"მილანთან" დაპირისპირებამდე "ნაპოლიმ" "ლეჩეს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 29-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ლეჩე“ 2:1 დაამარცხა.

„მილანთან“ განადგურების შემდეგ „ნაპოლისთვის“ გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო, თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, პირველი მომენტი კი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც მალეს დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. სტუმრებმა პირველივე შანსი გამოიყენეს - ფალკონეს კარი თავით დი ლორენცომ დალაშქრა. შემდეგ ლოსანოს ფალკონემ არ გაატანინა. კვარაცხელია აქტიური იყო, ხანდახან ცენტრში იწევდა, ლოსანო ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა.

მეორე ტაიმი „ლეჩემ“ უკეთ დაიწყო და დი ფრანჩესკომ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ნეაპოლელები გალოს ავტოგოლით ისევ წინ გავიდნენ.
ნეაპოლელები მაღალ ტემპში ვერ უტევდნენ, ხვიჩას გადაცემებს უგვიანებდნენ, ამიტომ ბურთის მისაღებად პოზიციის შეცვლა უწევდა ხოლმე, ხოლო როდესაც რასპადორის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა სიმეონემ ტრავმა მიიღო, ქართველმა ფაქტიურად მისი ადგილი დაიკავა და 90+4-ე წუთზე შეცვალეს. ბოლოს "ლეჩე" მეკარე ფალკონესთან ერთად შტურმზე გადავიდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი მსაჯმა თამაში დაასრულა და "ნაპოლის" მესამე გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა.

„ნაპოლი“ 74 ქულით ლიდერია, 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „სან სიროზე“ მილანს“ დაუპირისპირდება, ხოლო 15 აპრილს ჩემპიონატზე „ვერონას“ უმასპინძლებს.

ლეჩე. „ვია დელ მარე“
ლეჩე - ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 დი ლორენცო (18), 1:1 დი ფრანჩესკო (52), 1:2 გალო (64, საკ. კარში)

alt"ნაპოლი" კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]

alt"ლეჩემ" წონასწორობა აღადგინა [VIDEO]

altერთი მუშტად შეკრული გუნდი - რა სთხოვა დი ლორენცომ გატანილი გოლის შემდეგ თანაგუნდელებს

alt"ჩვენ ნეაპოლელები არ ვართ" - ლეჩეს ფანები დე ლაურენტისსა და "ნაპოლის" მოთამაშეებს შეურაცხყოფას აყენებენ

altხვიჩა - დანიელე პეტროსო - ნეაპოლში დაბადებულ ბავშვს ხვიჩა დაარქვეს

altმიუხედავად გოლისა, სპალეტი უკმაყოფილოა - რას მოუწოდებს ტოსკანელი მოთამაშეებს

altკაპიტანმა "ნაპოლი" დააწინაურა - "პარტენოპეი" "ლეჩეს" ამარცხებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 46 /
მე ვფიქრობ ძალები დაზოგა ნაპოლიმ რადგან მთლიანად ლიგაზე არიან მძიმე იყო თამაშო თუ მჩატე ამას სკედეტო რო დაიდება არავინ გაიხსენებს ...დაზოგა ძალები და ნაპოლის ხვიჩას გაბრწყინება დარწმუნებული ვარ ლიგაზეა მთლიანად გადართული .
dato
08 აპრილი 2023 12:17
5
Ra caiget tvini saqartvelos nakrebhic aravin adzkevda pass norwegiastan? Sul ro ar adzkevdnen passs main unda angrevdes yvelafers es cucuni ubadruki adamianis chvev
Lasha
08 აპრილი 2023 11:11
6
მესამე რასპადორი იყო მილანთან წაგებულ მატჩში.
ამი
08 აპრილი 2023 13:44
0
ლოგიკურად კვარაზე რომ ითამაშონ სწრაფი ფეხბურთი უნდა ააწყონ, სწრაფი პასებით, როცა ნელა თამაშობ კვარას ფლანგზე თუ გადავლენ იქ დაცვის ძლიერი მოვილიზებაა და როგორც კი ფლანგს კარგავ ეგრევე კონტრატაკა იწყება.. დღეს დავაკვირდი და მივხვდი რომ მანძილები ფეხბურთელებს შორის პირველ ტაიმში ძალიან დიდი იყო და მარიო რუი ძაან გადადიოდა მოწინააღმდეგისკენ ამ დროს დაცვაში ორი კაცი რჩებოდა, ეგეც ბებრრია ვერ ასწრებს ჩამოსვლას.. ტაქტიკურად გამართლებულია რომ ცემტრის იქით არ გადავიდეს მარიო რუი და ხციჩამ ირბინოს კონტრატაკაზე.
ლაშა
07 აპრილი 2023 23:51
3
ოსიმენი დაემტვრათ მილანთან ან ითამაშებს ან არა ,როგორც მილანთან ისე ლეჩესთან ცდილობენ რო ხშირად კვარაზე არ ითამაშონ ტრამვა არ მიიგოს რა ვერ მიხვდით.
გიო
08 აპრილი 2023 00:39
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული