ექსტრემალური ვიდეო - მერაბ დვალიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად ნეაპოლში ჩავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Ilmattino იტყობინება, რომ UFC-ის ცნობილი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ნეაპოლში ჩავიდა, რათა „ნაპოლის“ თანამემამულე ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში მხარი დაუჭიროს.

Sportall.Ge

დვალიშვილმა ნეაპოლში გადაღებული ვიდეო და სურათი თავის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა და ტექსტიც დაურთო: „2 დღე დარჩა კვარაცხელიას თამაშამდე. ჩვენ მზად ვართ საქომაგოდ“.

ვიდეო: Palitravideo

მკითხველის კომენტარები / 28 /
ღმერთს რატომ სცდი შე კაი კაცო? არავინ ჰყავს ამას რომ ცოტა ჭკუა დაარიგოს
მამუკა
02:04 17-04-2023
7
გუშინ მერაბ დვალიშვილის ფოტოს სათაურად დააწერეს, სად ცხოვრობს ის მარიო რუიო, ვითომ ხუმრობით.
ვითომ ხვიჩას საგულშემატკივროდ ჩასული მარიო რუის ეძებს საცემად, რადგან ხვიჩას პასს არ აძლევს.
ეგეთ ხუმრობებს ქართველები ვიგებთ და გვეცინება მაგრამ მიაქვთ იტალიურ გვერსებს, თარგმნიან და მივა თვითონ მარიო რუის და სხვა ფეხბურთელების ყურამდე. თქვენ გგონიათ ეგ სასიამოვნო იქნება ხვიჩასთვის? რატომ უქმნით ამ ბიჭს დამატებით წნეხს. ისედაც მისი ყველა ნაბიჯი და ამოსუნთქვა გამადიდებელი შუშის ქვეშაა..
არვიცი ეგ უკბილო ხუმრობები რას შევადარო.
ელმასის მეგობარი ვინმე ძალოსანი სპორტსმენი რო დადიოდეს ნეაპოლში და ხვიჩა სად ცხობრობს უნდა ვცემო ელმასი სკამზე რო დასვაო, ეგეთ რამეებს რო აწერდნენ მოგვეწონება? მსგავსი რამეები აღვივებს შიდა კონფლიქტებს.
არ ჭირდება ეს ყალბი გამოქომაგებები ხვიჩას.

გუშინ ნაპოლის ფანები ტეო ერნანდესს შეუვარდნენ და შვილის სიკვდილს უსურვებდნენ, ეს სექტანტი ფანატები ყველგან არანორმალურები და საშიშები არიან, რატომ უნდა დაუმატო აგრესია და განაწყო ვინმე ხვიჩას მიმართ ნეგატიურად.
არ იმსახურებს ეს ბიჭი ამდენ სიველურეს აქედან.

1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული