"მცველებმა მისი თამაში შეისწავლეს, საშიში აღარ არის" - საკიმ კვარაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა არიგო საკიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" რამდენიმე მოთამაშემ სათამაშო ფორმა დაკარგა, "კვარა" კი ძველებურად საშიში აღარაა.

"ნაპოლის" ბევრი მოთამაშე ფორმაში აღარაა. ოსიმენი? რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებს და მეტოქის მცველებს მუდმივად წნეხში ამყოფებს.

კვარაცხელია? უნდა ვაღიაროთ, თავიდან ყველა სასიამოვნოდ გაგვაოცა. მინდა მათ მივულოცო, ვინც ხვიჩა აღმოაჩინა და მისი ყიდვა გადაწყვიტა, თუმცა ახლა ნაკლებად საშიშია. "კვარა" მუდამ დრიბლინგის შესრულებას სცდილობს, რაც იტალიელი
მცველებისთვის უკვე ადვილად გასაგებია და კონტრზომებს მიაგნეს" - განაცხადა საკიმ.

altკვარაცხელიას და ოსიმენის გარეშე პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" 'ვერონას" ვერ ამარცხებს

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ვერონასთან" მატჩში

alt"ეს ყველასათვის გაკვეთილი უნდა იყოს: იდეა ფულზე მეტი ღირს" - არიგო საკი "ნაპოლით" აღფრთოვანებულია


მკითხველის კომენტარები / 83 /
უნდა ვაღიარო რომ კვარაცხელია ერთადერთი კარგი ქართულ საინფორმაციო სივრცეში!!!
სოლომონი
22:11 18-04-2023
0
გულით და სულით ვუსურვებ ხვიჩას წარმატებას!!!! ვისაც კვარას წარმატება არ გაუხარდება (ქართველს) ის არ მიმაჩნია ადამიანად, მაგრამ ვინც ხვიჩას მესის და მარადონას ადარებს ან ოქროს ბურთი ეკუთვნისო ის ფეხბურთის აზრზე არ არის და ემოციებს ყვება ჯერ ხვიჩას ოქროს ბურთამდე ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი და იმედია გაივლის მაგრამ ჯერ ძალიან ადრე ა ამაზე ლაპარაკი.
ტოტო
15:23 18-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული