მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მიქაუტაძე, სტუმართა რიგებში კი ზურიკო დავითაშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. პირველ ტაიმში ფრთხილი თამაში ვიხილეთ, ნაკლებად სანახაობრივი, მომენტების გარეშე. მე-40 წუთზე მიქაუტაძე მეკარე პუსინთან პირისპირ გაიჭრა, რომელიც საჯარიმოს გარეთ გავიდა, გაშლილი ფეხით წააქცია და გააძევეს. პირველი ტაიმის დასასრულს გიორგი ფლანგზე დრიბლინგი განახორციელა, თანაგუნდელს გადაცემა გაუკეთა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა.
შესვენების შემდეგ მასპინძლები უკვე დიდ უპირატესობას დაეუფლენ, სამწუთიან მონაკვეთში მეტოქის კარი ჯელოუმ და
მიქაუტაძემ დალაშქრეს. ცოტა ხანში გიორგი საჯარიმოში ორ მცველთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, თუმცა ქართველმა 72-ე წუთზე დუბლი მაინც შესრულა, 83-ე წუთზე შეცვალეს და გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებით გააცილეს.
მიქაუტაძე 17 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია და მის ანგარიშზე აგრეთვე 6 საგოლე გადაცემაა.
22 აპრილს „მეცი“ გასვლაზე „სენტ-ეტიენს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბორდო“ 24 აპრილს „გრენობლს“ უმასპინძლებს.
მეცი. „სენ -სიმფორიენი“
მეცი - ბორდო 3:0
გოლები: 1:0 ჯელოუ (49), 2:0 მიქაუტაძე (52), 3:0 მიქაუტაძე (72)
გაძევება: პუსინი (40)
https://www.youtube.com/watch?v=jqHVG3uA4Is
https://www.youtube.com/watch?v=dZ3zSaaL5P8