გოჩოლეიშვილმა ავტოგოლი გაიტანა - "შახტარმა" მაინც მოიგო

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მე-6 ტურის გადადებულ მატჩში "შახტარმა" გასვლაზე "ლვოვი" 2:1 დაამარცხა, დონეცკური გუნდის ფეხბურთელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა კი ავტოგოლი გაიტანა.

მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა გოჩოლეიშვილი ისევ შეუცვლელად ათამაშა, მან 56-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი თავით საკუთარ კარში ჩაჭრა და მასპინძლები დაწინაურდნენ. შემდეგ ავტოგოლი ლვოველმა გრისომ გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. 90+5ე წუთზე კი "შახტარს" გამარჯვება კელსიმ მოუპოვა.

"შახტარი" 49 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "დენიპრო 1"-ს, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 4 ქულით უსწრებს და 22 აპრილს კიევში "დინამოს" დაუპირისპირდება.

გოჩოლეიშვილმა ჩემპიონატის 5
მატჩში 1 გოლი გაიტანა და გასულ ტურში სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
არ გაჩერდე მთავარია გოლი
კალა
01:04 13-04-2023
1
მაგარი გოლი გაიტანა ცხრიანში მეკარეს შანსი არ დაუტოვა
tomure
21:19 12-04-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული