"ხელები შორს კვარაცხელიასგან, აქამდე მან მოგვიყვანა" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას გამოექომაგა

AutoSharing Option
"მილანთან" მატჩის შემდეგ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გამოუყენებელი პენალტის გამო სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს. ქართველს გაზეთ Il Mattino-ს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა ტრიესტე გამოექომაგა.

"12 მომენტზე მეტი, 3546 შეურაცხყოფა, მხოლოდ ერთი გოლი 90-ე წუთზე. მაინც მადლობა, ბიჭებო.

ხელები შორს კვარაცხელიასგან. კარგი, პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ამ საღამომდე რომ მოვედით და რამდენიმე საათი ვიოცნებეთ, ეს პირველ რიგში მისი დამსახურებაა".

მკითხველის კომენტარები / 22 /
ვნახოთ კიდევ დაბლოკავენ თუ არა?! ამ "ვითომსტატიასთან" ეს ტუჩების სურათი რა კავშირშიქ?! ამ ადამიანს სახე არა აქვს რომ დადოთ ნორმალური სურათი?! ან ამის ტუჩები ვის აინტერესებს, ან ამან რა თქვა ის?! ისე, ტრიბუნაზე ჩემს გვერდით მჯდომმა პიროვნებამ დააცემინა და წინ მჯდომმა მაყურებელმა ჯანმრთელობა უსურვა, და კიდევ ნაპოლის გამარჯვება! რატომ არავინ არ წერს იმ მაყურებლის არაჩვეულებრივ და უკეთილშობილეს საქციელზე??? არ გრცხვენიათ რედაქციაში? ისე გულიანად დააცემინა იმ დალოცვილმა და იმ მეორემაც ისე უსურვა რომ, ამაზე არ დაწერა არის ზოგადად ფეხბურთის ღალატი!!! ვაი ჩვენს თავს!!!
გიორგი
20:36 19-04-2023
2
ვინც ფეხბურთის გარტყმაში არაა ის ლანძღავს ხვიჩას! ამ პატარა ბიჭმა პირველივე სეზონზე ამდენი გააკეთა და თან გუშინ მაქსიმალურად გაისარჯა.ცდა არ დაუკლია შეეტია დაცვაში ჩამჯდარი მილანისთვის. 2 ჯერ მაინც გაარღვია: 1 შემთხვევაში ცოტა დააკლდა გოლამდე, 2 შემთხვევაში ოსიმენისთვის რომ მიეცა აჯობებდა. პენალტზე უნდა ეთათბირათ ვინ დაარტყამდა,ხვიჩას ეტყობოდა დაღლა როგორც ემოციურად ისე ფიზიკურად. ბავშვს გადავხედე და ნეტავ ხვიჩა არ დაარტყავდესთქო :(((
არაუშავს ხვიჩა,ცრემლებს მოაქვს მეტი გამოცდილება და ჟინი უკეთესი მომავლის. გვიყვარხარ შენს ძმებს ქართველებს ... :)
დავითი
15:07 19-04-2023
4

სიახლეები პოპულარული