მამარდაშვილით კიდევ ერთი ინგლისური კლუბი დაინტერესდა - "ვალენსიამ" თანხა დაასახელა

AutoSharing Option
"ლიდს იუნაიტედი" "ვალენსიას" მეკარით გიორგი მამარდაშვილით დაინტერესდა. ამის შესახებ Fichajes-ი იტყობინება. წყაროს ცნობით, ბრიტანული კლუბი ქართველის თამაშებს ყურადღებით აკვირდება.

გამოცემის თანახმად, ღამურები "მამარდას" სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ.

შეგახსენებთ, ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიორგის შეძენით ყველაზე მეტად "ლესტერია" დაინტერესებული, ასევე მისთვის "პორტუ", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" იბრძოლებენ.

მამარდაშვილის "ვალენსია" ლა ლიგაში დასარჩენად იბრძვის. "ღამურები" ჩემპიონატში 27 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფებიან. რუბენ ბარახას გაწვრთნილი გუნდი 9 აპრილს "ალმერიას" ესტუმრება.

altრომანო: მამარდაშვილისთვის "ლესტერი" დაწინაურდა - მეკარის მენეჯერი "სტემფორდ ბრიჯზე"

alttodofichajes: მამარდაშვილი

"ატლეტიკოში" ობლაკის ნაცვლად - ქართველი "ვალენსიას" მორევში ერთადერთია, რომელიც გუნდის გადარჩენას ახერხებს

alt"მარტივად დასამარცხებელი არავისთვის ვიქნებით... დროა, ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ!" - მამარდაშვილი ნორვეგიასთან მატჩის წინ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ლესტერი და რა ლიდსი ამათ თავი ხოარ ტკივათ.მაგას ჯობია ვალენსიაში დარჩეს
sinsilo
13:24 08-04-2023
9
35 მილიონი ეცოტავებათ და 40 მოითხოვეს!გახსოვთ საიდან დაიწყო მამარდას ვალენსიაში გადასცვლის ისტორია?თბილისის ლოკომოტივმა ჯერ მოსკოვის დინამო გამოაგდო,მერე კი,გრადანასტან დამარცხდა,თუმცა მამარდამ,ყველგან ისე ითამაშა,ხშირად დღესაც რომ ვერ თამაშობს.იგერიებდა ყველას და ყველაფერს,რისი აღებაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა.ვალენსიამაც დინამოს,მის მფლობელს,800 000 შესთავაზა,ხოლო თუ ახალი წლის იქით გადასწევდენენ მის აყვანას,მილიონამდე იზრდებოდა თანხა.მთელი შემოდგომა,ესპანეთი მამარდაზე ლაპარაკობდა,მაგრამ დინამომ,თანხის მომატებაზე კრინტის დაძვრაც კი ვერ გაბედა.ემანდ უარი არ თქვანო.რა თქმა უნდა მამარდა დღეს გაცილებით უკეთესი მეკარეა,მაგრამ 800 000 და 40 მილიონი,უფრო დიდი სხვაობაა.ნათქვამია:"ტაშტი გატყდა,ხმა გავარდაო!განა მართლა ტაშტი გატყდა,მაგრამ ხმა გავარდაო!"აქაც ასეა,მოსკოვის დინამოსთან რომ მაშინ მკვდარი ბურთები აიღო,ესპანეთში იმდენი და ისეთი,არასდროს აუღია,მაგრამ იქ ესპანეთია,ხმა გავარდა და ფასიც ავარდა. რა გამოდის?"ვალენსიას ფქვილი,დინამოს კი ხრილიო".ჩვენთან მოდაშია რომან ფიფიას გინება,მაგრამ მთელი ნაკრები,მისი აკადემიის გაზრდილებით ევსება და პირადი გამორჩენის გამო,ეს კაცი,ხელს არავის უშლის გუნდიდან წასვლაში.დინამოს რაც სჭირს ეს სათქმელია და მევ ყოველთვის ვამბობ,მაგრამ რასაც კარგს აკეთებს,ესეც თუ არ დავუნახეთ და დავუფასეთ,მანაც შეიძლება ხელი ჩაიქნიოს.პოლიტიკაშიც და სპორტშიც,მოგვდგავს,ნაბან წყალს,ბავშვსაც გადავაყოლებთ ხოლმე.არადა ხომ შეიძლება ავწონ დავწონოთ და შეფასება მერე გავაკეთოთ?მაშინ არც ამდენი ლანძღვა გინება და ნერვების წყვეტა გვექნება და საქმეც უკეთესად წაგვივა.
სოსო
13:10 08-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული