ექსტრემალური ვიდეო - მერაბ დვალიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად ნეაპოლში ჩავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Ilmattino იტყობინება, რომ UFC-ის ცნობილი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ნეაპოლში ჩავიდა, რათა „ნაპოლის“ თანამემამულე ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში მხარი დაუჭიროს.

Sportall.Ge

დვალიშვილმა ნეაპოლში გადაღებული ვიდეო და სურათი თავის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა და ტექსტიც დაურთო: „2 დღე დარჩა კვარაცხელიას თამაშამდე. ჩვენ მზად ვართ საქომაგოდ“.

ვიდეო: Palitravideo

მკითხველის კომენტარები / 28 /
ღმერთს რატომ სცდი შე კაი კაცო? არავინ ჰყავს ამას რომ ცოტა ჭკუა დაარიგოს
მამუკა
17 აპრილი 2023 02:04
7
ჯერ ამ ტექსტის (აბა ამ ინფორმაციას სტატიას ვერ დავარქმევ) ავტორს შევეკითხებოდი: "ექსტრემალური?"?! რატომ "უგუნური" არა?!
მერე კიდევ რედაქციას ვთხოვდი რომ ასეთი ცუდი გავლენის მქონე კადრები არ გაავრცელონ და გავრცელებაში ხელი არ შეუწყონ. ისედაც დაკარგული აქვს დღევანდელი ახალგაზრდობის არცთუ ისე უმნიშვნელო ნაწილს გონიერება!
მოგიკითხავთ!
გიორგი
17 აპრილი 2023 06:01
4
რას ნიშნავს ღმერთს რატო სცდის??რაში სცდის?? კვარას თამაშის ცოცხლად ნახვის შესაძლებლობა თან ესეთ გადამწყვეტ თამაშში ბევრს არ აქვს და ამ კაცს ქონდა შანსი და რატოა გასაკვირი მერაბის ნაპოლიში ჩასვლა??
მამუკას
17 აპრილი 2023 09:52
20
გუშინ მერაბ დვალიშვილის ფოტოს სათაურად დააწერეს, სად ცხოვრობს ის მარიო რუიო, ვითომ ხუმრობით.
ვითომ ხვიჩას საგულშემატკივროდ ჩასული მარიო რუის ეძებს საცემად, რადგან ხვიჩას პასს არ აძლევს.
ეგეთ ხუმრობებს ქართველები ვიგებთ და გვეცინება მაგრამ მიაქვთ იტალიურ გვერსებს, თარგმნიან და მივა თვითონ მარიო რუის და სხვა ფეხბურთელების ყურამდე. თქვენ გგონიათ ეგ სასიამოვნო იქნება ხვიჩასთვის? რატომ უქმნით ამ ბიჭს დამატებით წნეხს. ისედაც მისი ყველა ნაბიჯი და ამოსუნთქვა გამადიდებელი შუშის ქვეშაა..
არვიცი ეგ უკბილო ხუმრობები რას შევადარო.
ელმასის მეგობარი ვინმე ძალოსანი სპორტსმენი რო დადიოდეს ნეაპოლში და ხვიჩა სად ცხობრობს უნდა ვცემო ელმასი სკამზე რო დასვაო, ეგეთ რამეებს რო აწერდნენ მოგვეწონება? მსგავსი რამეები აღვივებს შიდა კონფლიქტებს.
არ ჭირდება ეს ყალბი გამოქომაგებები ხვიჩას.

გუშინ ნაპოლის ფანები ტეო ერნანდესს შეუვარდნენ და შვილის სიკვდილს უსურვებდნენ, ეს სექტანტი ფანატები ყველგან არანორმალურები და საშიშები არიან, რატომ უნდა დაუმატო აგრესია და განაწყო ვინმე ხვიჩას მიმართ ნეგატიურად.
არ იმსახურებს ეს ბიჭი ამდენ სიველურეს აქედან.

!!
17 აპრილი 2023 11:38
1
ნეტა თქვენ რა იცით რას აპირებს?! იქნებ სულაც ხვიჩა კვარაცხელიას ცემას აპირებს, გოლი კიდე თუ ვერ გაიტანა?!
ეს ხუმრობით მაგრამ, ძალიან უპასუხისმგებლოდ რომ მოიქცა და კიდევ ამ საქციელის ამსახველი ვიდეო კადრები გამოასაჯაროვა, ეს არის ყველაზე ცუდი!!!
დაფიქრდით ბატონო მერაბ, ამას ბევრი ადამიანი გირჩევთ და კიდევ წარმატებებსაც მომავალში!
გიორგი
17 აპრილი 2023 13:04
9
მერაბ ძმაო ნუ მისცემ მასეთ ცუდ მაგალითს პატარა თაობას,მოგბაძავენ მერე და არამგონია ეს შენც გინდოდეს.იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ სიცოცხლეს იგდებ საფრთეში.
გეგი
17 აპრილი 2023 15:33
4
მერაბ, ბავშვები გიყურებენ. რა მაგალითს აძლევ ასეთი საქციელით?
ქ. გ.
17 აპრილი 2023 09:57
3
არასერიოზულობაა, არ უხდება
იკა
17 აპრილი 2023 13:52
8
შენ შეიძლება დატოვო სოფელი, მაგრამა სოფელი არასოდეს მიგატოვებს. ეხლა კიდე ერთი ვიდეო დადო ფორთოხლის ხეზე აძვრა.
Semi
17 აპრილი 2023 13:52
7
დიახ ,გასაგებია მერაბის ,,მესიჯი"კვარაცხელიასადმი, შეუდრეკლობა ,სიმამაცე და ქართული ,,დაუმოჩილებლობა "იპყრობს დროს და სივრცეს! ზუსტად ხასიათის სიმტკიცე და შეუპოვრობა აერთიანებს ამ ორ ქართველს !წარმატებები თქვენ! დაგლოცოთ უფალმა ქართველო ატრიოტო მამულიშვილებო მჯერა ,რომ გაიმარჯვებთ !♥️♥️
მაია ჯაფარიძე
17 აპრილი 2023 10:54
14
მერაბ არ გინდა ეგეთი რაღაცეები, აბა შენ იცი სტადიონზე არ იჩხუბო
gio
17 აპრილი 2023 09:44
2
გიჟია ოხერი!)))
მერაბ, შემოგევლე, არაა ეგეთები საჭირო. ხვიჩას ვერ დაეხმარები, ვერც სხვას და შენც არაფერ კარგს არ შეგძენს. ჩვენც ნუ გვანერვიულებ თუ ძმა ხარ.
კოლხი
17 აპრილი 2023 21:12
0
კარგით რაა! მორჩით ნეგატივის ფრქვევას! ასეთია ეს კაცი, მხიარული, გულიანი, ცოტა გიჟიც, კარგი ქართველი და დიდი მებრძოლი. წარმატებები მერაბ! კარგ ფეხზე ჩავსულიყავი ნეაპოლში, დაანგრიოს ხვიჩამ და ,,ნაპოლიმ" განმეორებით მატჩში,,მილანი". ჩემი ოჯახის წევრებიც გაემგზავრნენ ნეაპოლში ამ თამაშის დღისათვის. მოკლედ ტრიბუნებზე მხარდაჭერა არ მოაკლდება ხვიჩას და თქვენ იცით!
ბს
17 აპრილი 2023 17:36
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული