კიტეიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "შტურმმა" მაინც გაიმარჯვა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში „შტურმმა“ კლაგენფურტში ადგილობრივი „აუსტრია“ 2:0 დაამარცხა.

გრაცული გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი სასტარტოში იყო, 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 58-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი შეცვალეს. მან ამ სეზონში ჩემპიონატის 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

„შტურმი“ მეორე ადგილზეა და 23 აპრილს ლიდერ „ზალცბურგს“ უმასპინძლებს.

კლაგენფურტი. „ვიორტეზე“. 5391 მაყურებელი
აუსტრია (კ) - შტურმი 0:2
გოლები: 0:1 ჰორვატი (63), 0:2 გაზიბეგოვიჩი (90+3)
გამოუყენებელი პენალტი: კიტეიშვილი (58)

მკითხველის კომენტარები / 5 /
არაუშავს კიტე,ხდება ხოლმე,ეს ბიჭი მშრომელი და თავმდაბალია,ჩაკვეტაძესთან ერთად ჩვენი ნაკრების ტვინია,ასე რომ ორივეს ფორმაში შესვლა ივნისისთვის მოესწრება,დასაფასებელია გუნდმა თერთმეტრიანის დარტყმის უფლება რო მისცა,ამით გამოიხატება ნდობა...ესენი ისეთ ხოდზე არიან ზალცბურგს იქნებ აჯობონ და კიტეც რო პრიამოი ლიგაზე გაიჩითოს და უსამშობლო დათაც იქნებ მოგონდეს 3 კაცი ლიგაზე იფ-იფ კამფეტი იქნება
ნიკო
10:55 17-04-2023
0
არაუშავს, თუმცა შტატიანი პენალტისტია კოტე...
ლაშა
08:47 17-04-2023
0

სიახლეები პოპულარული