"მილანთან" დაპირისპირებამდე "ნაპოლიმ" "ლეჩეს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 29-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ლეჩე“ 2:1 დაამარცხა.

„მილანთან“ განადგურების შემდეგ „ნაპოლისთვის“ გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო, თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, პირველი მომენტი კი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც მალეს დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. სტუმრებმა პირველივე შანსი გამოიყენეს - ფალკონეს კარი თავით დი ლორენცომ დალაშქრა. შემდეგ ლოსანოს ფალკონემ არ გაატანინა. კვარაცხელია აქტიური იყო, ხანდახან ცენტრში იწევდა, ლოსანო ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა.

მეორე ტაიმი „ლეჩემ“ უკეთ დაიწყო და დი ფრანჩესკომ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ნეაპოლელები გალოს ავტოგოლით ისევ წინ გავიდნენ.
ნეაპოლელები მაღალ ტემპში ვერ უტევდნენ, ხვიჩას გადაცემებს უგვიანებდნენ, ამიტომ ბურთის მისაღებად პოზიციის შეცვლა უწევდა ხოლმე, ხოლო როდესაც რასპადორის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა სიმეონემ ტრავმა მიიღო, ქართველმა ფაქტიურად მისი ადგილი დაიკავა და 90+4-ე წუთზე შეცვალეს. ბოლოს "ლეჩე" მეკარე ფალკონესთან ერთად შტურმზე გადავიდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი მსაჯმა თამაში დაასრულა და "ნაპოლის" მესამე გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა.

„ნაპოლი“ 74 ქულით ლიდერია, 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „სან სიროზე“ მილანს“ დაუპირისპირდება, ხოლო 15 აპრილს ჩემპიონატზე „ვერონას“ უმასპინძლებს.

ლეჩე. „ვია დელ მარე“
ლეჩე - ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 დი ლორენცო (18), 1:1 დი ფრანჩესკო (52), 1:2 გალო (64, საკ. კარში)

alt"ნაპოლი" კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]

alt"ლეჩემ" წონასწორობა აღადგინა [VIDEO]

altერთი მუშტად შეკრული გუნდი - რა სთხოვა დი ლორენცომ გატანილი გოლის შემდეგ თანაგუნდელებს

alt"ჩვენ ნეაპოლელები არ ვართ" - ლეჩეს ფანები დე ლაურენტისსა და "ნაპოლის" მოთამაშეებს შეურაცხყოფას აყენებენ

altხვიჩა - დანიელე პეტროსო - ნეაპოლში დაბადებულ ბავშვს ხვიჩა დაარქვეს

altმიუხედავად გოლისა, სპალეტი უკმაყოფილოა - რას მოუწოდებს ტოსკანელი მოთამაშეებს

altკაპიტანმა "ნაპოლი" დააწინაურა - "პარტენოპეი" "ლეჩეს" ამარცხებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 46 /
კვარას სრული იგნორი ნეაპოლელთა მხრიდან
მალხო
07 აპრილი 2023 23:06
3
იმედია რუი გადავა სკამზე და ოლივერას დააყენებს მილანთან
რავი ანგისა ძაან "სხვაგანაა" ტიპი შენელებული კადრია, თითქოს ფეხზე კიდია თამაშიო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს(ნდომბელე ცალკე ლუზერობაა კიდე)
მარჯვენა ფლანგზე კიდე ვინ უნდა ინატრო ორივე ერთმანეთზე უარესები არიან
საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად თამაშობს ორივე და არა გუნდისთვის
და ასე არის უმეტესობა მათგანი, ოსიმენი, როცა იყო ამდენს კიდე ვერ ბედავდნენ
მოუნდათ დღეს ყველას გაბრწყინება და გოლის გატანა, ასეთი მიდგომა დაღუპავს გუნდს მილანთან. კვარა პირველ რიგში თანაგუნდელებს ყავდათ გამოთიშული ბიჭი ცენტრში შეიწია და იქ დაიწყო ხელების შლა აქა მაინც მომეცით პასიო. ხვიჩამ დროა გასახდელში "მიაკაჩავოს" პასის "ჟმოტები" თორე ასეთი "ბუნჩულობაც" არ ივარგებს ფაქტია მაგრად აიგნორებენ ეს ლუზერები. მინდა დავიჯერო ეს ორი მატჩი სპალეტის "სპექტაკლი" იყო თუ არა და ვაი ასეთ დაცვას და ცენტრს შეგვჭამს მილანი ასეთ უსუსურ უხერხემლო გუნდს და პირველი მატჩში განწირულის როლში ჩაგვაყენებს. როგორ მთელ გუნდს თამაში დაავიწყდა ტო? ეს ასე არ ხდება.
Charley
08 აპრილი 2023 00:09
3
ხვიჩა კიარუნდა ,,აკაჩავებდეს" შტერ თანაგუნდელებს, მწვრთნელი უნდა ხედავდეს და აკეთბდეს იმას, რაც მისი მოვალეობაა.
რატი
08 აპრილი 2023 01:54
0
კიი ამას დიდიხანია ძალიან ბევრი ვიძახით ვგრძნობთ და ვხედავთ უკვე აშკარაა მისი იგნორირება მთელი ამ ხნის განმავლობაში და უკვე ხმა აქვს ამოსაღები და რუიან ზელინსკიანად რამლდენიმეს უნდა შეკურთხება ქართულად ძაან თავ....ლად იქცევიან უკვე დიდიხანია! აიი ლოზანო კიდეე იმენნნა ხურუშიანია მერამდენედ უკვე თან!
T.q
08 აპრილი 2023 00:58
0
ნაპოლი ათი კაცით თამაშობდა.ხვიჩა ზედმეტად ჩათვალეს ამ ახვრებმა.
მილანთან გაუჭირდებათ ასეთი თამაშ ით.
ჯუჯი
08 აპრილი 2023 00:00
1
დღეს გამოჩნდა რომ ხვიჩასავიდ სწრაფად ვერავინ აზროვნებს. ხვიჩა სულსხვა დონეა
muro
07 აპრილი 2023 23:25
1
აშკარად მოუკლო ნაპოლიმ ბოლო თამაშებია.
ალბათ ფსიქოლოგიური უფროა.ჩემპიონები პრინციპში არიან.
ნუ კვარაცხელიაზე რომ არ ტამაშობენ ამას დიდი ფეხბურთის მცოდნეობაც არ უნდა რომ დაინახო.
როგორც ჩანს არც სპალეტის აქვს მონახაზში რომ ხვიჩაზე მეტი პასი მიდიოდეს,თორემ მიუთითებდა გუნდს აქამდე....
Lobotka
07 აპრილი 2023 23:35
1
მდააა.. საერთოდ დაესვენებინა კვარა არ ჯობდა, მეზობლის ბავშვივით არის კუთხეში. იმას ამჩნევენ მაინც და შემოდიო ეუბნებიან და ეს თითქოს უჩინმაჩინია, არ ჩანს ვითომ მოედანზე.. 10 კაცი ერთდროულად დაბრმავდა რომ პასი არ მისცენ.. როცა აძლევენ და 3 კაცი ზედ რომ აზის. გუნდს რაც შეეხება ერთი სიტყვით შეიძლება შეფასება - დგანან. აი რატომ დგანან და ეზარებათ თამაში არ ვიცი, სპალეტის ხრიკებია, გადაიღალნენ, მოტივაცია აღარ აქვთ თუ რაშია საქმე ერთი ფედელეს ეცოდინება ალბათ..
ალექს
07 აპრილი 2023 23:20
2
ამ გუნდს 33 წელია არ მოუგია სკუდეტო და არც სხვა ტიტულებითაა მაინცდამაინც განებივრებული.
დავიჯრო ჰამშიკი, კავანი და სხვანი რომ ჰყავთ ლეგენდებად, იმათ დროს წაგებული თამაშები არ ჰქონდა ნაპოლის? რატომ არის ტრაგედია რთული თამაშები, მაშინ როდესაც გუნდი თითქმის პლიუს 20 ქულითაა წინ?!
მეტიჩრობას და უკუდო ამპარტავნობას ჰგავს ეს ყველაფერი. ნეაპოლელების მხრიდანაც და ჩვენი მხრიდან ხომ საერთოდ.
რომელიმე გუნდი ყოფილა, რომელსაც ან წაგების გარეშე ან რთულად გადასალახი მეტოქეების გარეშე მოუგიათ ტიტულები? მაშინ რა აზრი აქვს ეგეთ თამაშებს?
ნაპოლიმ ხვიჩას უდიდესი ძალისხმევით მოახერხა ის, რომ პირველივე ტურიდან აკრიფა ქულები, მიუხედავად იმისა, რომ ფიორენტინასთან და ლეჩესთან დასაწყისშივე დაკარგა.
ისეთი შედეგიანი თამაშები დადო და ისეთი სანახაობრივი, რომ წესით ნამუსი უნდა ეყოს გულშემატკივარს და რთული მოგების მერე თავის გუნდს არ უნდა ეუბნებოდეს ეს რა ცუდად ითამაშეთო.
ლეჩესთან საერთოდ ფრეს ველოდი დღეს, თუმცა ძალიან კარგია სამი ქულა რომ წამოიღეს.
გულშემატკივარი ისეთი ხისთავიანი არ უნდა იყოს, თავისი გუნდისგან რთული თამაშები ვერ აიტანოს. როდის იყვნენ ასე განებივრებული ?
ისე იქცევიან, თითქოს ყოველ წელს სკუდეტო ხელის გულზე ედოთ და ახლა მილანთან წაგებით თუ ლეჩესთან რთული მოგებით ყველაფერი დაკარგეს.
სასაცილოა ეს მდგომარეობა. უდიდეს მადლობას უნდა უხდიდნენ თავიანთ ფეხბურთელებს და განსაკუთრებით ხვიჩას, რადგან უდიდესი გარდაქმნა მოახდინა გუნდში.
სიმეონეს დასცინოდნენ დღეს, ისედაც ცოტა დრო ეძლევა, გამოვიდა და ტრავმა მიიღო, მას უნდოდა ეგრე რომ მომხდარიყო? იციან საერთოდ რთულია ეგ მდგომარეობა?გულშეატკივარი გვერდით უნდა დაუდგეს თუ დასცინოს? როცა ითამაშა ყოველთვის კარგად ითამაშა სიმეონემ.
წარმოდგენაც არმინდა კვარას ერთი ფეხის დაცდენაზე რასაც გაუკეთებენ და ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ჩვენებიც აჰყვებიან.
სირცხვილია, ასე მოქცევა!
Skeleton
07 აპრილი 2023 23:58
6
Skeleton-არავინ აკნინებს ნაპოლის ( ნამდვილ გულშემატკივრებს ვგულისხმობ) ,მაგრამ აშკარაა რომ გუნდმა უკლო თამაშს, ბევრი შეცდომები მოსდით. მე პირადად მეშინია მილანის. ასეთი თამაშით მილანს ვერ მოუგებენ. მიუხედავად იმისა რომ დღეს მილანმა ვერ მოიგო უფრო ლაღად თამაშობენ. უფრო სწორად ათამაშდნენ. თან ლეაო და ჟირუმ ბოლო 30წუთი ითამაშეს. ოსიმენი გვჭირდება აუცილებლად. ხვიჩას ვერ ამჩნევენ თუ არ იმჩნევენ ეს ფაქტია. მინდა ყოველთვის ვიყო ობიექტური, მაგრამ ვხედავ რომ ბევრ მომენტში გახსნილია და პასს არ აძლევენ. არ მინდა ვიფიქრო რომ მისი შურთ. ეს პრობლემა სპალეტიმ უნდა მოაგვაროს. არც ინტერვიუებში ამბობს რომ ეს ასეა. შური და ბოღმა რომ იყოს, მის გატანილ გოლებზე ასე გულრწფელად არ მოულოცავდნენ. რა ვიცი მე ასე ვფიქრობ.
დავით 67
08 აპრილი 2023 02:35
3
ხშირად გამოჩნდი ხოლმე მეგობარო!!!:))) გეთანხმები!!! ყველაფერი კარგადაა!!! ფორცა კვარა!!! ფორცა ნაპოლი!!!
Skeleton-ს გულშემატკივარი
08 აპრილი 2023 00:20
5
ყველა გამოხმაურება
ვერ გავიგე რა ხდება, გუნდური თამაში 0. ვერ ვხვდები ეს რაარის საერთოდ ბოღმა, სიბრიყვე თუ განხეთქილება. ხვიჩას არასდროს არ აძლევენ პასს, მაგრამ დღეს რაც იყო სამარცხვინოა. ანგისა, ელმასი და რუი საერთოდ არუნდა გააკარო განაცხადს. ხვიჩა, ლობოტკა, ოსიმენი, ეს 3 ფეხბურთელია ნაპოლის სულიც, გულიც და ყველაფერი. სპალეტის უბრალოდ გაუმართლა ხვიჩა და ოსიმენი რომ თავად ქმნიან მომენტებს, თორემ სპალეტის არაფერი ჩანაფიქრი და გენიოსობა აქ არაა. ერთი ჩვეულებრივი გუნდი, საშუალო დონის მწვრთნელით და 2 გენიოსით.
დათო
07 აპრილი 2023 23:52
1
არა ძმაო, ასეთი მაგარი სეზონი აქვს გუნდს და ეხლა რა დროს კრიზისია, მთავარი თამაშები იწყება ლიგაზე, ეხლა უნდა გაეგიჟებინათ თავები. ხვიჩას კი შეგნებულად არ იმჩნევენ, ასე ჩანს ეკრანიდან და რა ვიცი. რაც რამე ქნა, ან თავისი სიგიჟით, ან ოსის დახმარებით. ბოღმაა თუ სხვა რამე, არ ვიცი, მაგრამ ესე ძალიან ცოდოა ბიჭი. ამ ზუნგლიანების დასაჩაგრი ვინაა? ბიჭი მივიდა, ოსიმენიც აათამაშა, თვოთონაც თავი გაიგიჟა, სკუდეტო დაუდო, საოცნებო რომ ჰქონდათ, და იმის მაგივრად ფეხები უკოცნონ, ვითომც არ არის მინდორზე. არ ვიცი, ვითომ მე ვარ ტენდენციური? არასწორად მეჩვენება? ბიდიშს მოვიხდი, მაგრამ ოსიმენი შარშანაც მანდ არ იყო? რა ვიცი აბა...
ლევანი
07 აპრილი 2023 23:53
3
კვარას პასს არავინ აძლევს , არ მინდა დავიჯერო რომ ამას სპეციალურად აკეთებენ.

სტატისტიკურად ხვიჩა, სამი დრიბლინგიდან ორ საგოლე მომენტს ქმნის . ასეთი შედეგიანი მოთამაშის საკუთარი გუნდელებისგან განეიტრალება , ცოტა არ იყოს უცნაურია.

ვფიქრობ რომ დროა, ხვიჩამ თავად ისაუბროს შიდა სამზარეულოში ამ საკითხზე, რადგან ფაქტია რომ სპალეტი არაფერს აკეთებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

წარმატებები ჩვენებურს

ფეხბურთი
08 აპრილი 2023 01:30
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული