"არ გინდათ, რომ თავი დამანებოთ?" - დე ლაურენტისმა ხვიჩას კონტრაქტზე საუბარი კვლავ არ ისურვა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ თუ "ნაპოლი" სკუდეტოს მოიგებს, აღსანიშნავ ცერემონიალზე არეულობა არ იქნება. 71 წლის კინოპროდიუსერს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებაც ჰკითხეს, თუმცა დე ლაურენტისმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

"კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი? არ გინდათ, რომ თავი დამანებოთ? კონტრაქტი ორ მხარეს შორის იდება. ეს რას ნიშნავს? მოლაპარაკებებს ერთი მხარე აწარმოებს, შემდეგ კი 5-წლიანი კონტრაქტი ფორმდება და არა ერთწლიანი" - განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, იტალიური გამოცემების ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან"
კონტრაქტს სეზონის ბოლოს, 2028 წლამდე გაახანგრძლივებს.

altდე ლაურენტისი: "კვარასთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბარს უნდა მორჩეთ

altფედელე: სპალეტი და დე ლაურენტისი ერთმანეთს ვერ იტანენ

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა პრიმიტიული მსჯელობაა,
დავით
23:50 09-04-2023
0
მართალია ეს კაცი დაანებეთ თავი მას და ხვიჩასაც
აბდულაი
18:11 05-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული