რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "მილანთან" მატჩში

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში "მილანმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 82 წუთი გაატარა, 22 წლის გარემარბი ნტანგი ნდომბელემ შეცვალა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა "კვარას" თამაში 6.9 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 7.3 ქულა დაუწერა, რაც ნეაპოლელთა შემადგენლობიდან ყველაზე მაღალი შეფასება გახლავთ. ორივე პორტალის მიხედვით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე "როსონერის" მეკარე მაიკ მენიო გახდა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 15 აპრილს, "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლი" კაცნაკლულია! - იტალიურმა გამოცემამ "პარტენოპეის" მოთამაშე გააკრიტიკა

altპირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "მილანთან" 0:1 მარცხდება

altსპალეტი და ლეაო კვლავ კონფლიქტის

ზღვარზე - რამ გააღიზიანა ტოსკანელი [PHOTO]

altრა რეაქცია ჰქონდა ლუჩანო სპალეტის "კვარას" გამოუყენებელ მომენტზე

მკითხველის კომენტარები / 31 /
!!-შენ რუსეთი რა შუაშია ფეხბურთზე ვლაპარაკობთ ხვიჩაზე ვკამათბოთ და რუსეთის გვერდში დგომა აქ სად დაინახე ან რა შუაშია? დელპიერომ ეგ თუ თქვა ვარსკვლავი არისო კვარა ზე ძალიან კარგი მაგრამ იგიც თქვა მაგისაგან ძალიან ბევრს ნუ მოითხოვთო! სექტანტებო ყველგან რუსეთი რატო გახსენდებათ! კიდევ არა მგონია შენ ხვიჩას წარმატებები ჩემზე ძალიან გაგიხარდეს, მაგრამ კრიტიკა აუცილებელია ხანდახან.
ტიჯანი ბაბანგიდა
13 აპრილი 2023 22:04
0
kvara lideroba iswavle da cota naglobac gchirdeba, ese ar sheizleba purts ar gazleven es ranairi pativiscemaa sheni!! sul dakarge driblingi, marto pasi da gunduroba ar gagaprens madridisken! spaleti codavs rom gbochavs magrad. nu gadaikcevi chveulebriv pexburtelad!! warmadebebi da gmertma daglocos!!
სანდრო
13 აპრილი 2023 16:45
1
უკვე სუსტი გუნდია ხვიჩასთვის ნაპოლი, ოსიმენი არა და ყველამ იცის, რო ხვიჩა უნდა დაიკეტოს, რომელიმე ძლიერ ვარსკვლავურ გუნდში მაგარ შედეგებს დადებს კვარა
გოგა
13 აპრილი 2023 13:48
1
ოსიმენის გარეშე კვარადონა კვარა გახდა.საგოლო მომენტში პასი ელმასისთვის უნდა დაეგორებინა და ნაპოლის ბედი გადაწყვეტილი იქნებოდა მაგრამ ან დაიბნა ან იღორა.
ჩემი აზრით
13 აპრილი 2023 12:37
4
ხვიჩას წარმატებები!!!!!! ხვიჩა ჩვენ ძალიან მოგვწონს და ღმერთმა ქნას დიდი ფეხბურთი ათამაშოს, მაგრამ ჯერ ვარსკვლავობამდე ბევრი აკლია, ჩვენ ქართველებს გვიყვარს კაცის ცამდე ატანა და შემდეგ დავანარცხებთ ძირს, ამას წინ წავიკითხე რეალს უნდაო რეალი ს დონის ამ ეტაპზე ხვიჩა არ არის ხალხნო დამიჯერეთ და ღმერთმა ქნას მივიდეს რეალის დონემდე!!!!! რეალს ყავს მარცხნიდამ მართლა ვარსკვლავი (ვინისიუსი) და მის დონემდე რო მივა ხვიჩა მერე იყიდიან.
ტიჯანი ბაბანგიდა
13 აპრილი 2023 12:33
3
ვარსკვლავობამდე კი არ აკლია, უკვე ვარსკვლავია. ეგ თქვენ გაკლიათ არგუმენტებშიც და სურვილებშიც.
ტიერი ანრი , დელპიერო და სხვა ლეგენდები უწოდებენ ვარსკვლავს. მსოფლიო პრესა მასზე წერს და აკლია თურმე ვარსკვლავობამდე
რუსების გვერდიღ დგახართ, ვისაც კვარას ვარსკვლავობა ასე გაბნევთ და გაწუხებთ!
!!
13 აპრილი 2023 15:34
1
ხვიჩამ ლიდერობა უნდა ისწავლოს მას შეუძლია იყოს ლიდერი, მერე აღარ მოგვიწევს მსჯელობა ბურთს არ აწვდიანო, სხვანაირად რუის და ანგისას ყურებაში ჩამოყალიბდება როგორც რიგითი მოთამაშე
11
13 აპრილი 2023 12:02
1
ტყვილა ცდება ხვიჩა ფლანგზე, აშკარად ცენტრში ბევრად პროდუქტიული ჩანს, ოსიმენის გვერდზე უკან დაწეულ თავდასხმელად აჯობებდა მგონი, ან გამთამაშებლად ზიელინსკისთან ერთად, ორივეს კარგად ამოაქვს თავდავსხმამდე ბურთი, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ხვიჩას პასების განაწილება კარგად შეუძლია (ფლანგებზე გარემარბების მომარაგება) ან სისწრაფის აკრეფაც მშვენივრად გამოსდის (კონტრ შეტევებზე), ნაპოლის თამაში ბევრად სახიფათო და მრავალფეროვანი იქნება (4-5-1). ასე ფლანგიდან, ბურთიც იშვიათად მისდის და იქიდან კი მომენტის შესაქმნელად - უნდა გასცდეს რამდენიმე მცველს, რაც ეფექტიანობას ამცირებს..
ნიკო
13 აპრილი 2023 11:38
1
Ver iyenebs spaleti xvichas da jobia gaushvan iq sadac fexburts atamasheben. Ertxel sheiwia shuashi da saxifato momenti sheqmnas. Elmasi flange da xvicha shuashi shedegs dadebdnen.spaletim waago es tamashi.
Gia
13 აპრილი 2023 10:49
4
ცუდია რომ ნაპოლის ჩავარდნა ეხლა დაეწყო, მაგრამ ერთ დონეზე გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ხვიჩა დიდი წნეხის ქვეშ არის, ვუსურვებ მეტ დამაჯერებლობას და ემოციურ მდგრადობას.
მერაბი
13 აპრილი 2023 09:23
0
მე3-საც წააგებენ მილანთან. ჯობია მილანი აშკარად.
არა უშავს უდინეზეს და ემპოლის მოუგებენ 5-2 :))
gzp
13 აპრილი 2023 08:11
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული