როგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..

AutoSharing Option
მატჩის შემდეგი ემოციები ჯერ კიდევ დუღდა და შესაძლოა, სათანადოდ ვერ აღვიქვით ის ამბავი, რომ საფინალო სასტვენიდან მალევე ხვიჩა კვარაცხელიამ საკმაოდ ვრცელი, გულიდან წამოსული და გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი მიმართვა გაავრცელა. ეს ჩვენთვის ახალი სიტყვაა და არც ხშირად გვახსენდება, ასეთი ოპერატიულობით და მთელი განცდით მოთამაშეს თავისი სათქმელი ეთქვას. ყველაფერი ბრჭყვიალა ფრაზებით გაჯერებული არ ყოფილა და გარკვეულწილად, ტკივილის გაყუჩების ფუნქციაც ჰქონდა.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რაზეც მუდმივად ვწერდით - "კვარას" მთავარი მიზანი ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭებაა, ის ამისთვის იღვწის, მხოლოდ
ეს აბედნიერებს და მეორე -
"ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი თვითკმაყოფილებას არასოდეს ეძლევა და მისი თითოეული დღის მიზანია, ის წინაზე უკეთესი იყოს, რაღაც ახალი შეისწავლოს. ჩვენებური ოცნებებში ისე არ გადაეშვება, ამან მოადუნოს, პირიქით, ის ეხმარება, უკეთესი გახდეს.

Sportall.Ge

ახლა ვთქვათ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო და გვინახავს გავრცელებული ტექსტი სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში. აქ აქცენტი იქნებოდა იმაზე, რომ გუნდი ბოლომდე დაიხარჯა, იყო უიღბლობა, მსაჯის შეცდომები და ა.შ. და ბოლოს - მალე მონატრებულ სკუდეტოს ვიზეიმებთ და "ამით დავკმაყოფილდეთო". ამიტომაცაა, კვარაცხელიას სიტყვების დრო, კონტექსტი და შინაარსი აღმაფრთოვანებელი. თანაც, ხვიჩას ამ ყველაფრისთვის ხომ კონსილიუმი არ გაუმართავს, პიარ-ჯგუფები არ ჩაურთავს და ტექსტის კორექტურა ორი დღის განმავლობაში არ უკეთებია; მანამდე ხომ მუხლებზე დაემხო, დათრგუნული ჩანდა, თუმცა დროებით...

77-ე ნომრის სიტყვები თავის გამართლება არაა. მას საამისო არაფერი აქვს, თუმცა პენალტის გამოუყენებლობის გამო საჭიროდ მიიჩნია, უფრო მეტი ეთქვა, თითოეული ნეაპოლელის თვალებში ჩაეხედა და გულისცემა ეგრძნო...

Sportall.Ge

ის კადრებიც ძალიან ამაღელვებელი იყო, როცა ქართველ ფეხბურთელთან როგორც თანაგუნდელები, ასევე, მწვრთნელის ჩათვლით, მთელი "მილანი" მიდის და ცდილობენ, ფეხზე წამოაყენონ, აგრძნობინონ, რომ დიდია, ვარსკვლავური გზის მხოლოდ დასაწყისშია და ეს ტკივილი ძალიან მცირეა იმასთან, რაც შეიძლება ამ ლაბირინთებში შეგხვდეს. ყველას ნამდვილად არ ეცოდინება, რომ "კვარადონამ" უკვე ბევრი ნახა, არაერთი განსაცდელი გაიარა და მალე სკუდეტოს მოიპოვებს, იქნებ ჩემპიონატის საუკეთესოც კი გახდეს და ეს წოდება იმ ლეაოსგან გადაიბაროს, ახლა მის გუნდს რომ აჯობა.

ჩვენთვის ბედნიერებაა ის, როგორც ხვიჩას ვარსკვლავი იბადება და მას როგორც იცნობენ. წმინდა საფეხბურთო ნიუანსებში ჩვენებურისგან არასდროს იქნება მეტოქის უპატივცემულობა, სიმულაცია, აგრესია, ბოლომდე დახარჯვის პრობლემა. კვარაცხელია მოედნის გარეთაც სამაგალითოა სკანდალების, პაპარაცების ობიექტივში მოხვედრისა და ამპარტავნებაში გადასული დიდების გარეშე.

Sportall.Ge

როგორი იქნება "კვარას" ამბები "მილანთან" მატჩის შემდეგ? პირველ რიგში, ის იმ სირთულეებს ჩაუღრმავდება, რაც ჯერ კიდევ აქვს და რისი გამოსწორებაც სჭირდება. სერია "ა"-ში 8 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. 14- ქულიანი უპირატესობა კომფორტულია, თუმცა სეზონი ღირსეულად უნდა დასრულდეს. თავისი ანგარიშები "ინტერთანაცაა" გასასწორებელი, მილანურ დაპირისპირებებში არბიტრის შეცდომების ნაკლებობაც არ იყო.

წლის დასაწყისში, 13 იანვარს, "იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი კვარაცხელიამ ტუჩებთან თითის მიტანით აღნიშნა. მანამდე ხომ გუნდსა და მას კარგი პერიოდი არ ედგათ. კრიტიკოსების გაჩუმება ახლაც საჭიროა, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდმა მიმდინარე სეზონში ეს ისედაც შეძლო.

ყველაფერ ამას სეზონის ბოლოს სატრანსფერო აქტიურობაც დაერთვება და ხვიჩა მზად ამისთვისაც უნდა იყოს. ვიქტორ ოსიმენის წასვლაზე ძალიან აქტიურად იწერება. ორივე ლიდერის გასხვისებას დე ლაურენტისი იოლად ვერ დათანხმდება, საქმე რაც უნდა დიდ თანხებთან გვქონდეს. ნიგერიელის შემცვლელს იპოვიან, თუმცა ამ დუეტის დაშლა, რომელსაც ერთად ბევრი შეუძლია, სამწუხარო იქნება. ამ ამბებზე ბევრი ნერვიულობა არ გვჭირდება, დარწმუნებული ვართ, როგორც თავად ხვიჩა, ასევე მის გვერდით მყოფი ადამიანები საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ქართველი ფეხბურთელი დიდი სატრანსფერო ინტერესით - ეს ჩვენთვის რაღაც ახალი და სასიამოვნოა, თორემ ამ პროცესში კარგი ბევრი არაფერია.

altჩვენი მხარდაჭერა ხვიჩას! - ემოციური კავშირი მესისთან, სპალეტის ნეგატიური როლი "კვარასთან" და სხვა ამბები...

alt"გადამწყვეტ მომენტში ბევრჯერ ავაცილე, ამიტომ მოვიგე ყველაფერი" - "ჯორდანის" სიტყვები, რომლებიც ხვიჩას დაეხმარება

მკითხველის კომენტარები / 40 /
ვითომ ქართველებს და ვითომ ფეხბურთის მცოდნეებს-ხვიჩა არის ტოპ ფეხბურთელი და თანაც ადამიანი და არა მანქანა, რომ შეცდომა არ მოუვიდეს(თუმცა მანქანაც ურევს ხანდახან).მანახეთ უშეცდომო ფეხბურთელი. თუ პელეს, მარადონას, მესის, რონალდინიოს... შეცდომები და აცილებული პენლები არ გინახავთ.თქვენი ღვარძლი სხვაგან დახარჯეთ, ჩვენ კი გვაცალეთ ამ ბიჭის თამაშით ტკბობა! თქვენნაირებთან ფეხბურთის ნიუანსების გარჩევას ხომ საერთოდ აზრი არა აქვს>
მირზა
20 აპრილი 2023 14:22
0
ეს უსარგებლო პიარი რამეს მოუტანს ხვიჩას? რაც ვერ შეძლო და ვერ გააკეთა ამას უშველის ეს ქება დიდება? რა კვარადონა რის კვარადონა....ყოფილიყო ბათუმის დინამოში და ებრწყინა...ნაპოლი ...ჩემპიონთა ლიგა...არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისი.!!!!
მე ქართველი ვარ
20 აპრილი 2023 12:30
92
დედა არ გებრალება და კვარა მოგეწონება?!
D0N
20 აპრილი 2023 17:45
0
შენ არახარ ქართველი, შენ 100% სომეხი ხარ.
ჯიჯი
20 აპრილი 2023 17:15
3
ყველა გამოხმაურება
ფეხბურთს თამაშობს 11 კაცი. ერთ ბავშვს გინდათ აკიდოთ მთელი ტვირთი. კვარა და ოსიმენი გამოაკელი და ნაპოლი ატალანტას დონეა. სკუდეტოსაც მცირე უპირატესობით მოიგებს ნაპოლი.სპალეტი უფრო რეალისტია.
დათო
20 აპრილი 2023 12:25
2
მთლიანად გუნდმა ჩააგდო თამაში.
ერთადერთი ხვიჩა იყო ის მოთამაშე ვინც ლიგის 1/4 -ში თამაშს იმსახურებდა. დანარჩენი ყველა იყო უკლასო არაფრის მაქნისი.
ამიტომ ყველა ჯოხი ხვიჩაზე გადატყდა. და მას წაეყენა ის მოთხოვნები რაც შეუსაბამო იყო.
მოთხოვნა იყო გააკეთე ის რასაც მესი აკეთებს და გაიტანე 3 გოლი.
მაგრამ 22 წლის ასაკში ამას მესიც ვერ აკეთებდა.
las
20 აპრილი 2023 11:56
3
დისლაიკები ალბატ მესის ფანებმა დამიწერეს, როგორ გავბედე და მესი 22 წლის ასაკში 3 გოლს ვერ იტანდა . ეგ როგორ თქვიო :)
las
20 აპრილი 2023 13:05
1
რა ჯოხი რის ჯოხი,ეს უაზრო ლაპარაკები აღარ უნდზ შეწყდეს? 2 მეტრიდან ვერ გსიტანა პირველ თამაშში და ეხლა 11 მეტრიდან. დიდი ფეხბურტელები ასეთ შეხვედრებში ორიდან ორივე შანსს იყენებენ.ამან კიდე ორივე გამაზა. წერტილი.
მე ქართველი ვარ
20 აპრილი 2023 12:17
43
ხვიჩას ჯანსაღი კრიტიკა სჭირდება და ეს სტატია სწორედ ამ ოპერიდანაა. ხვიჩას ზედმეტი ქება მისთვის ცუდია, თუმცა მოზომილი ქება აუცილებელია. დაუჯერებელი წარმატებაა რასაც ამ ფეხბურთელმა ერთ სეზონში მიაღწია! გაიხარე ხვიხჩა!
გიორგი
20 აპრილი 2023 11:29
3
კვარაცხელიების ოჯახს ენაცვალოს, ჩემი თავი, მაგრამ ამ ,,ნაპოლით,, და ამ შემადგენლობით გვინდოდა ლიგის მოგება?
ორი-სამი ფეხბურთელით მოგებული ლიგა არ არსებობს. ამ ორი-სამი ფეხბურთელის გამოკლებით ნახეთ, ვის რა ,,სასტავი,, ყავს. დონეს ხომ გააჩნია.
სკუდეტო და ლიგაზე აქამდე მოსვლა ვნახეთ ვის მხრებზე გადაიარა. ჩვენს ბრილიანტს მთელი ცხოვრება წინა აქვს და ჩვენც ბევრს ვისიამოვნებთ.
შედარებები ეხლა არ გვინდა, მაგრამ ხვალ-ზეგ და შემდეგ სეზონში არავინ იცის რა მოხდება. ბევრჯერ მითქვია და კიდევ ვიტყვი, აგუგუნდება დიდუბეში სტადიონი!
100%
20 აპრილი 2023 11:25
3
სწორია სტატიაა. ტრიპაჩობა ამ თამაშის მერე საგრძნობლად დავარდება და იქნებ ფეხბურთზე იფიქროს და არა მანქნებზე შეყვარებულზე და ინსტაგრამზე. არ გინდა ფეხბურთი შვილო და ნუ ტანჯავ აქაურ 14 წლის ბავშებს და შენ თავსაც ნუ იტანჯავ. რამდენჯერ დავწერე რო კვარაცხელია იმის მერეა მკვდარი რაც ურალთან თამაში დაზიანება მიიხო 2020 წელს. 2019-2020 წელს მაგრა ითამაშა მაგრამ მაგის მერე ამას უკუსვლა აქ . მარტო თამაშებს შეხედეთ მაშინ მინდორზე როგორ დასრიალებდა მესივით და ბურთს როგორ ფლობდა და გრძნობდა. ნუთუ ფეხბურთი ცოტას მაინც არავინ ერკვევა აქ რო სექტანობა დროებით გვერძე გადადო და სიმართლეს თვალებში ჩახედო ?
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
20 აპრილი 2023 11:20
52
რა იდიოტური სახელიც დაირქვი აქ, ისეთ აზრებს აფრქვევ, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი და საწყენი! რატომ? იმიტომ რომ ..., მოდი თავად გამოიცანი, ასე ჯობია! რა თქმა უნდა: მოგიკითხავ :-)
გიორგი
20 აპრილი 2023 16:08
0
სიმართლე და ცბიერი კომენტარები ერთმანეთისაგან განსხვავდება, ..........!
რატი
20 აპრილი 2023 12:07
3
ობიექტური კრიტიკა ხვიჩას ნამდვილად არ აწყენს!
G.A.L.
20 აპრილი 2023 11:09
3
საინტერესო სურათია ლეაოსთან - თითქოს ესალმებიან ერთმანეთს, მაგრამ ერთიც სხვა მისამართით იყურება და მეორეც.
არჩი
20 აპრილი 2023 10:33
3
კარგი სტატია-ანალიზია, ყველაფერი ზუსტადაა ასახული
Suxumchanin
20 აპრილი 2023 10:32
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული