"მილანთან" დაპირისპირებამდე "ნაპოლიმ" "ლეჩეს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 29-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ლეჩე“ 2:1 დაამარცხა.

„მილანთან“ განადგურების შემდეგ „ნაპოლისთვის“ გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო, თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, პირველი მომენტი კი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც მალეს დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. სტუმრებმა პირველივე შანსი გამოიყენეს - ფალკონეს კარი თავით დი ლორენცომ დალაშქრა. შემდეგ ლოსანოს ფალკონემ არ გაატანინა. კვარაცხელია აქტიური იყო, ხანდახან ცენტრში იწევდა, ლოსანო ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა.

მეორე ტაიმი „ლეჩემ“ უკეთ დაიწყო და დი ფრანჩესკომ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ნეაპოლელები გალოს ავტოგოლით ისევ წინ გავიდნენ.
ნეაპოლელები მაღალ ტემპში ვერ უტევდნენ, ხვიჩას გადაცემებს უგვიანებდნენ, ამიტომ ბურთის მისაღებად პოზიციის შეცვლა უწევდა ხოლმე, ხოლო როდესაც რასპადორის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა სიმეონემ ტრავმა მიიღო, ქართველმა ფაქტიურად მისი ადგილი დაიკავა და 90+4-ე წუთზე შეცვალეს. ბოლოს "ლეჩე" მეკარე ფალკონესთან ერთად შტურმზე გადავიდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი მსაჯმა თამაში დაასრულა და "ნაპოლის" მესამე გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა.

„ნაპოლი“ 74 ქულით ლიდერია, 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „სან სიროზე“ მილანს“ დაუპირისპირდება, ხოლო 15 აპრილს ჩემპიონატზე „ვერონას“ უმასპინძლებს.

ლეჩე. „ვია დელ მარე“
ლეჩე - ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 დი ლორენცო (18), 1:1 დი ფრანჩესკო (52), 1:2 გალო (64, საკ. კარში)

alt"ნაპოლი" კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]

alt"ლეჩემ" წონასწორობა აღადგინა [VIDEO]

altერთი მუშტად შეკრული გუნდი - რა სთხოვა დი ლორენცომ გატანილი გოლის შემდეგ თანაგუნდელებს

alt"ჩვენ ნეაპოლელები არ ვართ" - ლეჩეს ფანები დე ლაურენტისსა და "ნაპოლის" მოთამაშეებს შეურაცხყოფას აყენებენ

altხვიჩა - დანიელე პეტროსო - ნეაპოლში დაბადებულ ბავშვს ხვიჩა დაარქვეს

altმიუხედავად გოლისა, სპალეტი უკმაყოფილოა - რას მოუწოდებს ტოსკანელი მოთამაშეებს

altკაპიტანმა "ნაპოლი" დააწინაურა - "პარტენოპეი" "ლეჩეს" ამარცხებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 46 /
უკვე ცხადია რომ მილანი კვლავ მოუგებს ნაპოლის, სრულიად გაუგებარია რა მოუვიდა გუნდს, ხვიჩას სრული და თავხედური იგნორი და სრულიად სოფლის გუნდის დონის თამაში, 7-8 ფეხბურთელი უბრალოდ არაფრით აღემატება ქართული უმაღლესი ლიგის ფეხბურთელებს... ხვიჩას კლასის ნახევარი არაა არც ერთი ფეხბურთელი, ნაპოლიში გაჩერება ხვიჩას დააზიანებს როგორც ფეხბურთელს. აშკარაა რომ რაღაც ხდება გუნდში და არავითარი გუნდური თამაში და სწორი ურთიერთობები ნაპოლიში აღარ არის. სამწუხაროა...
Nika
07 აპრილი 2023 23:37
6
რა ჭირს ამ გუნდს? კონვულსიებით თამაშობს!
Geo
07 აპრილი 2023 23:06
1
ასეთი რამე პირველად ვნახე, ამდონის ვარსკვლავი გყავდეს გუნდში და მთელი თამაში აიგნორებდე, ნუ არვიცი სასწაულია პირდაპირ. ან როდამდე უნდა გაგრძელდეს მარიო რუის თავხედური თამაში ტიპი აცრილია პასზე.
გიგა
08 აპრილი 2023 00:39
3
ეგ კაცი თუ აღარ გინდათ ნაპოლიში თქვით, უამრავი წინადადება წამოვა წამებში, თუ გინდათ კიდევ ,პასი უნდა მისცეთ რომ ითამაშოს. საერთოდ რას თამაშობს ორი თამაშია ნაპოლი , თავად თუ იციან. ოსიმენის გარეშეც გლიჯავდნენ ადრე და ეხლა რა დაემართათ,კიდევ კარგი დიდი ფორა აქვთ, უკვე იმაზე ვოცნებობ როგორმე ჩემპიონები გახდნენ ლიგაზე აღარაა ლაპარაკი..............
????????????????????????????????????????????????????????
07 აპრილი 2023 23:46
3
რა ხდება ვერ ვიგებ პასებს რატომ არ აძლევენ ან დრიბლინგები სად დაიკარგა .
dato
07 აპრილი 2023 23:31
4
აი ერთი ერთშია ძმაო რასაც რეალში აზარს უკეთებენ რო აიგნორებენ და პასის მიცემის ნაცვლად კარში ურტყავენ და ან სხვას აძლევენ პასებს ასეა ნაპოლშიც სანამ ფეხზე არ დააჯდება 2 მცველი იქამდე პას არ უკეთებენ თანაგუნდელები. გუშინ შევნიშნე კიდეც კვარას გაბრაზება ამოუვიდა ყელში კაცს..! არაფერი გუნდი ნაპოლი არაა სხვაობას ქმნიან ხვიჩა და ოსიმენი დანარჩენი დიდი არაფერი არიან... ბედი ამათი რო სიტის ბავარიას და რეალს აცდნენ ლიგაზე რას დამართავდნენ ამათ გაფიქრებაც არ მინდა....
Roni
08 აპრილი 2023 07:36
4
ერთი პასით რანდენჯერ შეეძლოთ გაეყვანათ კვარა გამწვავებაზე ესენი უკან მეკარეს აძლევდენ, ამ თამაშით მილანში გადაწყდება ყველაფერი ფორმალობა იქნება ნეაპოლში თამაში
Soso
07 აპრილი 2023 23:47
1
იმედია ეს ბოლო თამაშები სპალეტის ჩანაფიქრია ლიგაზე შედეგოს დასადებად, თორე ფაქტია ეს ის ნაპოლი არაა რაც მთელი სეზონის განმავლობაში ვნახეთ… სხვათაშორის აგერ მილანის თამაშია 85 წუთი და ესეც არაა ის მილანი 4 ბურთი რო გამიტანა ნაპოლის… ანუ პიოლიც ძალებს ზოგავს მგონია… 12 ში გამოჩმდება რეალურად ვის რა ძალები შემორჩენია…
Leonardo
08 აპრილი 2023 00:42
2
საქმე ის არის, რომ მილანმა ნახევარი გუნდი დაასვენა და მიუხედავად ვერ მიგებისა მაინც კარგად თამაშოდნენ. რასაც ვერ ვიტყვი ნაპოლიზე რომელიც ხვიჩას გარეშე მართლა სოფლის გუნდია.
H
08 აპრილი 2023 10:43
1
საერთოდ იცოდნენ რა პოზიციებზე უნდა ეთამაშათ ?!
Napo
07 აპრილი 2023 23:16
1
ერთი პასით რანდენჯერ შეეძლოთ გაეყვანათ კვარა გამწვავებაზე ესენი უკან მეკარეს აძლევდენ, ამ თამაშით მილანში გადაწყდება ყველაფერი ფორმალობა იქნება ნეაპოლში თამაში
Soso
07 აპრილი 2023 23:47
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული