ესპანური fichajes-ი იტყობინება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "ლივერპულის" მთავარი სამიზნე "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გახდება და თუ 130 მილიონ ევროდ შეიძინეს, ეს სერია A-ს რეკორდი იქნება.
გამოცემა წერს, რომ "ლივერპული" ახალგაზრდა ქართველის ხელში ჩაგდების სურვილითაა შეპყრობილი, რომელიც უკანასკნელი თვეების ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უდიადესი სენსაციაა, "ნაპოლის" ლიდერია, გუნდს ჩემპიონობისკენ მიუძღვის და ევროპის წამყვანი კლუბები მისი სამსახურით დაინტერესდნენ.
"კვარაცხელიასადმი "წითლების" ინტერესი იმდენად მაღალია, რომ მზად არიან საკმაოდ კარგი წინადადებით მიმართონ, რათა მომავალ სეზონში "ენფილდის" ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად აქციონ. იურგენ კლოპის გუნდმა გასულ
სეზონში სადიო მანე დაკარგა, ახლა რობერტო ფირმინოს გარეშე დარჩება, ამიტომ თაობათა ცვლისთვის და შეტევის ხაზის გადასაწყობად ახალი, დიდი ტალანტი სჭირდება.
კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. შესანიშნავი თამაშიდან გამომდინარე, მისმა ფასმა მკვეთრად მოიმატა, კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის მოთხოვნების გათვალისწინებით კი, ტრანსფერის გასაჩარხად "ლივერპულს" და სხვა დაინტერესებულ კლუბებს ზაფხულში სერიოზული თანხის გაღება მოუწევთ. ბრიტანელები მზად არიან 130 მილიონი გადაიხადონ და ამ შემთხვევაში "კვარა" სერია A-დან ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გახდება".