საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურში "ბორდომ" სახლში "ბასტიას" 2:0 სძლია.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+4-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
"ბორდო" 56 ქულით მეორე ადგილზეა და 15 აპრილს სტუმრად "მეცს" შეხვდება, რომელიც დღეს სტუმრად "პოს" დაუპირისპირდება.
ბორდო. "მატმიუტ-ატლანტიკი"
ბორდო - ბასტია 2:0
გოლები: 1:0 მაჯა (37, პენ), 2:1 ფრანსერჟიო (48)
გაძევება: ბოკელე (90+1, ბორდო), ალფარელა (90, ბასტია)