"ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მის შესაძლებლობას აღემატება" - დელ პიერომ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ, "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა "პარტენოპეიმ" "როსონერის" სიახლე უნდა შესთავაზოს.

"მისი სათამაშო სტილი ძალიან მომწონს. თავისუფლად აზროვნებს და ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება. ზოგჯერ ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება.

"ნაპოლისთვის" სამწუხაროდ, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე იტალიურ გუნდს ხვდებიან. ეს ცუდია, რადგან "მილანიც" და "ინტერიც" მათ სათამაშო სტილს კარგად იცნობენ. სპალეტის გუნდს "როსონერისთან" წარმატების მისაღწევად ახალი იარაღის გამოყენება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამარჯვება რთული იქნება" - განაცხადა დელ პიერომ.

შეგახსენებთ,
"მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება დღეს, 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"ნაპოლის" რაღაც აკლია" - დელ პიერომ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

altდელ პიერო ხვიჩაზე: ესაა ადამიანი-დრიბლინგი, რომელსაც აქვს ძრავა, ტექნიკა, სიმამაცე და თავხედობა

alt"ფრთხილად, ევროპული ფეხბურთის სათამაშოდაა დაბადებული" - დელ პიერო ხვიჩას აფასებს

მკითხველის კომენტარები / 5 /
აბა დელ პიეროს როგორ არ დავეთაბხმო
თენგო
17:48 12-04-2023
1
პირდაპირ არ ამბობენ მაგრამ გულისხმობენ ქართველია და ამდენს ვერ უნდა აქეტებდესო, აბა რას ნიშნავს მის შესაძლებლობებს აღემატებაო? ე.ი რახან საფეხბურთო ქვეყნიდან არაა უკვირთ, როგორ შეიძლება დიდი შესაძლებლობები ქონდესო.D
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული