ტიერი ანრი
ასეთ შემთხვევებზე, პირველ რიგში, მაინც არსენ ვენგერი უნდა გაგვახსენდეს. ტურინის "იუვენტუსიდან" ლონდონის "არსენალში" გადაბარგებული ფრანგი ტიერი ანრი თანამემამულე მწვრთნელისთვის იმის თქმას აპირებდა, რომ უკან დაებრუნებინათ. ლეგენდარული ანრის უკმაყოფილებას ის იწვევდა, რომ ფლანგიდან ცენტრში გადაიყვანეს, სასტარტო 7 მატჩში კი გოლი ვერ გაიტანა. ბევრს არ ვიტყვით, უბრალოდ ეს ის ტიერია, რომელმაც ლონდონელთა მეტოქეების კარი 228-ჯერ აიღო და ამ ქალაქის ნამდვილ მეფედ იქცა.
მეორე ისტორიაც ვენგერს უკავშირდება. რობინ ვან პერსი ნიდერლანდებში ფორვარდად გამოდიოდა, უფრო მეტად კი გარემარბთან ასოცირდებოდა. "არსენალში" თამაშისას კი ის, როგორც ცივსისხლიანი თავდამსხმელი გახდა. მან ასევე, "ათიანის" თვისებებიც გამოავლინა და ძალიან საინტერესო კარიერა ჰქონდა. მწვრთნელის როლი ზოგჯერ მართლაც განუზომლად დიდია.
ჯორჯ ბესტი
ასაკთან ერთად, ფლანგიდან შუაში შეწევა ცოტა სხვა ფენომენია, რომლის კლასიკური მაგალითი კრიშტიანო რონალდოა. ამავდროულად, არაერთი მაღალი დონის გარემარბი ვიცით, რომელთაც პოზიცია არასდროს შეუცლიათ - გარინჩა, ფრანსისკო ხენტო, ლუის ფიგუ, ისევ "არსენალელი" რობერ პირესი თუ ჯორჯ ბესტი, რომლის სტილსაც ასე ამსგავსებენ ხვიჩას სათამაშო მანერას (და არამც და არამც ბესტის ცხოვრების წესს) - დრიბლინგები, გოლის გატანის უნარი, ორივე ფეხით თანაბრად თამაში... "კვარას" წინ დიდი კარიერა აქვს და მართლაც საინტერესოა, რა გაგრძელება მოჰყვება, სხვა მწვრთნელი თუ კლუბი უფრო სად დაინახავს მას.
პელე და გარინჩა
"ნაპოლის" ნსგავსი ისტორია თავადაც. აქვს, როცა დრის მერტენსი ე.წ. ცრუფორვარდის პოზიციაზე ძალიან შედეგიანად ათამაშდა. თავდაპირველად, მისი აქ გამოჩენაც იძულებითი იყო.
შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მთავარი აფიშა "სიტისა" და "ბაიერნის" წყვილია, თუმცა ჩვენ იტალიურ დაპირისპირებაზე ვმსჯელობთ. "სან სიროზე" გუნდები ოთხშაბათს, 12 აპრილს ითამაშებენ.
შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მთავარი აფიშა "სიტისა" და "ბაიერნის" წყვილია, თუმცა ჩვენ იტალიურ დაპირისპირებაზე ვმსჯელობთ. "სან სიროზე" გუნდები ოთხშაბათს, 12 აპრილს ითამაშებენ.
ოსიმენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის - იტალიური გამოცემა ახალ დეტალებზე საუბრობს
კვარაცხელია, როგორც ბონუსი და პარტნიორების "დაიგნორება" "ნაპოლიში"...
არაა ეს ის მილანი, ამ ნაპოლის რომ უნდა უგებდეს, მაინც მგონია რომ გადამწყვეტი დაცვის თამაში იქნება.
ხვიჩას კიდე მეტი თავისუფლება უნდა მისცეს, რაღაც ნამეტანი ბევრ პასს იძლევა