ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები დასრულდა. გაირკვა ოთხივე ნახევარფინალისტი - მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ სიტი", "მილანი" და "ინტერი".

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ორი მატჩის ჯამში "როსონერისთან" 1:2 დამარცხდა და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

მიუხედავად "მარადონაზე" 1:1-ისა, ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, გულშემატკივარს 10 წარმატებული დრიბლინგი და არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი აჩუქა, რის შემდეგაც, სავსებით დამსახურებულად, განმეორებითი შეხვედრების საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა.

Sportall.Ge

ხვიჩასთან ერთად არიან:

მეკარე - ტიბო კურტუა ("რეალი")

მცველები - ფედერიკო დიმარკო ("ინტერი"), რუბენ დიასი ("მანჩესტერ სიტი"), ედერ მილიტაო ("რეალი"), დანი კარვახალი ("რეალი")

ნახევარდაცვა
- იოზუა კიმიხი ("ბაიერნი"), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი"), ჯეკ გრილიში ("მანჩესტერ სიტი"), ფედერიკო ვალვერდე ("რეალი"), როდრიგო ("რეალი")

თავდასხმა - ლაუტარო მარტინესი ("ინტერი")
მკითხველის კომენტარები / 9 /
ვისაც უნდა შეეფასებინა,მათ შეაფასეს და სათანადოდ დააფასეს კიდეც.პენალტიც რომ გაეტანა,8 ქულასაც დაუწერდნენ,ალბათ.ახლა მაინც გაჩუმდებიან,მავანნი?
სოსო
15:41 20-04-2023
3
ერთერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა კარიერაში. სამწუხაროა,რომ დამაგვირგვინებელ ეპიზიდებში არ გაუმართლა.
ჯუჯი
13:27 20-04-2023
1

სიახლეები პოპულარული