არ ვფიქრობ, რომ ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზულია" - "კრემონეზეს" მწვრთნელმა ლუკაზე ისაუბრა

AutoSharing Option
გუშინ, 14 აპრილს სერია A-ს 30-ე ტურში "კრემონეზემ" "ემპოლის" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, კრემონელთა რიგებში თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა 49-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

შეხვედრის შემდეგ 24 წლის ფეხბურთელის შესახებ "კრემონეზეს" მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ ისაუბრა. მისი თქმით, ლუკას ტრავმა სერიოზული არ არის.

"დაცვის ხაზში ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ლოჩოშვილს, მასთან ჯერ არ მისაუბრია. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ მისი ტრავმა სერიოზულია" - განაცხადა ბალარდინიმ.

"კრემონეზე" სერია
A-ს სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილს იკავებს. ბალარდინის გუნდი მორიგ მატჩს 23 აპრილს "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altლოჩოშვილი ტრავმის გამო შეცვალეს - "კრემონეზემ" ისევ მოიგო

alt"არ ვიცი, ნაკრებში რატომ არ გამომიძახეს, მზად ვიყავი..." - ლოჩოშვილი სანიოლზე, ეროვნულ ნაკრებსა და ნორვგეიასთან შემადგენლობის მიღმა დარჩენაზე [VIDEO]

altლოჩოშვილის "კრემონეზე" თასზე "ფიორენტინასთან" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ასე რომ ეთამაშათ თუნდაც ნახევარი სეზონი, რაღა უჭირდათ.
გულშემატკივარი
16:40 15-04-2023
0
მეგობრებო,"ნაკრები ჯეზე" გადის მეცი- ბორდოს პირდაპირი ჩართვა.ახლა შესვენებაა,თუმცა გადახვევაც შესაძლებელია.40 წუთზე მიქაუტაძე გადიოდა პირისპირ და მეკარემ უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო,წითელი ბარათი მიიღო.ამის შემდეგ,ხვიჩას სტილში შეძვრა საჯარიმოში,ხაზის გასწვრივ და საგოლე პასი გააკეთა,მაგრამ დარტყმა გუუფუჭდა პარტნიორს.ზურიკო თადარიგშია.
სოსო
17:56 15-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული