მიქაუტაძის დუბლი - გიორგიმ თამაში "გააკეთა" და "მეცს" "ბორდოსთან" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურში „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ბორდო“ 3:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მიქაუტაძე, სტუმართა რიგებში კი ზურიკო დავითაშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. პირველ ტაიმში ფრთხილი თამაში ვიხილეთ, ნაკლებად სანახაობრივი, მომენტების გარეშე. მე-40 წუთზე მიქაუტაძე მეკარე პუსინთან პირისპირ გაიჭრა, რომელიც საჯარიმოს გარეთ გავიდა, გაშლილი ფეხით წააქცია და გააძევეს. პირველი ტაიმის დასასრულს გიორგი ფლანგზე დრიბლინგი განახორციელა, თანაგუნდელს გადაცემა გაუკეთა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა.

შესვენების შემდეგ მასპინძლები უკვე დიდ უპირატესობას დაეუფლენ, სამწუთიან მონაკვეთში მეტოქის კარი ჯელოუმ და
მიქაუტაძემ დალაშქრეს. ცოტა ხანში გიორგი საჯარიმოში ორ მცველთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, თუმცა ქართველმა 72-ე წუთზე დუბლი მაინც შესრულა, 83-ე წუთზე შეცვალეს და გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებით გააცილეს.

მიქაუტაძე 17 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია და მის ანგარიშზე აგრეთვე 6 საგოლე გადაცემაა.

ამ მომენტისთვის 61 ქულით ლიდერი „ჰავრია“, 56 ქულით მეორე ადგილზე „ბორდოა“, 55 ქულით მესამეზე „მეცი“, 52 ქულით კი მეოთხეზე „სოშო“.

22 აპრილს „მეცი“ გასვლაზე „სენტ-ეტიენს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბორდო“ 24 აპრილს „გრენობლს“ უმასპინძლებს.

მეცი. „სენ -სიმფორიენი“
მეცი - ბორდო 3:0
გოლები: 1:0 ჯელოუ (49), 2:0 მიქაუტაძე (52), 3:0 მიქაუტაძე (72)
გაძევება: პუსინი (40)

მკითხველის კომენტარები / 29 /
თუ გადავა მეცი ბაზარი არაა ... სხვა შემთხვევაში არც უნდა განიხილოს დარჩენა
bejo
15 აპრილი 2023 19:13
3
ბრავო გიო, ლიგა 2 ის კი არა ,მთელი საფრანგეტის ჩემპიონატის საუკეტესო ფეხბურტელი ხარ ამ სეზონში
dato
15 აპრილი 2023 19:12
1
მბამპემ არ გაიგოს თორე მეტი მოტივაციისთვის ჰაკიმისას ხახაში გადაიგდებს ჰა ჰა ჰა
ნიკო
15 აპრილი 2023 20:36
3
Yochag gio magari xar
Ggg
15 აპრილი 2023 19:07
1
ჟორჟ-მიკა დღეს საჯარიმოში გ.მიულერ-რ.შენგელიას ჰიბრიდი იყო. ყოჩაღ, ასე გააგრძელე!
ვაჟა მასწავლებელი
15 აპრილი 2023 19:04
1

სიახლეები პოპულარული