Ilmattino იტყობინება, რომ UFC-ის ცნობილი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ნეაპოლში ჩავიდა, რათა „ნაპოლის“ თანამემამულე ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში მხარი დაუჭიროს.
დვალიშვილმა ნეაპოლში გადაღებული ვიდეო და სურათი თავის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა და ტექსტიც დაურთო: „2 დღე დარჩა კვარაცხელიას თამაშამდე. ჩვენ მზად ვართ საქომაგოდ“.
ვიდეო: Palitravideo
მერე კიდევ რედაქციას ვთხოვდი რომ ასეთი ცუდი გავლენის მქონე კადრები არ გაავრცელონ და გავრცელებაში ხელი არ შეუწყონ. ისედაც დაკარგული აქვს დღევანდელი ახალგაზრდობის არცთუ ისე უმნიშვნელო ნაწილს გონიერება!
მოგიკითხავთ!
ვითომ ხვიჩას საგულშემატკივროდ ჩასული მარიო რუის ეძებს საცემად, რადგან ხვიჩას პასს არ აძლევს.
ეგეთ ხუმრობებს ქართველები ვიგებთ და გვეცინება მაგრამ მიაქვთ იტალიურ გვერსებს, თარგმნიან და მივა თვითონ მარიო რუის და სხვა ფეხბურთელების ყურამდე. თქვენ გგონიათ ეგ სასიამოვნო იქნება ხვიჩასთვის? რატომ უქმნით ამ ბიჭს დამატებით წნეხს. ისედაც მისი ყველა ნაბიჯი და ამოსუნთქვა გამადიდებელი შუშის ქვეშაა..
არვიცი ეგ უკბილო ხუმრობები რას შევადარო.
ელმასის მეგობარი ვინმე ძალოსანი სპორტსმენი რო დადიოდეს ნეაპოლში და ხვიჩა სად ცხობრობს უნდა ვცემო ელმასი სკამზე რო დასვაო, ეგეთ რამეებს რო აწერდნენ მოგვეწონება? მსგავსი რამეები აღვივებს შიდა კონფლიქტებს.
არ ჭირდება ეს ყალბი გამოქომაგებები ხვიჩას.
გუშინ ნაპოლის ფანები ტეო ერნანდესს შეუვარდნენ და შვილის სიკვდილს უსურვებდნენ, ეს სექტანტი ფანატები ყველგან არანორმალურები და საშიშები არიან, რატომ უნდა დაუმატო აგრესია და განაწყო ვინმე ხვიჩას მიმართ ნეგატიურად.
არ იმსახურებს ეს ბიჭი ამდენ სიველურეს აქედან.
ეს ხუმრობით მაგრამ, ძალიან უპასუხისმგებლოდ რომ მოიქცა და კიდევ ამ საქციელის ამსახველი ვიდეო კადრები გამოასაჯაროვა, ეს არის ყველაზე ცუდი!!!
დაფიქრდით ბატონო მერაბ, ამას ბევრი ადამიანი გირჩევთ და კიდევ წარმატებებსაც მომავალში!
მერაბ, შემოგევლე, არაა ეგეთები საჭირო. ხვიჩას ვერ დაეხმარები, ვერც სხვას და შენც არაფერ კარგს არ შეგძენს. ჩვენც ნუ გვანერვიულებ თუ ძმა ხარ.