"ფორმაში არ არის, მაგრამ..." - ფედელემ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 100 პროცენტით ფორმაში არ არის, თუმცა ვიქტორ ოსიმენის დაბრუნებამ, შესაძლოა, მის თამაშზე დიდი გავლენა მოახდინოს.

"ოსიმენის დაბრუნება "მილანთან" მატჩის წინ უმნიშვნელოვანესია. მოედანზე მისი გადაადგილება ხვიჩა კვარაცხელიას სივრცეებს უქმნის.

ქართველი 100 პროცენტით ფორმაში არ არის და ბოლო პერიოდში თავის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენს, თუმცა, შესაძლოა, ოსიმენის დაბრუნებამ მისი თამაში სრულად შეცვალოს.

ეჭვგარეშეა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ნიგერიელს ვიხილავთ, მარცხენა ფლანგზე ხვიჩა
ითამაშებს. ლოსანო თუ პოლიტანო? მე იტალიელს ავირჩევდი" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებითი მატჩი დღეს, 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"რუისთან ერთად "ნაპოლის" მოგება უჭირს" - ფედელემ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

alt"ნაპოლის" გუნდში უცხოპლანეტელი ჰყავს" - ფედელე აღტაცებულია

alt"მეკარეს ფეხით თამაში უნდა შეეძლოს, მას ხასიათიც არ გააჩნია" - ფედელემ ამჯერად მერეტს შეუტია

მკითხველის კომენტარები / 7 /
ფედელე რეზო ძოძუაშვილს გავს მეორე ზახოდის მერე
სად ფედელე და სად ჩემი...
18 აპრილი 2023 21:19
2
მსოფლიომ სიფილისის განკურნება შესძლო,საქართველომ,ც ჰეპატიტის ხელოვნურად გავრცელებული და თითქმის ეპიდემიის მასშტაბებამდე გაძლიერებული დაავადება ჩააქრო და ამ საიტს რომ "ფედელე"ს დაავადება შეეყარა,ეს ხდება უკურნებელი სენი!ადმინ,თქვენს მეტი,ამას ვერავინ მოგვაშორებს და იწამეთ რა, ღმერთი!მ ო გ ვ ა შ ო რ ე თ!!!
სოსო
18 აპრილი 2023 20:03
0
მართალია არც ფედელე არ გამიგონია, მაგრამ ვხდები, რომ ეგეც პროფესორია.იმას ვერ იაზრებს, რომ კვარაცხელია შედარებით ნაკლებ პროდუქტიული იმიტომ არის, რომ ოსიმენის აყოფნაში ორი ან სამი მცველიც გადადის მასზე.ოსიმენის ყოფნაში კვარასაც უთავისუფლდება სივრცე და ოსიმენსაც.
გია
18 აპრილი 2023 19:36
3
დღევანდელი შეხვედრა არა მგონია უხვგოლიანი გამოდგეს, თუმცა რაკი ხვიჩა-ოსიმენის დუეტი ისევ იმუშავებს, დიდი იმედი მაქვს, რომ ნაპოლი გავა შემდეგ რაუნდში. წარმატებები ხვიჩას!!!
მალხაზი
18 აპრილი 2023 13:04
1
სწრაფ გოლს თუ გაიტანს ნაპოლი, შანსი ექნება
gio
18 აპრილი 2023 11:41
0
სამით ერთ მოიგებს ნაპოლი ერთს ხვიჩა გაიტანს მეორეს ოსიმენი ერთს კიდე სავარაუდოთ პოლიტანო მესამე ასი პროცენტით არ ვიცი
Zellllll
18 აპრილი 2023 10:58
4
მეც იტალიელს ავირჩევდი. ლოსანომ თვითონ არ იცის, რას აკეთებს მინდორზე.
გოგია
18 აპრილი 2023 10:50
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული