ნეაპოლურმა გუნდმა სკუდეტო, პრაქტიკულად, მოიგო, დიდი სიურპრიზი შემოგვთავაზა, მაგრამ ახლა მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის უნდა დაემტკიცებინა, რომ ფორსმაჟორული სიტუაციისას შეუძლია პრობლემების გადაჭრა და შედეგის მიღწევა.
სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან კრუნიჩმა გამოიტანა. შემდეგ „როსონერი“ ორჯერ მეკარე მანიომ გადაარჩინა. „ნაპოლი“ მაღალი პრესინგით თამაშობდა და შუა პირველ ტაიმამდე უკეთ გამოიყურებოდა. მასპინძლებმა პირველი მომენტი 25-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ლეაო მეურვეებს გაექცა და ოდნავ ააცილა მიზანს. მე-40 წუთზე კი "მილანი" ბენასერმა დააწინაურა. ბოლოს კიაერის თავური ხარიხას მოხვდა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.
„ნაპოლიმ“ მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო. ხვიჩამ პასი ელმასს გაუკეთა და ამჯერად ხარიხამ მასპინძლები იხსნა. სადღაც 65-ე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა. 73-ე წუთზე ანგისამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. მერე მსაჯმა კიმი გააფრთხილა, რომელიც საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს. 81-ე წუთზე „კვარა“ სპალეტიმ შეცვალა. დარჩენილ დროში კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" შეუტია. დი ლორენცოს გატანა მანიომ არ დაანება, ოლივეირამ მიზანს ვერ უწია და 0:1 დამარცხდნენ.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს ჩატარდება.
მილანი. „სან სირო“
მილანი - ნაპოლი 1:0
გოლი: ბენასერი (40)
გაძევება: ანგისა (73)
"ნაპოლი" კაცნაკლულია! - იტალიურმა გამოცემამ "პარტენოპეის" მოთამაშე გააკრიტიკა
სპალეტი და ლეაო კვლავ კონფლიქტის ზღვარზე - რამ გააღიზიანა ტოსკანელი [PHOTO]
"მილანი" "ნაპოლისთან" დაწინაურდა [VIDEO]
რა რეაქცია ჰქონდა ლუჩანო სპალეტის "კვარას" გამოუყენებელ მომენტზე
"ნამდვილი ფენომენია, შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო გახდეს" - კალაძემ "კვარაზე" ისაუბრა
სულაც არ ვთვლი, რომ ანგისა ცუდი იყო ამ თამაშში.
ელმასის ბრალიც არაა, მისთვის უჩვეულო პოზოციაზე რომ მოუწია თამაშმა.
თამაშამდე კი დავწერე, უეჭველი ვიცი, რომ რუი არ იქნება შემადგენლობაში თქო, მაგრამ სპალეტი არ კითხულობს როგორც ჩანს ჩვენს კომენტარებს. :))
მეგონა, მეორე ნომრად ითამაშებდა ნაპოლი, მაგრამ ეტყობა, სპალეტის სქემებში ეგ მონახაზი არაა. :)
ისიც მეგონა, კაცნაკლულ გუნდთან მილანი შტურმზე გადავიდოდა, მაგრამ მაგედანაც ჩანს როგორ უფრთხოდა მილანი ნაპოლის კონტრშეტევებს და არ აპირებდა პირველ ნომრად თამაშს.
ნაპოლი შესანიშნავი გუნდია. ცოტა სათამაშო დისციპლინის გამოსწორება და ყველას დაიფრენს.