"მილანთან" დაპირისპირებამდე "ნაპოლიმ" "ლეჩეს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 29-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ლეჩე“ 2:1 დაამარცხა.

„მილანთან“ განადგურების შემდეგ „ნაპოლისთვის“ გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო, თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, პირველი მომენტი კი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც მალეს დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. სტუმრებმა პირველივე შანსი გამოიყენეს - ფალკონეს კარი თავით დი ლორენცომ დალაშქრა. შემდეგ ლოსანოს ფალკონემ არ გაატანინა. კვარაცხელია აქტიური იყო, ხანდახან ცენტრში იწევდა, ლოსანო ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა.

მეორე ტაიმი „ლეჩემ“ უკეთ დაიწყო და დი ფრანჩესკომ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ნეაპოლელები გალოს ავტოგოლით ისევ წინ გავიდნენ.
ნეაპოლელები მაღალ ტემპში ვერ უტევდნენ, ხვიჩას გადაცემებს უგვიანებდნენ, ამიტომ ბურთის მისაღებად პოზიციის შეცვლა უწევდა ხოლმე, ხოლო როდესაც რასპადორის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა სიმეონემ ტრავმა მიიღო, ქართველმა ფაქტიურად მისი ადგილი დაიკავა და 90+4-ე წუთზე შეცვალეს. ბოლოს "ლეჩე" მეკარე ფალკონესთან ერთად შტურმზე გადავიდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი მსაჯმა თამაში დაასრულა და "ნაპოლის" მესამე გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა.

„ნაპოლი“ 74 ქულით ლიდერია, 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „სან სიროზე“ მილანს“ დაუპირისპირდება, ხოლო 15 აპრილს ჩემპიონატზე „ვერონას“ უმასპინძლებს.

ლეჩე. „ვია დელ მარე“
ლეჩე - ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 დი ლორენცო (18), 1:1 დი ფრანჩესკო (52), 1:2 გალო (64, საკ. კარში)

alt"ნაპოლი" კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]

alt"ლეჩემ" წონასწორობა აღადგინა [VIDEO]

altერთი მუშტად შეკრული გუნდი - რა სთხოვა დი ლორენცომ გატანილი გოლის შემდეგ თანაგუნდელებს

alt"ჩვენ ნეაპოლელები არ ვართ" - ლეჩეს ფანები დე ლაურენტისსა და "ნაპოლის" მოთამაშეებს შეურაცხყოფას აყენებენ

altხვიჩა - დანიელე პეტროსო - ნეაპოლში დაბადებულ ბავშვს ხვიჩა დაარქვეს

altმიუხედავად გოლისა, სპალეტი უკმაყოფილოა - რას მოუწოდებს ტოსკანელი მოთამაშეებს

altკაპიტანმა "ნაპოლი" დააწინაურა - "პარტენოპეი" "ლეჩეს" ამარცხებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 46 /
ასეთი თამაშით მილანთან ძალიან გაუჭირდება, მილანმა ემპოლისთან დაასვენა ლიდერები და მასთან ფრემ არ უნდა დაგვაბნიოს. კვარას სათანადოდ ვერ იყენებენ. ჩემი აზრით ზედმეტად ტვირთავენ დაცვაში, პასებით ვერ ამარაგებენ, მის პასებს ვერ ირგებენ, ვერც სივრცეებს ითვისებენ სათანადოდ. ლეჩე არ იმსახურებდა წაგებას. დღეს თუ ლაციომ ვერ მოუგო იუვეს, ნაპოლის ჩემპიონობას თვითონ ნაპოლიც ვეღარ შეუშლის ხელს, მაგრამ ლიგაზე ... მოკლედ რაც არ უნდა იყოს ვგულშემატკივრობთ კვარას და ნაპოლის დიდი იმედებით!
Irakli
08 აპრილი 2023 14:57
1
მოვეშვათ ამ შეთქმულების თეორიებს, ამას ნაპოლის გვერდებზეც წერენ ქართველები და გავიარეთ უკვე სეზონის დასაწყისში ეგ თემა. თავიდან რომ გვეგონა კვარასი შურდათ და პასებს არ აძლევდნენ.
კვარა სამჯერ გახდა საუკეთესო ფეხბურთელი სერია ა ს და საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ასისტებში, ასევე 12 გოლი გაიტანა. გუნდი რომ აიგნორებდეს ეგ შედეგი არ ექნებოდა. კონკრეტულ მომენტებში პასებს არ აძლევენ იმის გამო, რომ მუდმივად სამი კაცით არის გარშემორტყმული და მუდმივად მის დაკეტვას ცდილობენ. მაინც ახერხებს კვარა და მაინც მოახერხებს სივრცეების მონახვას. გავიხსენოთ იუვენტუსთან როგორც ითამაშა, ან ლივერპულთან, აიაქსთან..
როცა გუნდი გახსნილ ფეხბურთს ეთამაშება კვარა მაგ დროს შეუჩერებელი ხდება.არ გვინდა ეს ძალით დაძაბული სიტუაციის შექმნა. მარიო რუიმ თუ არ გაუკეთა პასი, სამაგიეროდ თვითონ კვარამ გაუკეთა მარიო რუის ქუსლით პასი, რასაც ის ავტოგოლი მოჰყვა.
მოკლედ მე არ ვეთანხმები ამ შეთქმულების თეორიებს, რაც უკვე გადავღეჭეთ, გავიარეთ და ყოველი უგოლო თამაშის მერე ერთი და იგივეს გავიძახით.
სულ სამი წაგება აქვს გუნდს სერია ა ში და ბრწყინვალედ ატარებს მთელს სეზონს. ძალიან ცოტა თამაში დარჩა ოცნების ახდენამდე. ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისედაც არ ველი წელს და მაგაზე არც ვფიქრობ, მეოთხედ ფინალში გასვლაც დიდი მიღწევაა ნაპოლისთვის. ამ ტურნირზე გამოცდილება არც ჰქონიათ, პირველად გავიდნენ ისტორიაში მეოთხედფინალში, თუ უფრო წინ წავლენ და კვარას ოცნება ჩემპ. ლიგაზე ახდება ეგ ალბათ უკვე ოცნებაზე მეტიც იქნება მაგრამ მოლოდინებს არ ვიქმნი დიდად.
აი სკუდეტო სულ სხვა რამეა. რასთანაც ერთი ხელის გაწვდენაზეა გუნდი და თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, წელს ამ ოცნებას ერთად აიხდენს მთელი ქალაქი. ასევე კვარას გულშემატკივრები ვიქნებით უზომოდ ბედნიერები, რათქმაუნდა ყველას არ ვგულისხმობ, რადგან ზუსტად ვიცი ნამდვილი გულშემატკივარი ძალიან ცოტა ჰყავს კვარას :))
Skeleton
08 აპრილი 2023 14:53
6
მესამე რასპადორი იყო მილანთან წაგებულ მატჩში.
ამი
08 აპრილი 2023 13:44
0
რეალში რონალდოსთვის პასები რო არ მიეცათ ან ბარსაში მესი რო დაეიგნორებინათ რა საინტერესო სანახავი იქნებოდა არა?
აგერ მოვესწარით ანალოგიურ სიტოაციას, მემგონი ისტორიას არ ახსოვს ესეთი რამ.
მეგრელი
08 აპრილი 2023 13:04
3
მე ვფიქრობ ძალები დაზოგა ნაპოლიმ რადგან მთლიანად ლიგაზე არიან მძიმე იყო თამაშო თუ მჩატე ამას სკედეტო რო დაიდება არავინ გაიხსენებს ...დაზოგა ძალები და ნაპოლის ხვიჩას გაბრწყინება დარწმუნებული ვარ ლიგაზეა მთლიანად გადართული .
dato
08 აპრილი 2023 12:17
5
დი ლორენცო, კიმი, კვარაცხელია და ოსიმენი. ამათ გარეშე ნაპოლი ერთი უვარგისი გუნდია, აქ ბევრს წერენ პასებზე. არა კი არა ვერ აძლევენ, იმიტომ რომ ეგოისტები არიან. გადაახვიეთ და ნახეთ, რატომ მიიღო ტრავმა სიმეონემ, ამ დროს ყოველგვარი დაძაბვის გარეშე ხვიჩასთვის რომ გადაეწოდებინა, ერთი ერთზე რჩებოდა. იგივე გააკეთა მარიო რუიმ, ისიც მოჩეხეს და გადარჩა, ამ დროს ხვიჩასთვის რომ გადაეწოდებინა, მეკარის პირისპირ გადიოდა. თუ არ ვცდებდი, იყო კიდევ მესამე მსგავსი შემთხვევა, მაშინ ვინ იღორა არ მახსოვს. მოკლედ სპალეტი იმედია კარგად გაარჩევს ამ მატჩს და ამ მართლა ღორებს შესვამს შამფურზე:) მასე ღორობდა პოლიტანო, სანამ რამდენიმე მატჩი სკამი არ ახეხინა და როცა შემოუშვა მინდორზე, სულ აქეთ იქით ისროდა გადაცემებს:)
ირაკლი
08 აპრილი 2023 12:04
5
სპაელეტიმ თუ არ დაალაგა ეს სიტუაცია გუნდი მაგარი არეულია .
vova
08 აპრილი 2023 12:23
1
რომ გვეშინია ამ მილანის ეგერ ემპოლის ვერ მოუგეს…გადავუვლით კატოკივით!მერე ნახევარ ფინალში ინტერთან გაგვიჭირდება მხიტარიანს ძაან უნდა ლიგის მოგება მარა მაინც გავალთ ფინალში და აი მანდ წავაგებთ სიტისთან ჰოლანდი აწევს თასს!მაგრამ ხვიჩასთვის მაინც მაგარია პირველივე სეზონში სკუდეტო და ლიგის ფინალი!ა ხო დისლაიქებს არ ვართ!
შახრუდინი
08 აპრილი 2023 11:29
14
აუ მხითარიანს თუ უნდა მაშინ მაგას რა გააჩერებს :)))
H
08 აპრილი 2023 13:09
1
შემადგენლობა ნახე ნახევარი გუნდი არ ათამაშა ლეაოთი დაწყებული მცველებით დამთავრებული
Soso
08 აპრილი 2023 11:51
1
ყველა გამოხმაურება
ასე არ ხდება, რომ უცებ, ლამის მთელი გუნდი ვეღარ თამაშობს. თან გუნდი, რომელიც ასე დიდი ჰანდიკაპითაა წინ.
ვერც იმას ვიტყვი, რომ სპალეტის მილანის ყურადღების მოდუნება უნდა და არ ათამაშებსო. მილანში ბრიყვები არ არიან და ნაპოლის ბოლო ორი თამაშის გამო შეცდომაში არ შევლენ.
შესაძლოა, სპალეტის დავალება იყო, მაქსიმალურულად ძალების დაზოგვით, ტრავმების არმიღებით, მიეღწიათ შედეგისთვის.
მართლა და მართლა, თავქუდმოგლეჯილი ხომ არ ირბენდნენ? ხუთ დღეში, სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ელით.
მიშა
08 აპრილი 2023 11:24
3
Ra caiget tvini saqartvelos nakrebhic aravin adzkevda pass norwegiastan? Sul ro ar adzkevdnen passs main unda angrevdes yvelafers es cucuni ubadruki adamianis chvev
Lasha
08 აპრილი 2023 11:11
6
მე კი "ბებერი მელას" ოინები მგონია. "მილანთან" სულ სხვა "ნაპოლის" ვიხილავთ.
ეს აზრს მოკლებული "რასპასოვკაც" სპალეტის ამბებია.
პიოლის ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება საბრძოლო სულისკვეთების ასაწევად. ობიექტურად ნეაპოლში "მილანმა" ითამაშა წლის საუკეთესო მატჩი, რაშიც "ნაპოლიმ" მაგრად შეუწყო ხელი. მასეთი იდენფერენტული "ნაპოლი" არ მახსოვს ამ სეზონში. ბოლო-ბოლო დი ლორენცოს მაინც უნდა ეთამაშა, ეგ ხომ მეომარია!
"ბებერი მელაკუდას" ამბებია ეგ ყველაფერი!!!
G.A.L.
08 აპრილი 2023 10:39
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული