პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "მილანთან" 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ გასვლაზე „მილანთან“ 0:1 მარცხდება.

ნეაპოლურმა გუნდმა სკუდეტო, პრაქტიკულად, მოიგო, დიდი სიურპრიზი შემოგვთავაზა, მაგრამ ახლა მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის უნდა დაემტკიცებინა, რომ ფორსმაჟორული სიტუაციისას შეუძლია პრობლემების გადაჭრა და შედეგის მიღწევა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან კრუნიჩმა გამოიტანა. შემდეგ „როსონერი“ ორჯერ მეკარე მანიომ გადაარჩინა. „ნაპოლი“ მაღალი პრესინგით თამაშობდა და შუა პირველ ტაიმამდე უკეთ გამოიყურებოდა. მასპინძლებმა პირველი მომენტი 25-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ლეაო მეურვეებს გაექცა და ოდნავ ააცილა მიზანს. მე-40
წუთზე კი "მილანი" ბენასერმა დააწინაურა. ბოლოს კიაერის თავური ხარიხას მოხვდა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

მილანი. „სან სირო“
მილანი - ნაპოლი
გოლი: 0:1 ბენასერი (40)

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩემი აზრით კვარა ნაპოლისთან ერთად ვეღარ ვითარდება!
1
Xvichas ver iyenebs spaleti,xvicha unda gadaewia shuashi da elmasi xvichas adgilze.faqtiurad xvichas gundic ar atamashebs.xvicha unda wavides zafxulshi napoli Dan tore mand fexburts aratamasheben.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული