გამოცემის თანახმად, ღამურები "მამარდას" სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ.
შეგახსენებთ, ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიორგის შეძენით ყველაზე მეტად "ლესტერია" დაინტერესებული, ასევე მისთვის "პორტუ", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" იბრძოლებენ.
მამარდაშვილის "ვალენსია" ლა ლიგაში დასარჩენად იბრძვის. "ღამურები" ჩემპიონატში 27 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფებიან. რუბენ ბარახას გაწვრთნილი გუნდი 9 აპრილს "ალმერიას" ესტუმრება.
რომანო: მამარდაშვილისთვის "ლესტერი" დაწინაურდა - მეკარის მენეჯერი "სტემფორდ ბრიჯზე"