მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე? - მისი შეძენის სურვილი იტალიურ კლუბს აქვს

AutoSharing Option
sport.quotidiano-ს ცნობით, ჯოშუა ზირზკე 99%-ით დატოვებს "ბოლონიას", 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან, მის შემცვლელს აქედანვე ეძებენ და ერთ-ერთი კანდიდატი საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე თავგამოჩენილი "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა.

გამოცემის მტკიცებით, "ბოლონიას" ხელმძღვანელობამ მიქაუტაძეს ჯერ კიდევ იანვარში მიაქცია ყურადღება; უნდა გაიგონ, რა დაუჯდებათ ტრანსფერი, მაგრამ მისით "ვესტ ჰემიც" დაინტერესდა და ამ გარემოებამ შეიძლება ფასი ასწიოს.

გიორგიმ გასულ სეზონში ლიგა 1-ში 14 გოლი გაიტანა, ევროპირველობაზე კი 3 გოლით ჯერჯერობით სამ ფეხბურთელთან ერთად თანაბომბარდირია.

"ბოლონია" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მიქას რონ გუნდში ორი მინიმუმ პასის კარგი მომმარაგებელი ყავდეს მას ვეღარავინ გააჩერებს და ამასთან ერთად თვითონაც შეუძლია მომენტების შექმნა,მეციში ნამდვილად ცოდო იყო მარტო ათრევდა მთელ გუნდს და საგოლე პასებსაც იშვიათად იღებდა მარტო ქმნის და მარტოს გააქ თავისივე შექმნილი ასე რომ კაი პასის მიმწოდებელი გიოს და ის სასწაულებს მოახდენს 100%-ით მჯერავს. ლუის სუარესს მაგონებს და მასზე უკეთესი იქნება კარგ გუნდში თუ მოხდა
D.korleone
02:55 04-07-2024
3
მიქაუტაძეს ვენაცვალე, კარგი პიროვნებაა და წარმატებებს ვუსურვებ. მაგრამ, გუშინ რომ არ ჩამოვიდა, გული დამწყდა... ცოტა არ იყოს და დაკიდებას ჰგავდა. რა საქმე ჰქონდა ამისთანა გადაუდებელი, რომ ერთი დღე ვერ მოიცალა, როცა მთელი ნაკრები ჩამოვიდა თბილისში...
ბესო
22:08 03-07-2024
101

სიახლეები პოპულარული