უმადურობა, სპალეტის პიოლისთან წაგებული დუელი და შემოქმედი კვარაცხელია

AutoSharing Option
რატომაა ხვიჩა საუკეთესო და რატომ არ აღიარებს ამას იტალიური მედია?

მიუხედავად იმისა, რომ "მილანთან" "ნაპოლის" მატჩის წინ ოპტიმისტურად არ ვიყავი განწყობილი, მაინც რაღაც იმედგაცრუებული, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად დათრგუნულიც კი დავრჩი. ნეაპოლური გუნდი "როსონერისთან" ბოლო მატჩებში უკეთ გამოიყურებოდა, ინიციატივას ფლობდა, განუწყვეტლივ უტევდა და სწორედ ეს ქმნიდა ცრუ ილუზიას. მთავარი კი ტაბლოა და არა ბურთის ფლობა და კარისაკენ ან კარში დარტყმები. უდავოა, სტეფანო პიოლიმ ლუჩანო სპალეტის სამივე დუელი მოუგო - 4:0, 1:0 და გამარჯვების ტოლფასი 1:1.

თუ ბოლო მატჩის სტატისტიკას გადავხედავთ, ვიღაც
იფიქრებს, რომ "ნაპოლის" არ გაუმართლა. ეს ნაწილობრივ ასეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ბურთის ფლობა 73.5%-26.5%-თან, კარისკენ დარტყმები 23-6, მათ შორის საჯარიმოს გარედან 21-6, გადაცემები 601-223, ოღონდ ეს ყველაფერი წარმატების ფაქტორში მაცდურია.

პიოლი მიხვდა, რომ "ნაპოლისთან" ღია თამაში დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ ღრმად უკან ჩააყენა გუნდი და მეტოქეს სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდა, ტრავმამორჩენილი ვიქტორ ოსიმენი თითქმის გაანეიტრალა და მოწინააღმდეგეს კარში დარტყმისას ცაიტნოტში ამყოფებდა. ამიტომ მათ მიერ მხოლოდ 4-ჯერ დარტყმული ბურთი წავიდა კარის ჩარჩოში - 9 დაუბლოკეს. ვერაფერს იტყვი, მილანელებმა ზედმიწევნით ზუსტად იმოქმედეს და დამრიგებლის დავალებები უზადოდ შეასრულეს. ისიც სათქმელია, რომ პიოლის განკარგულებაში ამ სტრატეგიული ამოცანის რეალიზაციისათვის საჭირო და უნარიანი ფეხბურთელები ჰყავს.

რას წარმოადგენს "ნაპოლი"? ახლა რასაც ვიტყვი, მავანი სუბიექტურობაში ჩამითვლის, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ეს სერია A-ს საშუალო დონის გუნდია. სპალეტის ჰყავს კარგი კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ ჯე, ჯგუფი მუშა ფეხბურთელებისა და ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც გუნდში მესამე სეზონს ატარებს და აქამდე ასეთი შედეგიანი არ ყოფილა, რაც, ალბათ, დამეთანხმებით, დიდწილად გუნდში კვარაცხელიას მისვლითაა განპირობებული.

Opta-ს მონაცემებით, "მილანთან" დაპირისპირებაში ხვიჩამ 18-დან 10 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, ვიზავის საჯარიმოში 19-ჯერ შეეხო ბურთს, რაც ამ სეზონში ვინისიუსის რეკორდის გამეორებაა და 5-ჯერ მისცა პარტნიორებს კარში დასარტყმელად პასი. "ნაპოლი" ძალიანაა დამოკიდებული ქართველზე, რამეთუ სხვა შემოქმედი არ ჰყავს. თავად განსაჯეთ, მას ბურთზე 98 შეხება ჰქონდა (ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი) და ამ დროს ყველა მხოლოდ გამოუყენებელ პენალტს გაიხსენებს, რომლის სათანადოდ შესასრულებლად, ელემენტარულად, ძალა აღარ ეყო.

ერთმა იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ სამი მცველით თვით დიეგო მარადონას არ მეურვეობდნენ და "კვარა" მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. სპალეტი კი ჯიუტად დაცვაში დაბრუნებასაც სთხოვს. ადამიანს გააჩნია შესაძლებლობების ზღვარი და არ შეიძლება ასე გათანგო, მით უმეტეს, როცა მასზე ხარ დამოკიდებული. გაცუდებული თერთმეტმეტრიანის გარდა, მეორე ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის გასაკეთებლად ენერგია დააკლდა. მას უკანასკნელ 6 დაპირისპირებაში (ნაკრების ჩათვლით) თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია, რადგან ამხელა ტვირთის ზიდვით უბრალოდ გადაიღალა. გაიხარეს ჩასაფრებულებმა, რაც ყველაზე სამწუხაროა, მათ შორის, ჩვენმა თანამემამულეებმაც, რომლებიც რატომღაც ქართველის მეტოქეს გულშემატკივრობდნენ. აგრეთვე გასაკვირია იტალიური მედიის დამოკიდებულებაც, მაშინ, როდესაც უცხოურმა გამოცემებმა კვარაცხელიას საუკეთესო შეფასებები დაუწერეს, ადგილობრივებმა, ფაქტობრივად, გარჯა დაუწუნეს:

Whoscored 8.2, Flashscore 8.2, Sofascore 7.6. -  Areanapoli 6, Corriere dello Sport 5, Calciomercato 5, Calcionapoli 5, Goal Italia 4.5, Sportmediaset 4.5.

ამას გარდა, როგორც ჩანს, ადგილობრივებისგან სოციალურ ქსელებში იმდენად დიდი იყო უარყოფითი გამოხმაურება, რომ ჩვენებურს Il Mattino-ს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა ტრიესტე გამოექომაგა: 
"ხელები შორს კვარაცხელიასგან. კარგი, პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ამ საღამომდე რომ მოვედით და რამდენიმე საათი ვიოცნებეთ, ეს, პირველ რიგში, მისი დამსახურებაა".

აშკარაა, ხვიჩა დაიქანცა ფიზიკურად და ემოციურად. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ისეთ რთულ ლიგაში, როგორიც სერია A-ა, პირველივე სეზონში სამჯერ გახდე თვის საუკეთესო ფეხბურთელი. თანაც, დღევანდელ ფეხბურთში, სადაც ვარსკვლავების მწვავე დეფიციტია, ის ალამაზებს სპორტის ნომერ პირველ სახეობას, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და ამიტომ მოველით მის ყოველ თამაშს მოუთმენლად. ეს მხოლოდ კვარაცხელიას დიადი კარიერის დასაწყისია და ჩვენ კიდევ უამრავ სიხარულს მოგვანიჭებს - ეს უეჭველია!

მიმომხილველი

alt"ხვიჩას პენალტი სწორედ ამიტომ არ უნდა დაერტყა" - სიომინი კვარაცხელიას გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე

altხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

altხვიჩამ ბაზაზე გაფუჭებული პენალტის გამო თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა - რა უპასუხა კვარაცხელიას "ნაპოლის" კაპიტანმა

altროგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..

მკითხველის კომენტარები / 80 /
ხვიჩას გამო ვერ გავიდა ნაპოლი შემდეგ ეტაპზე( პირველ თამაშში 100% გასატანი ვერ გაიტანა ცარიელ კარში , მეორეში პენალი გამაზა) და კიდევ ნაპოლია უმადური??!! ისე პრესის ბრალია რაც ხვიჩას ემართება , მისი რეგრესი. ასეთი სტატიები უარყოფითად მოქმედებს ფეხბურთელზე თითქოს საუკეთესოა და მაგისთანა ფეხბურთელი მეორე არ არსებობს და ეგეთები. კაი რაა!
მათე
21 აპრილი 2023 16:55
8
პირიქით, ხვიჩას წყალობით მივიდა ნაპოლი მაქამდე!!! გაეტანათ სხვებს თუ შეეძლოთ, ვინ დაუშალა? მთელი ნაპოლი ხვიჩაა და მეტი არავინ?
მათეს
21 აპრილი 2023 23:53
0
ჩემი აზრით ჟურნალისტებიც ზედმეტს შვებით,არ უნდა ყველა სტატია ხვიჩაზე.ხვიჩამ ამ დროს გაიღვიძა,ხვიჩამ ხელები ამ დროს დაიბანა,საჭმელი ამ დროს ჭამა.დამიჯერეთ ამითი მარტო ვავნებთ,სულ წნეხში გვყავს.იმადაც არ ვამბობ რომ არ გავაშუქოთთქო მაგრამ ზედმეტი რომ მოგვდის ფაქტია.
კახა
21 აპრილი 2023 09:19
1
იტალიელები ცნობილები არიან უმადურობით, განსაკუთრებით სამხრეთელები. სამწუხაროდ ქართველები კიდევ უფრო მეტად. მითხარით, რომელი დიდი ქართველი არ ვაცვით ჯვარს საკუთარი ხელით? ეს სულ ასე იყო. ხვჩას კი არა, პატრიარქს ლანძღავენ და თავად ქრისტესაც. ღმერთმა შეუნდოთ.
ორი აზრი არ არის, რომ ხვიჩა კვარაცხელია დღეს იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელია!!! ეს ცოტას ნიშნავს? სერია ა ის აღარაა, რაც 90იანების ბოლოს და 2000იანებში იყო, მაგრამ მაინც. არ გაგიკვირდეთ, მილანმა ლიგა მოიგოს! პიოლი ნამდვილად ძალიან კარგი სტრატეგოსია. სპალეტის და ნაპოლის არ გაუმართლა კიდეც. ცუდ დროს დაემთხვა "სპადი", რაც გარდაუვალი იყო. ამას ტრავმები, დისკვალიფიკაციები დაერთო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ანგისა ტყუილად გააგდეს და ლეაომ პენალტი და ყვითელი დაიმსახურა. ვითომ არაფერი, დეტალები, მაგრამ ასეთ დუელებში ეგეც საკმარისია. შტანგაზე პეპლის ეფექტია. ასეთი მცირე მიკერძოებები რაგბში უფრო კარგად ჩანს ხოლმე. ერთადერთი რაც მგონია, რომ ხვიჩას ძლიერი მხარე პენალტი არ არის. არ ვამბობ, რომ არ უნდა დაარტყას, აგარმ ამ კომპონენტზე სავარჯიშო აქვს. არცერთი მისი დარტყმული პენალტი არ იყო დამაჯერებელი, თუმცა მთავარი სხვაა,ის რომ გაბედა! "დუხი" მთავარია. არა უშავს. დასანანია, მაგრამ ნაპოლი ფინალს ვერ მოიგებდა ალაბათ. სიტისთან და რეალთან უშანსოდ იქნებოდა წესით. მთავარია ჩემპიონატი მოიგონ და არც ემახსოვრება არავის ეს ამბავი. აქ კიდევ ლაციოც წაიბორძიკებს. ეგერ არაა, ადგეს და 8 თამშიდან რვავზე მოიგოს. 11 ქულა უნდა ნაპოლის და აბა ჰე და აბა ჰო!
ანდრია
21 აპრილი 2023 01:36
4
არ უნდა ამას ამხელა მონოლოგი..ტხა ცხის ფეხით იკიდება ცხვარი ცხვრისა...რაცააა ისე მივიღოთ და ნუ მოგვინდება კვარაცხელიასგან მართლაც მარადონას შექმნა.
მე ქართველი ვარ
21 აპრილი 2023 02:15
11
ნუ წაიღეთ ტვინი ამ კვარაცხელიათი აცალეთ თამაში ამ პენლის დარტყმასაც ისწავლის ბიჭოოოოო შემზიზღდა სპორტულ საიტებზე შესვლა რამდენი პროფესორია და ჭორიკანა შეეშვით შეეშვით ითარსება ეს კაცი ხო ხედავთ
Dato
21 აპრილი 2023 01:54
10

,,ნაპოლი,,-მ -,,მილან,,-ს თამაშით მოუგო,მაგრამ- შედეგით დამარცხდა,მიზეზი-მილანის გამოცდილება ამ დონის ტურნირებში,სწორი ტაქტიკა-სტრატეგია (2 შემქმნელს-ხვიჩას,და ოსიმენს მუდმივ 2-3 მცველი ,,დააჯინეს ფეხზე,, მით შემოქმედი- ეფექტური ფეხბურთელები შეძლებისდაგვარად გათიშეს-3 თაშაშში 1 გოლი მიიღეს, ნახევარდაცვა-სწრაფი და კოლექტიური კონტრშეტევებით დაამუშავეს და...).

ხვიჩაა-ძალიან ნიჭიერი და დიდი ტალანტია,საჭიროა მენტალურად მეტად განმტკიცდე-გაცილებით მყარი და სტაბილური შეიქმნას,რისი შესაძლებლობა აქვს სწორად ევროპის გრანდებთან გამარჯვება,თუ დამარცხება...არ დანებებით-საკუთარ თავზე მუშაობით და აუცილებლად გახდება ჩემპიონთა თასის მფლობელი,მსოფლუო მასშტაბის საუკეთესო მოთამაშე... მაგრად გაგვახარებს არა მარტო ქართველობას.
ხო,იტალიის ჩემპიონი უკვე არის,
ლიგაზე დამარცხების მერე კიდევ უფრო გაშმაგებით,თამაშის საკუთარ თავზე მუდმივ აღებით,გამარჯვების მუდმივი სწრაფვით - საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე აჩვენებს და შედეგებიც არ დაუყოვნებს.

ე.ი.საჭიროა არ დანებება-შეუპოვრობა, საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობა, გამარჯვებისათვის მუდმივი სწრაფვა და...
კახაბერი
21 აპრილი 2023 10:54
1
ესაა კაპიტალიზმი ჩემო ძვირფასებო, რაც იყიდება, იმას წერენ, ხვიჩას ფსიქიკაზე და განვითარებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს, აკომენტაროს და ხვალაც ბევრი შემოვიდეს წასაკითხად. ასხამენ ხოტბას და კომენტარებშიც მიდის გულში მჯიღის ცემა, ამდენი ხანია კაცი ნაპოლიშია და ერთი სტატია თუ დაწერილა, სადაც შეცდომებზე ილაპარაკებდნენ, გააკრიტიკებდნენ და განვითარებაზე იფიქრებდნენ, არა ხოტბა უნდა ვასხათ და ვაგინოთ სხვებს სუყველას, მარტო ხვიჩაა ყველაფერიო. საუკეთესო იყო გუშინდელ მატჩიო, თქვე კაი ხალხო, ორივე პენალტი (დანიშნულიც და არ დანიშნულიც) მარჯვენა ფრთიდან შეიქმნა, გოლი მარჯვენა ფრთიდან გავიდა, პენალტი ხვიჩამ გააფუჭა, ბოლო შეტევის დროს ბურთი ხვიჩამ გადააგდო და საუკეთესო რანაირად იყო ერთი გამაგებინეთ? ეს ბრმა რასაც დაინახავდა ისინი ჩამოვთვალე მხოლოდ, თორემ შეცდომები კიდე იყო. ამ სიცრუის ლაპარაკს და ხვიჩა საუკეთესოას ძახილს და მთელ გუნდს ეგ ათრევს ლაპარაკს არ ჯობია ისიც ვთქვათ, რაც შეცდომები ჰქონდა და კარგი რაც იყო იმასაც გავუსვათ ხაზი ვინ გვიშლის?
უვიცი
21 აპრილი 2023 18:03
9
კაი ერთი. მერე მაგ კაპიტალიზმის წყალობით, ვარსკვლავები მილიონებს რომ შოულობენ, ეს ხომ არ ურტყამს ფაქიზ ფსიქიკას?! თქვენ რა გინდათ, სულ ტაში უკრან, ფული მისცენ და კრიტიკა არ იყოს? ბოდიში, მაგრამ წარმატებული ფეხბურთელები, 2 კვირაში იღებენ იმდენ ხელფასს, უბრალო მოკვდავებს, მთელი ცხოვრება რომ არ გვეღირსება და რამენაირად აიტანონ, თუნდაც დაუმსახურებელი კრიტიკა.
ციციკორე
22 აპრილი 2023 10:44
0
"მადა ჭამაში მოდისო" ასეთი შეფასებით დავიწყებ. ამ შედეგამდე მოსული ნაპოლი არც ერთ ოცდამეერთე საუკუნეში დაბადებულ გულშემატკივარს არ უნახავს. მავანნი ისეთ მადაზე არიან მოსულები, რომ ამ ლიგაში (სერია ა) დებიუტანტი ფეხბურთელის მართლაც წარმატებული თამაში არ ყოფნით და რაღაც მისტერიულს ელიან. ჯანსაღი კრიტიკა კარგია და ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც მაგრამ, ზოგი რასაც წერს განსჯა და კრიტიკა კი არა თავზე გად@ჯმაა. ასე რომ ასეთი სიტყვებით დამთავრება მოუხდება ამ კომენტარს - "უნახავმა რა ნახაო".
გიგი
21 აპრილი 2023 16:39
4
ჰალანმა საერთოდ ააცილა პენალტი და მაგ თემაზე რატომ არ წერთ, ხვიჩას აუღო მეკარემ და რა ამბავში არიან ეს სატანის მოციქულები რომ ილანძღებიან..
O.K.
21 აპრილი 2023 08:56
3
რა თქმა უნდა მთავარი სპალეტის შეცდმაა და არა მარტო ამ თამაშის დაგეგმვაში, ხვიჩასთვის მოქმედების არეალის მკაცრად მარცხენა ფლანგით შემოსაზღვრა! ძალიან კარგად მახსოვს პირველ წრეში მარჯვენა ფლანგზე გადანაცვლებული ხვიჩა რა დღეში აგდებდა მეტოქის დაცვას!
aburjga
21 აპრილი 2023 05:35
2
პენალტს რაც შეეხება არ უნდა დაერტყა რათქმაუნდა, ეგ ბევრჯერ დავწერეთ მეც, ბატონმა მამუკამაც და სიომინმაც, მაგრამ რა ხვიჩას ბრალია? გუნდს ყავს მწვრთნელი და ყავს კაპიტანი, გადაეწყვიტათ ვის უნდა დაერტყა, აბა კაპიტნის ფუნქციაა რა არის გუნდში, ლეაუ რომ გამოიქცევა წამოიპლაკოს როსკიპი ქალივით?
უვიცი
21 აპრილი 2023 00:08
3
ყველაფერს საზღვარი აქვს ! მორჩით ხვიჩას მარადონასთან შედარებებს ! ვერ ხვდებით, რომ უკვე სიბრიყვეში გადაგვდის ყველაფერი, უვიცობაზე რომ არ ვილაპარაკოთ ?
ზურა
21 აპრილი 2023 08:09
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული