"მცველებმა მისი თამაში შეისწავლეს, საშიში აღარ არის" - საკიმ კვარაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა არიგო საკიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" რამდენიმე მოთამაშემ სათამაშო ფორმა დაკარგა, "კვარა" კი ძველებურად საშიში აღარაა.

"ნაპოლის" ბევრი მოთამაშე ფორმაში აღარაა. ოსიმენი? რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებს და მეტოქის მცველებს მუდმივად წნეხში ამყოფებს.

კვარაცხელია? უნდა ვაღიაროთ, თავიდან ყველა სასიამოვნოდ გაგვაოცა. მინდა მათ მივულოცო, ვინც ხვიჩა აღმოაჩინა და მისი ყიდვა გადაწყვიტა, თუმცა ახლა ნაკლებად საშიშია. "კვარა" მუდამ დრიბლინგის შესრულებას სცდილობს, რაც იტალიელი
მცველებისთვის უკვე ადვილად გასაგებია და კონტრზომებს მიაგნეს" - განაცხადა საკიმ.

altკვარაცხელიას და ოსიმენის გარეშე პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" 'ვერონას" ვერ ამარცხებს

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ვერონასთან" მატჩში

alt"ეს ყველასათვის გაკვეთილი უნდა იყოს: იდეა ფულზე მეტი ღირს" - არიგო საკი "ნაპოლით" აღფრთოვანებულია


მკითხველის კომენტარები / 83 /
ხვიჩა არის გზის დასაწყისში, კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. არაფერი საოცარი არ ხდება, ყოველთვის ასეა- თავიდან არის მოულოდნელობის ეფექტი, შემდეგ მცველები ალღოს უღებენ, შემდეგ ფეხბურთელი უმატებს თავის თამაშს ახალ შტრიხებს, და ახალ საფეხურზე ადის და ასე შემდეგ. ასე საფეხურებად ხდება განვითარება პატარ-პატარა კრიზისების დაძლევის გზით. ხვიჩას ტალანტი, შრომისმოყვარეობა და ჟილკა კიდევ იმისი საწინდარია რომ ძალიან მაღალ საფეხურზე ავა მომავალში. მთავარია შრომა გააგრძელოს და ტრავმები აირიდოს. არაფერი საოცარი და საწყენი საკის არ უთქვამს.
არტ
13:39 16-04-2023
4
ხვიჩას ფანებიც თავისებურ სექტად ჩამოყალიბდნენ.ლანძღავენ ყველას ვინც ხვიჩაზე რაიმე კრიტიკულს იტყვის.რაღაც შეთქმულების თეორია ელანდებათ.ხან სპალეტიმ პოზიცია ვერ მოუძებნა,ხან რუისი და ოლივეირა არ აძლევენ პასებს.რა თქვა საკიმ არასწორი? გაუგეს იტალიელმა მცველებმა სათამაშო სტილიო.ნუ დაფრინავთ და დაეშვით დედამიწაზე.მარადონას რომ ადარებთ სულ გაგიჟდით?გინახავთ საერთოდ მარადონას თამაში?ან რატომ ბღაოდით ლიგის წილისყრის შემდეგ ფინალში ვართო? ასე რომ საღად იაზროვნეთ და შეეშვით ამ კერპთაყვანისმცებლობას.ხვიჩას კი წარმატებებს ვუსურვებ.მაგარი ფეხბურთელია,მაგრამ მოფლიო დონემდე ძალიან ბევრი უკლია.
zaza
13:22 16-04-2023
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული