რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ლეჩესთან" მატჩში

AutoSharing Option
სერია A-ს 29-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "ლეჩეს" ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა.

"პარტენოპეის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიამ კომპენსირებულ დროში შეცვალეს.

პორტალმა Sofascore-მა "კვარას"თამაში 7.0 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 7.1 ქულა დაუწერა.

ორივე პორტალმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კიმ მინ-ჯე დაასახელა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 74 ქულით პირველ ადგილზეა, სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მილანის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

ხვიჩამ მიმდინარე ჩემპიონატზე 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

alt"ნაპოლი"

კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]

alt"ლეჩემ" წონასწორობა აღადგინა [VIDEO]

altერთი მუშტად შეკრული გუნდი - რა სთხოვა დი ლორენცომ გატანილი გოლის შემდეგ თანაგუნდელებს

alt"ჩვენ ნეაპოლელები არ ვართ" - ლეჩეს ფანები დე ლაურენტისსა და "ნაპოლის" მოთამაშეებს შეურაცხყოფას აყენებენ

altმიუხედავად გოლისა, სპალეტი უკმაყოფილოა - რას მოუწოდებს ტოსკანელი მოთამაშეებს

altკაპიტანმა "ნაპოლი" დააწინაურა - "პარტენოპეი" "ლეჩეს" ამარცხებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 33 /
გაუგებარია სად იყურება სპალეტი, თამაშის 60% მარჯვენა ფრთაზე მიდის, შებრუნებით კი უნდა იყოს. ასევე, ხვიჩა, როცა დგას მისთვის პასის მიცემას აზრი არ აქვს, რადგან ერთი კაცი ყოველთვის უდგას, ბურთი წავა თუ არა მისკენ მალე მეორე მცველიც მის წინ გაჩნდება. პასი მოძრაობაში უნდა მისცონ, ამ დროს იოლია მცველის მოძრაობაზე დაჭერა. თუ დააკვირდით ხვიჩა გაიქცევა თავისუფალი სივრცისკენ, ბურთს კი ან სხვას აძლევენ ან უკან აბრუნებენ, ანუ არ იყენებენ ხვიჩას პროდუქტიულად.
ჟორა
23:32 07-04-2023
3
წარმოუდგენელი სირეგვნეა, რომ მარცხენა ფლანგზე სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გყავდეს (სამჯერ იყო თვის საუკეთესო და წლის ბოლოსაც ეგრე იქნება) და შეტევების ორ მესამედს მაინც მარჯვენა ფლანგიდან წარმართავდე. ჩვენი მხრიდან სირეგვნე იქნებოდა ეს მხოლოდ პიტალო მანუელისთვის დაგვებრალებინა. მწვრთნელი იმისთვისაა გუნდში, რომ პერმანენტული სირეგვნე ალაგმოს და თუ არ/ვერ აკეთებს ამას, ნებით თუ უნებლიედ, თავადაც რეგვენია. ხვიჩა აქამდე ჩუმად ითმენდა, დღეს - უკმაყოფილების ნიშნად ხელების გაშლა დაიწყო, ხვალ - მიუხედავად უაღრესი ტაქტიანობისა, იძულებული იქნება ილაპარაკოს ამ თემაზე, ზეგ - უკეთეს გუნდში გადავა და ჩვენც გვეშველება, ხვიჩასაც და ნაპოლის შურიან ვეტერანებსაც, ანუ ყველას რეგვენი სპალეტის, ქუდბედიანი დილეტანტი დე ლაურენტისის და ნაპოლის ფანების გარდა. ხვიჩა არ დაზარალდეს და ამათი დედიკოც რა!
წარმოუდგენელი სირეგვნეა!
00:14 08-04-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული