"ნაპოლიმ" დრამატულ მატჩში "იუვენტუსს" სძლია და სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 31-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „იუვენტუსი“ 1:0 დაამარცხა.

დებიუტი თანაბარი იყო. კვარაცხელიას მიერ შორიდან თავით დარტყმული ბურთი მეკარე შესნიმ მოიგერია, თუმცა მსაჯმა ჯარიმა დააფიქსირა. ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები არ იქმნებოდა, ხვიჩა დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა, რამდენჯერმე მეტოქეს აართვა ბურთი. სახიფათო იყო მასპინძელთა კონტრიერიში, როდესაც რაბიოს გარღვევას შედეგი არ მოჰყვა. „კვარას“ ყურადღებით მეურვეობდა გატი, სახეში შეგნებულად უკნიდან ხელი ჩაარტყა, თუმცა, საბედნიეროდ, თამაშის გაგრძელება შეძლო. 39-ე წუთზე ხვიჩამ მახვილი კუთხიდან საჯარიმოდან კარში დაარტყა და ბურთი შესნიმ მოიგერია.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ
შეიცვალა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. კვარაცხელიას გატანა მეკარემ არ დაანება, მერე საჯარიმოს გარედან არაზუსტად დაარტყა. ნეაპოლელები თანდათან უპირატესობას დაეუფლნენ, მაგრამ უხიფათოდ უტევდნენ და მწვრთნელმა სპალეტიმ ლოსანოსა და ნდომბელეს ნაცვლად მოედანზე ზელინსკი და ელმასი შეუშვა, თამაში გაამწვავა. ოსიმენმა ორჯერ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. სწრაფი კონტრშეტევისას დი მარიამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ იქამდე წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. სპალეტიმ ხვიჩა 86-ე წუთზე რასპადორით შეცვალა. ტურინელები უკვე უფრო აქტიურები იყვნენ, კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს, რადგან ჩაწოდების მომენტში ბურთი პირით ხაზს იქით გავიდა, ხოლო კომპენსირებულ დროში რასპადორიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ნაპოლი“ 78 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს და 29 აპრილს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - ნაპოლი 0:1
გოლი: რასპადორი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 28 /
ანუ, გამოვიდა ასე, რომ ნაპოლიმ 29 აპრილს თუ მოუგო ნეაპოლში სალერნიტანას და ლაციომ 30 აპრილს მილანში ვერ მოუგო ინტერს, ხვიჩა ამ თვეშივე გახდება იტალიის ჩემპიონი. ❤️
მიშა
24 აპრილი 2023 01:05
2
გილოცავთ ჩვენი ხვიჩას გულშემატკივრებს!!! კმაყოფილი ვარ თამაშით!!! ლოზანოს პასი უნდა მიეცა კვარასთვის,მარტო იყო მეკარესთან დარჩენილი!!!
გულშემატკივარი
24 აპრილი 2023 00:52
2
ხვიჩამ ძააალიან დიდი გამოცდილება შეიძინა და ნაპოლის აღზევებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.შემდეგი სეზონიდან უფრო მოუმატებს და კრიტიკოსებს ენას გადააყლაპებს!!
მოდრიჩ
24 აპრილი 2023 01:29
10
ჯიგარი ხარ ლუკა!!!
მოდრიჩს
24 აპრილი 2023 01:37
1
კარგია ხვიჩა რომ არ გატყდა.. ყოჩაღ
კარგი მატჩი ქონა
ბრავო ხვიჩა , ჩვენი დიდი იმედი ხარ!!!
ხვიჩა და ნაპოლი უკვე ჩემპინები არიან!
ჯონი
24 აპრილი 2023 01:16
2
კარგია რომ ცენტრში შესვლების და კუთხურების ჩაწოდების ნება მისცეს... 2 გოლს ველი კიდევ ხვიჩასგან ბოლო ტურებში.. "2 გოლი მინდა ხვედელიძე, 2 გოლი.."))
Zviads
24 აპრილი 2023 01:22
6
ძალიან მაგარი თამაში იყო! ყველას გილოცავთ!
გიო
24 აპრილი 2023 00:57
2
გოლი ხომ არ გაუტანია, მაგრამ მაინც რამხელა გავლენა აქვს თამაშზე, ესე იგი კუადრადო ხომ სულ დასდევდა მთელი თამაში და წინ არ მიდიოდა, როგორც კი ხვიჩა გავიდა გაქანდა წინ, ჩარჩა (ჩემი აზრით დაღალა ხვიჩამ, თან საშიშროებას აღარ ელოდა) და ხვიჩას მაგივრად შემოსულმა რასპადორიმ გაიტანა გოლი..
Zviads
24 აპრილი 2023 01:14
4
ჩვენი გულების გამხარებელს,ხვიჩას ვულოცავ ამ მოგებას და უკვე პრაქტიკულად ჩემპიონობას! ეს მოგება მართლა მნიშვნელოვანი იყო...
gulshematkivari0703
24 აპრილი 2023 00:57
2
ესე იგი ნაპოლიმ სალენიტანას რომ მოუგოს მომდევნო ტურში (81ქულა) და ლაციომ მინიმუმ ფრე რომ ითამაშოს ინტერთან (62 ქულა) ნაპოლი 6 ტურით ადრე ხდება ჩემპიონი.
რაბუ
24 აპრილი 2023 01:02
2
კარგი თამაში იყო, ყოჩაღ ნაპოლის, არ მეგონა ასე კარგად თუ ითამაშებდნენ, მენტალურადაც და ფიზიკურადაც კარგად ყოფილან მომზადებულები..ეეხ, მილანთან მსაჯი(ები) რომ არა...
Zviads
24 აპრილი 2023 01:18
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული