ხვიჩამ ბაზაზე გაფუჭებული პენალტის გამო თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა - რა უპასუხა კვარაცხელიას "ნაპოლის" კაპიტანმა

AutoSharing Option
Arenanpoli წერს, რომ გუშინ "ნაპოლის" საწვრთნელ ბაზაზე, Castel Volturno-ზე, ხვიჩა კვარაცხელიამ "მილანთან" გაფუჭებული პენალტის გამო ბოდიში მოიხადა.

ქართველს გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ უპასუხა და უთხრა, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგიდან იმიტომ არ გამოვარდნილან, რადგან მან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და ჩვენებური დაამშვიდა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "მილანის" მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, ხვიჩამ კი პენალტიდან 82-ე წუთზე ვერ გაიტანა, როდესაც ანგარიში 0:1 გახლდათ.

ორი შეხვედრის ჯამში "როსონერიმ" პარტენოპეის" 2:1 სძლია.

altროგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება

ამპარტავნების გარეშე!..
მკითხველის კომენტარები / 34 /
ბოდიშის მოხდა სისუსტე არ არის, პირიქით დიდი ძალა სჭირდება. ამიტომ, ბოდიში რომ მოიხადა, მის ღირსებაზე მეტყველებს და არა სისუსტეზე. ჩემპიონს სხვებზე მეტი პასუხისმგებლობის აღებაც უნდა შეეძლოს (ხშირად სხვის ნაცვლადაც).
დავითი
11:57 20-04-2023
2
აქეთ აქვს ბოდიში მოსახდელი ხვიჩასთვის მთელ გუნდს და სპალეტის.რა თვითგვრემაა,რა დააშავა?ყველას ჯობდა თავის გუნდში.რაც შეეხება პენალტს,არ არსებობს ვარსკვლავი რომ არ გაეფუჭებინოს.ეგენი მაინც არ იყვნენ მაგ მატჩის მომგებები,ერთი საშუალო დონის გუნდია,რომელიც ჩვენი ბიჭის და სასწაულის წყალობით შეიძლება ჩემპიონი გახდეს. მთელმა ნეაპოლმა ხვიჩა ხელის გულზე უნდა ატარონ და სული უნდა უბერონ რომ მანდ დარჩეს
გაბრაზებული
13:03 20-04-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული