

გუგეშაშვილს "ყარაბაღთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ლუკას პროგრესზე ისაუბრა და მონღოლეთთან ამხანაგურ მატჩში მეორე ტაიმში ათამაშა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
„რიეკა“ ეგიც არ მყავდეს თუნდაც „პორტო“ ან „აინტრახტი“ - რაღა თურქებმა ან ჰორვატებმა უნდა იშოვნონ მის შემდეგი გაყიდვით ფული?! -მაშინ მანდ ჯობია იყოს, ლიგაზე მაინც თამაშობს ხოლმე.
არაა
12:05 05-04-2023
0
გუგეშა მამარდაზე არანაკლები მეკარეა.ჩემი აზრით უფრო დამაჯერებელიც(გიორგი საკმაოდ ბევრ დარტყმულზე ვერ ახერხებს რეაგირებას,ნორვეგიასთან თუნდაც,გოლზე და პირველ ტაიმში ოდეგორის დარტყმულზე ვერც გაინძრა}.უბრალოდ მამარდას ძალიან გაუმართლა,საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა.გუგეშამ კი წვალებით აიწყო კარიერა.კარგია კონკურენცია,მითუმეტეს როცა ლორიას წასვლის დრო მოვიდა,ორი კარგი მეკარე გვყავს.წარმატებები ორივეს...
master
11:14 05-04-2023
1

სიახლეები პოპულარული