მატჩის დღე! "ნაპოლი" ჩემპიონობის გაფორმებას მიუახლოვდება თუ "იუვენტუსი" მთავარი კონკურენტი გახდება?

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში ლიდერ "ნაპოლის" მთავარი კონკურენტი "ლაციო" დამარცხდა. დღეს, 23 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე კარგი აფიშა გვაქვს - "იუვენტუსი" ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს უმასპინძლებს. მატჩს სატურნირო ამბები, გარკვეულწილად, ჩრდილავდა, მოულოდნელად კი დიდი ინტრიგა დაბრუნდა. ტურინინელებს ჩამოკლებული 15 ქულა დაუბრუნეს და ალეგრის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად სერიოზულ განაცხადს აკეთებს. ეს მილანურ კლუბებს, რომლებიც აქ ახლა ნახევარფინალში არიან, მომავალ წელს ამ ტურნირზე მოხვედრას ურთულებს, თუკი, რასაკვირველია, რომელიმემ უეფას მთავარ საკლუბო შეჯიბრებაზე წელს არ გაიმარჯვა. გუნდებს შორის სხვაობა 16 ქულაა. თუკი
ნეპაოლელებმა ის გაზარდეს, ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმებას ძალიან მიუახლოვდებიან, მარცხის შემთხვევაში კი გარკვეული ინტრიგა შენარჩუნდება და "იუვე" პირველობისთვის იბრძოლებს, ალეგრის გუნდი მთავარი კონკურენტი გახდება!..

Sportall.Ge

ბოლო დროის ამბების გამო "ნაპოლი" კარგ ხასიათზე ვერაფრით იქნება, თუმცა აქ ჩემპიონობასთან ისე ახლოს არიან, ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ. ლუჩანო სპალეტის გუნდს ტრავმის გამო მარიო რუი, მატეო პოლიტანო და ჯოვანი სიმეონე დააკლდებიან, სხვა ცვლილებები კი მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე უნდა იყოს. ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს განსაკუთრებული დაძაბვა არ სჭირდებათ, თავადაც მშვენივრად იციან, რომ გატანა ძალიან სჭირდებათ და ეს კარგ ხასიათზე მოიყვანთ. ნიგერიელმა "მილანის" კარი გვიან, მაგრამ მაინც აიღო, ჩვენებურს კი 19 მარტის შემდეგ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. "კვარა" ყველაფერს დაძლევს, ამის გვჯერა. "იუვენტუსთან" პირველი წრის დაპირისპირების წინაც საუბარი კრიზისზე იყო, ქართველმა გარემარბმა კი მონაწილეობა, ფაქტობრივად, ხუთივე გატანილ გოლში მიიღო და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა.

Sportall.Ge

"იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე ძლიერი გუნდია. აბა, გასვლაზე მოპოვებული ქულებით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ძალიან დაძაბულ და საინტერესო შეხვედრას ველით.

"ნაპოლიმ" ამ სტადიონზე ბოლოს 2018 წელს მოიგო. იმ მატჩში მათგან ვინც მონაწილეობდა, ახლა ვერავინ ითამაშებს, მარიო რუი ტრავმირებულია, დანარჩენები კი ნეაპოლელთა რიგებში აღარ გამოდიან. დაუვიწყარი იყო 2019 წლის შეხვედრა (4:3), კრიშტიანო რონალდოს გოლი და კულიბალის ავტოგოლით გაფორმებული გამარჯვება 92-ე წუთზე. მატჩს ფაბრი განსჯის.

alt "ნაპოლისთან" შეხვედრამდე "იუვენტუსს" ჩამოკლებული 15 ქულა დაუბრუნეს

altუმადურობა, სპალეტის პიოლისთან წაგებული დუელი და შემოქმედი კვარაცხელია

altროგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..

მკითხველის კომენტარები / 20 /
რა ინტრიგა უნდა დაბრუნდეს იუვეს ქულების დამატებით? ..ნაპოლიმ რომ კოლექტიური ჰარაკირი გაიკეთოს..ამის იმედი აქვს ვინც ასე ფიქრობს?..იტალიის ჩემპიონატი დიდი ხანია დამთვარდა..ერთი გუნდის ჩემპიონატად იქცა...ჩემი აზრია სუბიექტური...ასეთი ჩემპიონატს არა მგონია ძლიერი ,,ტოპ ტურნირი ეწოდოს..რუსეთის ჩემპიონატი გამახსენდა.90 წ.წ..სპარტაკი რომ პირველ წრეში ჩემპიონი ხდებოდა..არ ვიცი რა იქნება მომავალში...ასე თუ ყველამ შეისწავლა ნაპოლის თამაში...გამოდის რომ დიდი მომავალი არ ჰქონია გუნდს..და რომ იტყვიან მოულოდნლად გაუვარდაო. .რაც შეეხება ჩვენს ბიჭს..ყბრალო გულშემატკივარმა იცის და ხვდება უკვე კვარას მნიშვენლობას გუნდისთის...ის არა მარტო უბრალო მოთამაშედ არამედ დიდ პოზიტივის და ოპტოიმიზმის დამბრუნებელი და ახალი საფეხბურთო აზორვნების..სულის ჩამდგემელი გახდა ამ ძველი დიდების ჩრდილში მყოფი გუნდისთის..ბოლო თამაშების შედეგები მთლიანად სპალეტის სინდისზეა..სულ არ გამოვრიცხავ გარიგებებსაც..რომლითაც სერია ა ისტროია ძაან მდიადარია ათწლეულების განმავლობაში..ასე რომ ჩვენ ბიჭს ვინმე ვითომ ექსპერტმა აბრალოს რომ ხვიჩას ეს უქნეს ..დაკეტეს..ფეხი არ გაანძღევინეს...ეგ გაშავების გადაბრალების ნარატივის ნაწილია...თუ ვინმე შეცდა შეცდა სპალეტი ან კიდევ მოშურნე ფეხბურთელები...რომლებამც დიდად ტავი არ შეიწუხეს...გამოდმინარე იქედან ჩვენ ტუ არ ვიტამაშეთ იქ ხვიჩაც არავინააო...ეს თუ ასეა...მაშინ მტლიანდ მოშლილა გუნდი ..რომელ დისციპლინაზე და გუნდურობაზეა საუაბრი...სულ სხვა ტიპის რღვევა ჰქონია ამ წარმოსახვიტ მწვერვალზე ასული გუნდისთის...თუ ფეხბურთელებს ასეთი გაუტანელი ურტრტობა ჩამოუყალიბდათ ერთმანეთსი...წელს თუ არა მომავალ სეზონში აუცლებლად დაეტყობა უარყოფით შედეგებზე....მოკლედ ბევრი აზრი წარმოიშვა...არც თუ საფუძველ მოკლებული..პირველ რიგშ ჩემპიონატის მოგების ბოლომდე მიყვანა ვუსრვოთ გინდს..და ხვიჩას...რომელსაც აუცილებლად ჭირდება ტიტულები..გამარჯვებები რათა განიმტკიცოს ლიდერული ტვისებბეი და უნარები...ამ ბოლოს ხშირად ნათლავენ გუნდური მოთამაშე...ეს კარგია მაგრამ..მას ჭირდება რომ ლიდერის როლი და პასუსხმგებლობა მოირგოს უკვე თავზე..რაც უფრო ადრეულია საკიდან მით უკეტესი...რომ მერე ნებისმეირ ჩემპიონატში საფეხბურთო სისტემაში..ადაპტაცია არასდროს გაუჭრიდეს...წარმატებები მას და..ყველას ჩვენ..გულშემატკივრებს...ვისაც ნამდვულად გვჯერავს რომ უახლოს მომავალში ქარტული ფეხბურტი და სათამაშო აზროვნება მიაღწეს მსოფლიო დონეს..და ყველასთის ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით
bujanga
23 აპრილი 2023 18:25
1
სპალეტის დავაბრალებდი მილანთან წარუმატებლობას. ლეაოს მოაგებინა მატჩები. ვერ მოახერხა ისეთი სქემით ეთამაშა, რომ ეს ანტილოპასავით მორბენალი და ავატარის კოპიო ახალგაზრდა შეეჩერებინათ. ამ ბავშვთან წააგო სპალეტიმ.
ანუკა
23 აპრილი 2023 21:49
0
სავარაუდოდ დრეს წააგებს ნაპოლი. ურთულესი თამაში იქნება. გუნდი გადაღლილია ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად. ნეტა ვცდებოდე :(
არმინდა გაიწელოს ეს ჩემპიონობა ივნისამდე და ყოველ თამაშს შიშით ვუყურო ქულები არ დაკარგონთქო.
ლაციო აღარაა ისე საშიში ახლა როგორც იუვე. ყველამ იცოდა ისედაც, რომ ქულებს დაუბრუნებდნენ.
უპირველესად ნაპოლის ფანებმა იცოდნენ.
უცნაურია, რომ ამდენი შრომის და ამდენი მოგებული თამაშის მერე, კიდე არის საფრთხე ჩემპიონობის დაკარგვის.
ეგერ არსენალმა ფაქტობრივად დაკარგა.
არ მგონია სიტის მოუგოს, სიტი ფორმის პიკში შევიდა.
!!
23 აპრილი 2023 14:49
7
არც მთავარი და არც არანაირი კონკურენტი ნაპოლის აღარ ყავს ამ სეზონშო. მნიშვნელობა არა აქვს დღეს როგორ დამთავრდება. დროის ფაქტორია და სხვა არაფერი.
G.LA
23 აპრილი 2023 13:37
2
დღეს თუ მოიგეს, ფაქტიურად ჩემპიონები ხდებიან, 7 ტურით ადრე 17 ქულა გახდება სხვაობა უახლოეს მდევართან. უნდა მოიგონ, უნდა იფრინო ხვიჩუუუ.
მიდი კვარა
23 აპრილი 2023 12:44
2
კვარა საუკეთესო იყო ნაპოლიდან ლიგაზე ამაზე ორი აზრი არაა
იუვესთანაც ისევე იფრენეს ძალიან მაგარი ბიჭი გვყავს :)
სამი კაცი დასდევს და ამ დროს სზვებმა თუარ ივარგეს კვარა მარტო რას გახდება
ქვართელებმა უნდა ვიამაყოთ ამ საოფარი ბიჭით როგორც ძალიან მაგარი ფეღბურთელით ასევე ადამიანობით რომ ასეთი კარგი ადამიანია სულიერად და ამას ყველა ხედავს ეს ძალიან ბევრს ნიშნავს საქართველოსთვის და ყველა ჩვენგანისთვის
მადლობა კვარას და წამატებები მუდამ
HK
22 აპრილი 2023 22:15
5
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ზოგს დასვენება არგებს ამ დროს, ზოგს პირიქით ტონუსში ყოფნა უფრო მოუხდება, თვითონ და სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტონ ჯობია.

ხვიჩა ზოგადად რათქმაუნდა განსხვავებული ფეხბურთელი და ადამიანია და შესაბამისად აზროვნებაც არასტანდარტული აქვს, და არა ისეთი, როგორაც აქ შემომსვლელთა უმეტესობა აზროვნებს.
უვიცი
22 აპრილი 2023 13:40
4
უვიც, არც ისეთი უვიცი ყოფილხარ?!
უვიცას
23 აპრილი 2023 12:21
1
ნაპოლის გავარდნა ხვიჩას ბრალი სრულებით არაა კვარას დააკლდა ცივსისხლიანობა და იღბალი ფინიშზე რასაც აუცილებლად გააუმჯობესებს ასეთი მწარე გამოცდილებებით, მწვრთნელს და მთელ გუნდს კი კლასი. ხვიჩა რაღაცნაირად თავს მაინც ვალში თვლის და მისი მოტივაციის ამბავი რომ ვიცი დარჩენილ შეხვედრებში ჩვენ ვიხილავთ იმ კვარას რომელითაც მან მოხიბლა მთელი იტალია და შესაბამისად სრულიად საფეხბურთო სამყარო ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ.
Charley
22 აპრილი 2023 12:16
5
დაისვენოს რას ქვია ვერ გავიგე? ნახევარი გუნდი ლაზარეთშია, არცერთ ტურნირზე აღარ თამაშობენ და ასე ახლოს არიან იტალიის ჩემპიონობასთან და დასვენების დროა ეხლაა?? ფეხბურთს თამაშობს ბოლო ბოლო შახტაში კი არაა ჩასასვლელი! / ესააა ამ ბიჭის პროფესია და ესაა მისი ოცნება, ქრ დაიღალოს და ოფლი არ გამოუვიდეს, წვიმაში არ ათამაშონ და არაფერი ატკინოთ, ასე არაა ბაბუა საქმე…/ ზოგი რეეებს წერს გაგიჟდები კაცი,/ კიდე კაი ხვიჩას არ აინტერესებს ეს სიგიჟე, და მართლა პროფესუობალია და რაც მთავარია ზარმაცი არააა, ოცნებასთან სულ რაღაც 4-5 მოგებაღა აკლია, შეიძლება არც ამდენი დაჭირდეს და ისტორიაში შევა სამუდამოდ, მის ნახატებს ნეაპოლის კედლებიდან არავინ არქსოდეს წაშლის,100 წელიც რომ გავიდეს მაინც
Vasili
22 აპრილი 2023 09:24
2
დასვენება ჰქვია დასვენებას, ჯობია ახლა დაისვენოს ამ არაფრისთვის საჭირო მატჩში და ემოციური გადატვირთვა არ მიიღოს
უვიცი
22 აპრილი 2023 13:34
16
ჩემი მოკრძალებული აზრით ხვიჩამ ყველა შესაძლო მატჩი უნდა ითამაშოს. ფიზიკურად და მორალურად ჭირდება ხვიჩას ეს რომ მომავალ სეზონში იმ გამოწვევებს რაც წელს აქვს ადვილად გაუმკლავდეს. მოდით დაფიქრდით ხვიჩა იქნება მომავალ წელს ნაპოლის მთავარი კაცი და ლიდერი. წელს თუ ბოლომდე დაიხარჯება მომავალში გაუადვილდება თან ლიდერის ტვირთიც უნდა ატაროს. ამას უნდა შეეგუოს ყველა, უპირველეს ყოვლისა ხვიჩამ უნდა შეეგუოს და (მარიო რუი და მისნაირები ერთ ადგილას მოჯდნენ) თუ ხვიჩას ტეოს დონის მცველს მიუყვანენ აუცილებლად იქნება ყველაზე ძლიერი ტანდემი. ვილი სანიოლი დებილი ხომ არაა აზაროვს და წიტას რომ ათამაშებს ხვიჩას ერთად. იმიტომ რომ უფრო შემტევია ორივე ვიდრე მცველი რაც ხვიჩას სივრცეებს უხსნის. ღმერთი შენსკენ კვარა.
roma bejanidze
21 აპრილი 2023 20:30
2
ხო არ აჯობებს დაისვენოს ხვიჩამ? ცოტა ძალები აღიდგინოს? კიდევ ერთი დარტყმა რთული გადასატანი ხო არ იქნება ახალგაზრდა ადამიანისთვის?
უვიცი
21 აპრილი 2023 19:33
33

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული