თუკი ხვიჩა ვიქტორს შეცვლის - კვარაცხელია ანრის გზაზე თუ ბესტის სტილში?

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენი "მილანთან" თამაშს თუ შეძლებს, ამას ზუსტად ალბათ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გავიგებთ. ჯოვანი სიმეონემაც ტრავმა მიიღო და არ გვასვენებს იმაზე ფიქრი, რომ ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, ახალ ამპლუაში ვიხილოთ და მილანელებთან ჩემპიონთა ლიგაზე ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოგვევლინოს. ამას სერია "ა"-ს უკანასკნელ ტურში ნანახი ამბავი გვაფიქრებინებს. "კვარა" ძალიან მაღალი დონის გარემარბია, თუმცა მწვრთნელებს სჩვევიათ, ზოგჯერ არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღონ და ესა თუ ის ფეხბურთელი შეცვლილი ამპლუით უკეთესი გახადონ. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ახლა ნეაპოლელებს სხვა სირთულეებს გაუჩენთ, რადგან გამწვავებელი პასები ბოლო
დროს გუნდს ხვიჩას გარეშე ძალიან უჭირს.

Sportall.Ge

ტიერი ანრი

ასეთ შემთხვევებზე, პირველ რიგში, მაინც არსენ ვენგერი უნდა გაგვახსენდეს. ტურინის "იუვენტუსიდან" ლონდონის "არსენალში" გადაბარგებული ფრანგი ტიერი ანრი თანამემამულე მწვრთნელისთვის იმის თქმას აპირებდა, რომ უკან დაებრუნებინათ. ლეგენდარული ანრის უკმაყოფილებას ის იწვევდა, რომ ფლანგიდან ცენტრში გადაიყვანეს, სასტარტო 7 მატჩში კი გოლი ვერ გაიტანა. ბევრს არ ვიტყვით, უბრალოდ ეს ის ტიერია, რომელმაც ლონდონელთა მეტოქეების კარი 228-ჯერ აიღო და ამ ქალაქის ნამდვილ მეფედ იქცა.

მეორე ისტორიაც ვენგერს უკავშირდება. რობინ ვან პერსი ნიდერლანდებში ფორვარდად გამოდიოდა, უფრო მეტად კი გარემარბთან ასოცირდებოდა. "არსენალში" თამაშისას კი ის, როგორც ცივსისხლიანი თავდამსხმელი გახდა. მან ასევე, "ათიანის" თვისებებიც გამოავლინა და ძალიან საინტერესო კარიერა ჰქონდა. მწვრთნელის როლი ზოგჯერ მართლაც განუზომლად დიდია.

Sportall.Ge

ჯორჯ ბესტი

ასაკთან ერთად, ფლანგიდან შუაში შეწევა ცოტა სხვა ფენომენია, რომლის კლასიკური მაგალითი კრიშტიანო რონალდოა. ამავდროულად, არაერთი მაღალი დონის გარემარბი ვიცით, რომელთაც პოზიცია არასდროს შეუცლიათ - გარინჩა, ფრანსისკო ხენტო, ლუის ფიგუ, ისევ "არსენალელი" რობერ პირესი თუ ჯორჯ ბესტი, რომლის სტილსაც ასე ამსგავსებენ ხვიჩას სათამაშო მანერას (და არამც და არამც ბესტის ცხოვრების წესს) - დრიბლინგები, გოლის გატანის უნარი, ორივე ფეხით თანაბრად თამაში...  "კვარას" წინ დიდი კარიერა აქვს და მართლაც საინტერესოა, რა გაგრძელება მოჰყვება, სხვა მწვრთნელი თუ კლუბი უფრო სად დაინახავს მას.

Sportall.Ge

პელე და გარინჩა

"ნაპოლის" ნსგავსი ისტორია თავადაც. აქვს, როცა დრის მერტენსი ე.წ. ცრუფორვარდის პოზიციაზე ძალიან შედეგიანად ათამაშდა. თავდაპირველად, მისი აქ გამოჩენაც იძულებითი იყო. 

შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მთავარი აფიშა "სიტისა" და "ბაიერნის" წყვილია, თუმცა ჩვენ იტალიურ დაპირისპირებაზე ვმსჯელობთ. "სან სიროზე" გუნდები ოთხშაბათს, 12 აპრილს ითამაშებენ.

altოსიმენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის - იტალიური გამოცემა ახალ დეტალებზე საუბრობს

altკვარაცხელია, როგორც ბონუსი და პარტნიორების "დაიგნორება" "ნაპოლიში"...

მკითხველის კომენტარები / 21 /
სიამოვნებით ვიხილავდი კვარას 10-იანზე.
ჯიჯი
11 აპრილი 2023 00:33
3
როგორ არ დაიღალეთ ამ ჭორაობით.... დაელოდეთ თამაშს
რეზო
10 აპრილი 2023 23:07
6
ხვიჩას მინდა ვუთხრა: ამ პატარა ბიჭს, ამ უსაყვარლეს კაცს :) ჩემო ძმაო და ჩემო უჯიგრესო ადამიანო, უნიჭიერესო და კარგო კაცო. სუფთა ადამიანო. მილანი არ ვიცი მე, შენ თითქოს უხილავი ძალები გაძლევენ აღმაფრენას, მჯერა შენი და არ ინერვიულო ზედმეტად, უბრალოდ იცოდე ის, რომ რადგან ჩვები ქვეყანა აავსე სიამაყით და სიხარულით, ეს სამყაროშიც კი არ დაიკარგება არასდროს. არ დაემსგავსო მამაძაღლებს, კორუმპირებულ ვირისშვილებს, ჩინოვნიკებს. განვითარდი და გაიხარე! ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ძალიან გაფასებ, ძალიან მეიმედები უბრალოდ უკვე იმითი რაც ხარ. არ უსმინო ვირისშვილევს. ყველანაირი წნეხისნგარეშე ითამაშე, შენთან ვართ! მადლობა კვარა, მჯერა შენი მეგობარო. შენ პრინციპულობას, შრომას, სილაღეს, ენთუზიაზმს, მეგობრულობას, თავმდაბლობას, ბავშვურობას და სიმართლეს გაუმარჯოს!ეხლა ვსვამ , მიხვდებოდი და :))) ვამაყიბ რომ ქართველები ვართ ☀️ არ დსგიმალავ, მგონი არც მე ვარ ჯაბანი, იმედია ))))))
კაპიტან გარდენბურგი
10 აპრილი 2023 22:33
1
Giertdebi yvelafershi
Mamadzagli
11 აპრილი 2023 00:23
1
დაახლოებით ნახევარი საათის წინ,კრისტალსპორტზე დაიწერა,რასპადორიც ტრავმირებულიაო!გამოდის ცენტრში,ძალიან გამოუცდელი ძერბინიღა ჰყავთ,ცენტრში სათამაშოდ.ვარჯიშზე ცრუცხრიანზე ავარჯიშესო კვარა და თუ ოსიმენი ვერ გამოჯანმრთელდა,სავარაუდოდ,სწორედ ხვიჩა იქნება,შეტევის ცენტრში.
სოსო
10 აპრილი 2023 22:26
1
ხვიჩა ოსიმენს ვერ შეცვლის, იმიტომ რომ პასის მიმცემი არავინ ეყოლება, მეორე ხვიჩას თუ დაამატებენ მაშინ კი ბატონო!
სააკაძე
10 აპრილი 2023 22:06
1
სპალეტი დაცვას მიხედე, დაცვას!!!
არაა ეს ის მილანი, ამ ნაპოლის რომ უნდა უგებდეს, მაინც მგონია რომ გადამწყვეტი დაცვის თამაში იქნება.
ხვიჩას კიდე მეტი თავისუფლება უნდა მისცეს, რაღაც ნამეტანი ბევრ პასს იძლევა
ზურა
10 აპრილი 2023 20:49
4
კვარას აფეთქების დროა რთულად მოჩანს ყველაფერი ოსიმენის გარეშე მოტივაცია არ აკლია მაგრამ ამათ ხელში თუ პასს არ მიცემენ რა უნდა ქნას თვითონ უნდა მოიგონოს რაღაც განსაკუთრებული forza kvara
Rt
10 აპრილი 2023 19:55
1
საერთოდ ხვიჩას დრიბლინგის პატრონი და ის რომ ორივე ფეხით ურტავს კარში ცენტრში უნდა თამაშობდეს. დღეს მის დასაკეტად ორ კაცს იყენებენ, ერთი ფრთისკე დგას, მეორე კი ცენტრისკენ, რადგან თამაში ამ ორი მიმართულებით უნდა გაგრძელდეს. თუ ცენტრში დადგება იქ უკვე თამაშის სამი მიმართულებით გაგრძელება შეიძლება და სამი მცველი იქნება საჭორო მის დასაკეტად,ანუ ხვიჩა უნდა იყოს მოხეტიალე ფორვარდის პოზიციაზე.
ჟორა
10 აპრილი 2023 19:39
2
ხვიჩას და ოსიმენის გარეშე ნაპოლი არის ნული.
დათო
10 აპრილი 2023 18:55
3
ოსიმენის გარეშე ნაპოლი არის ნული .
დათო s
11 აპრილი 2023 02:19
2
თუ ოსიმენი ვერ შეძლებს თამაშს,ხვიჩა დააყენეთ მის პოზიციაზე,მარცხნივ ელმასი,მარჯვნივ ლოსანო,ლობოტკაც და ზელინსკი შუაში,დანარჩენები როგორც გინდათ და მოვიგებთ რამენაირად მილანში,ოღონდ დაცვამ თავი უნდა გადადოს,სხვანაირად გაჭირდება!
ზაზა
10 აპრილი 2023 18:52
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული