"მილანთან" დიდი მატჩის წინ "ნაპოლი" "ვერონას" დაუზავდა

AutoSharing Option
სერია A-ს 30-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ვერონას“ მატჩი 0:0 დასრულდა.

მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ მატჩის წინ „ვერონასთან“ სასტარტოში ხვიჩა კვარაცხელია, ტრავმამორჩენილი ვიქტორ ოსიმენი, ამირ რაჰმანი, სტანისლავ ლობოტკა და პიოტრ ზილენსკი არ დააყენა და მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა.

თანაბარი დებიუტის შემდეგ ნეაპოლელები უპირატესობას დაეუფლენ, გაიტანეს კიდეც, მაგრამ მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა. სტუმრები კონტრიერიშებით პასუხობდნენ და ლაზანიას დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია.“ნაპოლი“ მეტოქის კარზე სახიფათო შეტევების მიტანას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ
შეიცვალა, მასპინძლები ისევ უნიათოდ მოქმედებდნენ და სპალეტი იძულებული გახდა 64-ე წუთზე შეცვლაზე კვარაცხელია და ზილენსკი, 72-ე წუთზე კი ოსიმენი და ლობოტკა შეეშვა. ქართველი აქტიურად ჩაერთო თამაშში, ორ მოწინააღმდეგეს ყვითელი ბარათი მიაღებინა (კომპენსირებულ დროში ყვითელი ბარათი თავადაც მიიღო), ოსიმენმა ბურთი ხარიხას გაარტყა. მერე სწრაფი კონტრიერიშისას, როდესაც "კვარამ" ბურთი დაკარგა, ნგონჯი მეკარე მერეტთან პირისპირ გავიდა, შანსი ხელიდან გაუშვა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

„ნაპოლი“ 75 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ლაციოს" 14 ქულით უსწრებს, 18 აპრილს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „მილანს“ უმასპინძლებს, ხოლო 23 აპრილს იტალიის ჩემპიონატზე ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. “დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ვერონა 0:0

მკითხველის კომენტარები / 59 /
ნაპოლის ბოლო 4 თმაშში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა გუნდმა - ლეჩესთან(16 ადგილი), ვერ გაუტანა ვერონას (18 ადგილი), მილანს 180 წუთი, რომელსაც 22 ქულით უსწრებს. უუნარო ფეხბურთს თამაშობს ნაპოლი და აღმაფრენა არ აწვს საეროდ. გამოჩნხა რომ არ ყოფილა ანგიაა "სუპერ" ფეხბურთელი, იანვრიდან მუდმივად უკლებსა თამაშს, არც მარიო რუი ყოფილა მარსელო, არც კიმი რამოსი, არც ლობოტკა მოდრიჩის და კროოსის ნაზავი და სპალეტი - საშუალო დონე მაგის მაქსიმუმია ! არ აქვს არაფერი არსენალში, ხოლო ფეხბურთელებმა საწყისი მუხტი ნაკარგეს, არც მოულოდნელობა აღარ არის მათი წმევანდელი თამაში, ამ კაცმა კი ვერაფერი ჭთაბერა გუნდს რაც კრიზისს დააძლევინებდა. რა შანსი აქვს გუნდს ნახევარფინალის, მაგრამ გაანიავებს ამ შანსს.
2
1.ვერონა აუტსაიდერი კი არის მაგრამ თერთმეტი კაცით დაცვაში ჩამდგარი გუნდისთვის რომ გოლის გატანა ადვილი საქმე არაა ბევრი გრანდის შემთხვევაში გვინახავს.
2. ლიდერების დასვენება სწორი იყო. ის კი არა, აქამდეც შეიძლებოდა ამის გაკეთება, ცხადია თითო-თითოდ და კგუფურად.
3. კვარამ აშკარად გააძლიერა გუნდი თავისი გამოსვლით და იმ დროში რაც მიეცა გოლს და ასისტს რომ თხოვთ, კარგით რა მართლა...
4. გუშინ კვარა აღარ იყო მიბმული ფლანგზე და უბურთოდ უკეთ მოძრაობდა ვიდრე ბოლო დროს, ლამის ყველა ბურთის მიღებაზე ჯარიმის ხარჯზე უწევდათ მისი გაჩერება.(ერთი კია, ხელების ქნევას და მსაჯთან კამათს უნდა შეეშვას)
5. ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს და ეს იქნება უდიდესი მიღწევა. ნაპოლი არის ჩემპლიგის ნახევარფინალში და ესეც არის უდიდესი მიღწევა ამ გუნდისათვის.
ხოდა ამ ყველაფრის ერთერთი მთავარი ფაქტორი არის ხვიჩა. უბრალოდ რომ გავიხაროთ ამ ყველაფრით და გაღიზიანებული კომენტარები არ ვწეროთ ვერა არა?







არტ
12:33 16-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული