"ორივე ფანტასტიკური ფეხბურთელია, თუმცა განსხვავებული თვისებები აქვთ. რაფა ნაკლებად სტაბილურია. თუ პორტუგალიელი ისე ითამაშებს, როგორც ნეაპოლში, მაშინ მისი დონის ფეხბურთელი მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე იქნება. უდიდესი ტალანტი აქვს, მაგრამ შიმშილი და შინაგანი ცეცხლი აკლია. ხვიჩა ნაკლებად ნიჭიერია, მაგრამ უფრო სტაბილურია. რომელს ავიყვანდი გუნდში? რთული ასარჩევია, ალბათ, კვარაცხელიას, რადგან დაუღალავად მშრომელია
რაც შეეხება "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირებას, ვფიქრობ, "პარტენოპეი" ფავორიტია" - განაცხადა გალიმ.
შეგახსენებთ, მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
"ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მის შესაძლებლობას აღემატება" - დელ პიერომ "კვარაზე" ისაუბრა
სპალეტიმ გადაწყვეტილება შეცვალა - "ნაპოლის" ბანაკში სიახლეებია