"გადამწყვეტ მომენტში ბევრჯერ ავაცილე, ამიტომ მოვიგე ყველაფერი" - "ჯორდანის" სიტყვები, რომლებიც ხვიჩას დაეხმარება

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "მილანმა" "ნაპოლი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და საუკეთესო ოთხ გუნდში ადგილიც მოიპოვა. მიუხედავად მარცხისა, "პარტენოპეის" შემადგნელობიდან ყველაზე მეტად გამოსარჩევი ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გახლდათ, განსაკუთრებით, განმეორებით მატჩში. ამ ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებთ.

ზოგადად, "როსონერი", "ნაპოლისგან" განსხვავებით, სეზონის ბოლოს თამაშის მომატებით გამოირჩევა, ბოლო 3 დაპირისპირებიდან მილანურმა გუნდმა 2 შეხვედრა მოიგო, 1-ში კი ფრეს დასჯერდა. შეიძლება დავა, რამდენად სჯობნიდა ლუჩანო სპალეტის თერთმეტეული მეტოქეს, თუმცა სპორტში მთავარი საბოლოო შედეგია.

გაფუჭებული პენალტის შემდეგ ხვიჩას თავს კრიტიკა დაატყდა, წერდნენ, რომ კალაბრიას წინააღმდეგ ვერაფერი
გააწყო და ბოლო იმედის თერთმეტმეტრიანიც გააფუჭა.

alt"მარადონას" ბოლო იმედი წაართვა" - როგორ აფასებს იტალიური მედია ხვიჩას თამაშს


რაღაც მხრივ, ეს ყველაფერი გასაკვირია, ეს ხომ სპორტია, სადაც ემოციას ბევრი რაღაცის გადაწყვეტა შეუძლია. აგერ, ყველას ახსოვს, 1994 წელს ლეგენდარულმა რობერტო ბაჯომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და "აძური" ბრაზილიასთან მუნდიალის ფინალში დამარცხდა. თითქმის 20 წლის წინანდელი ფაქტი რომ არ მოვიყვანოთ, ევრო 2020-ზე კილიან მბაპემ შვეიცარიასთან დისაიდერი პენალტი ვერ გამოიყენა, ამით გარკვეულწილად გუნდი დააღალატა, თუმცა ყველაფრის წყალში ჩაყრა ხომ არ შეიძლება? 2018 წელს ფრანგის ლიდერობით "მამლებმა" მსოფლიო პირველობაზე ოქროს სინჯის მედალი მოიპოვა... და კატარშიც იმავე კილიანის თაოსნობით რა ახლოს იყვნენ! ასეთივე სიტუაციაა "კვარას" თავს, ეს ვნებათაღელვა, ემოციები ჩაივლის და ხვიჩას მადლობას გადაუხდიან, რომ არა ქართველის ტრანსფერი "ნაპოლი" გავიდოდა ამ ეტაპამდე? სწორედ ამას იძახის Il Mattino-ს ჟურნალისტი ანა ტრიესტე - "ხელები შორს კვარაცხელიასგან. კარგი, პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ამ საღამომდე რომ მოვედით და რამდენიმე საათი ვიოცნებეთ, ეს პირველ რიგში მისი დამსახურებაა".

alt"ხელები შორს კვარაცხელიასგან, აქამდე მან მოგვიყვანა" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას გამოექომაგა

გუშინდელ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შეტევების არა მარჯვენა, არამედ მარცხენა ფრთიდან წარმართვა. თუ დააკვირდით, პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" მოედანზე აშკარად დარიგებული გამოვიდა და გადაცემები ძირითადად მარცხენა ფრთაზე მიდიოდა. რის ან ვის იმედად? ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას ამწვავებდა, არ ერიდებოდა მეტოქეზე წასვლას, ხვიჩა იყო. ვიქტორ ოსიმენის ტრავმიდან დაბრუნება გადამწყვეტი ფაქტორი იყო. ნიგერიელ ფორვარდს ვეტერანი დანიელი, სიმონ კიაერი არ მოშორებია, თორემ "სან სიროზე" ეს უკანასკნელიც ხვიჩას მატჩის რიტმიდან ამოგდებას ცდილობდა.

რა თქმა უნდა, ეს წერილი არ ემსახურება იმ აზრს, რომ კვარაცხელიას გარდა, ყველამ ჩააგდო ეს შეხვედრა. პირიქით, გუნდმა იბრძოლა, მერეტმა თერთმეტმეტრიანი და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, ლობოტკა, ზელინსკი არ გაჩერებულან, ნდომბელეს ბრძოლისუნარიანობა, ლოსანოს მუდმივი გამწვავება და ოსიმენის მუდმივი ხედვა გოლისკენ... მაგრამ ეს ყველაფერი ყოველთვის არ არის საკმარისი, საჭიროა სპორტული გამართლება, რაც "პარტენოპეის" არ გააჩნდა...

სეზონის დასაწყისში მახსოვს, რომ დე ლაურენტისის გუნდზე იმის მოლოდინიც კი არ იყო, რომ სერია A-ში 4-ეულში შეძვრებოდნენ, არათუ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბრძოლაში გამოეთიშებოდნენ, წააგეს, მაგრამ ნანატრ სკუტედოს სულ მალე გადაიბარებენ და ნეაპოლელი ქომაგების ოცნებაც ახდება...

ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა შემდეგი სიტყვები თქვა:

"ჩემს ცხოვრებაში 9000-ზე მეტი სროლა ვერ გამოვიყენე, 300-ზე მეტი შეხვედრა წავაგე, 26-ჯერ ჩემმა თანაგუნდელებმა გადამწყვეტი სროლა მანდეს და მე ავაცილე. სწორედ ამიტომ მოვიგე ყველაფერი".

ახლა ხვიჩამ ლეგენდის სიტყვები უნდა გაითვალისწინოს, თავი მაღლა აღმართოს და ისე გააგრძელოს ფეხბურთის თამაში. მისი კარიერისთვის ეს რაღაც მხრივ საჭირო იყო, რათა იცოდეს მარცხის გემო და უფრო მეტად აიღოს პასუხისმგებლობა, რათა აღარასდროს დადგეს ამ მდგომარეობაში.

ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დასაწყისია, კვარაცხელია უდავოდ მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და ვისზე მიდის კრიტიკა, თუ არა საუკეთესოებზე? გაიხსენეთ ლეო მესისა და ნაკრების ამბები... და როგორც დასრულდა ეგეც... ქართველი ვირტუოზი კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს!

 

 


altჩვენი მხარდაჭერა ხვიჩას! - ემოციური კავშირი მესისთან, სპალეტის ნეგატიური როლი "კვარასთან" და სხვა ამბები...

altჟირუსა და კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტები - "ნაპოლიმ" "მილანს" ვერ სძლია და ნახევარფინალში ვერ გავიდა [VIDEO]

 

მკითხველის კომენტარები / 10 /
გულს ნუ გაიტეხ ხვიჩა. აქ ვართ საქართველო შენთან შენს გვერდში.
GEORGIA
22:59 20-04-2023
0
აქ ხვიჩას ნიჭიერებაზე აღარაა.
რამხელა ადამიანი უნდა იყო, რომ სხვა მენტალიტეტის ხალხს, ესეთ მოკლე დროში - ესე შეაყვარო თავი. ბრავო კვარა!!!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული