Corriere dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს:
"კვარას" ახლა თვალებში ცეცხლი უკიდია, მისი ფიქრები კი დრიბლინგისკენაა მიმართული. ქართველ ფეხბურთელს კვირა საღამოს შემდეგ დაგროვებული გიჟური ფიქრები არ ასვენებს (0:4 "მილანთან"). იმ შეხვედრაში მარტივად გამოჩნდა, თუ რა შეიძლება დაემართოთ ნეაპოლელებს, რომლებმაც ფეხბურთის თამაში ადამიანურად გადაწყვიტეს. "ნაპოლიმ" ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს - "კვარადან".
შეგახსენებთ, "პარტენოპეი" 28 ტურის შემდეგ 71 ქულით სერია A-ს ლიდერია, ხვალ, 7 აპრილს კი "ლეჩეს" ესტუმრება.
დიდება ქართულ გენსა და ნიჭს!
დიდება საქართველოს!