"ლეხი" "ფიორენტინასთან" სასწაულის მოხდენასთან ახლოს იყო

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „ლეხმა“ გასვლაზე „ფიორენტინა“ 3:2 დაამარცხა.

სახლში 1:4 წაგების შემდეგ პოზნანური გუნდი თითქმის უშანსოდ იყო, მაგრამ სტუმრად 3:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც ფლორენციელებმა ორი გოლი გაიტანეს და ორი შეხვედრის ჯამში გაიმარჯვეს.

„ფიორენტინა“ 15-წლიანი პაუზის შემდეგ იასპარეზებს ევროტურნირის ნახევარფინალში.

„ლეხში“ 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი, გიორგი წიტაიშვილი კი სათადარიგო იყო.

ფლორენცია. „არტემიო ფრანკი“
ფიორენტინა - ლეხი 2:3
გოლები: 0:1 აფონსო სოუსა (9), 0:2 ველდე (69, პენ), 0:3 სობიეჩი (69), 1:3 სოტილი (78), 2:3 კასტროვილი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა მეც კინაღამ დავიჯერე
ვანჩოპე
14:16 21-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული