"წიტაიშვილს ნდობა სჭირდება - ვიცით, ქართველები ემოციურები არიან" - კიევის "დინამოს" მწვრთნელმა გიოზე ისაუბრა

AutoSharing Option
გიორგი წიტაიშვილი უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით მისი კარიერა სასურველად არ განვითარდა. კიევის "დინამოდან" "ლეხში" იჯარით გადასულს თამაში არ უწევს, უკრაინული გუნდიც მისი დაბრუნების სურვილს არ იჩენს, თუმცა შეიძლება მალე ყველაფერი შეიცვალოს. "დინამოს" 77 წლის რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ საოპერაციოა. არაა გამორიცხული, საერთოდ აღარ დაუბრუნდეს სამუშაოს და გუნდი იგორ კოსტიუკმა ჩაიბაროს, რომელიც 5 სეზონის განმავლობაში ამავე კლუბის 19-წლამდელების თავკაცია.
კოსტიუკის ხელმძღვანელობით, 19-წლამდელებმა, სადაც წიტაიშვილი ასპარეზობდა, ჭაბუკთა პირველობა მოიგეს და თავი უეფას ლიგაზე წარმოაჩინეს. კოსტიუკმა განაცხადა, რომ უეფას PRO ლიცენზია
მიიღო და უმაღლეს დონეზე სამუშაოდ მზადაა. მან წიტაიშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა.

- გიო წიტაიშვილს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ეს ავანსები ვერც უკრაინაში გაამართლა და ახლა ვერც პოლონეთში. რა არის ამის მიზეზი?
- ფსიქოლოგია, მწვრთნელის ნდობა. ეს ყველაფერი დამრიგებლის ფეხბურთელთან მუშაობის დონეზეა. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები ემოციურები არიან. გიო ამის ნათელი მაგალითია. მწვრთნელმა შეგირდთან საერთო ენა უნდა გამონახოს. ფეხბურთელი გუნდისთვის უნდა გაისარჯოს. დაემორჩილოს გუნდურ მოქმედებას და შედეგზე იმუშაოს.

"ანდერლეხტთან" მატჩის წინ გიოსთან საუბარი მქონდა. ავუხსენი, რომ მთელი 90 წუთი თამაშს ვერ გაუძლებდა (იმ შეხვედრამდე ორი დღით ადრე U-21-ში ხელოვნურსაფარიან მოედანზე მთელი მატჩი ჩაატარა). მეორე ტაიმში გაძლიერებას ვსაჭიროებდით. აუცილებელი იყო სიახლე და შემოქმედებითობა. გიო ჯოკერი უნდა გამხდარიყო. "ანდერლეხტთან" უეფას ჭაბუკთა ლიგის მატჩში წიტაიშვილი შეცვლაზე მაშინ შემოვიდა, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, საჯარიმოდან გაიტანა, თამაშის მიმდინარეობაზე გავლენა იქონია და გარდატეხა მოახდინა.

მომზადებულია ua.tribuna-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
აი ენდო სვანაძე და გუნდის ერთერთი ლიდერია :)
ზურა
09:27 28-06-2023
0
ავსტრია მოუხდებოდა გიოს, ნიჭიერი მშრომელი ბიჭია, ეს პოლონეთი ჭაობად იქცა ჩვენი ფეხბურთელებისთვის, არც უკრაინაში თამაში ამართლებს
მიხო
08:58 21-04-2023
0

სიახლეები პოპულარული