სერია A-ს 29-ე ტურში "კრემონეზემ" გასვლაზე "სამპდორია" 3:2 დაამარცხა, სტუმართა გუნდის ქართველმა ლეგიონერმა ლუკა ლოჩოშვილმა კი სადებიუტო გოლი გაიტანა.
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, 85-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კომპენსირებულ დროში სერნიკოლამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ლუკამ ჩემპიონატზე ჩატარებულ მე-18 მატჩში მოახერხა პირველი გოლის გატანა. კახა კალაძის, ლევან მჭედლიძის და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ის მეოთხე ქართველია, რომელმაც იტალიის პირველობაზე გოლი გაიტანა.
"კრემონეზემ" მიმდინარე ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, 16 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და 14 აპრილს "ემპოლის" უმასპინძლებს.
გენუა. "ლუიჯი ფერარისი"
სამპდორია - კრემონეზე 2:3
გოლები: 1:0 ლერისი (15), 1:1 გილიონე (35), 2:1 ლამერსი (66), 2:2 ლოჩოშვილი (85), 2:3 სერნიკოლა (90+5)